რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

„საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივ აირზე უარს ვერ იტყვი“, – მსგავსი ფრაზა შესაძლოა ყველგან მოისმინოთ, თუკი ადამიანები ახალ კორპუსში ცხოვრებას იწყებენ და საქმე გაზის შეყვანაზე მიდგა. სემეკ-ის ბოლო დადგენილების მიხედვით, მაგალითად, კორპუსის მცხოვრებმა „სოკარ გაზს“ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ ყველა ბინადარი თანახმა იქნება ბუნებრივი აირის საცხოვრებელ კორპუსში შეყვანაზე და ამავდროულად სრულად აქვთ გადახდილი გამრიცხველიანების საფასური. …

მწარმოებელ კომპანიებს 2 მილიონი პლასტიკის პარკი ჩამოართვეს – დეპარტამენტი

2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. მათივე ინფორმაციით, პლასტიკის პარკის კონფისკაციის მიზანია საცალო ქსელში არ მოხვდეს აღნიშნული პარკები და  შემცირდეს გარემოს დაბინძურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წელს, ჯამში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოავლინეს: „აქედან 367 …

ავარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე – მოძრაობის წესების შეცვლის მეორე დღე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსისთვის განკუთვნილ სავალ ზოლში შეეჯახნენ ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის, გორგილაძის ქუჩაზე, მოძრაობის წესები გუშინ, 15 დეკემბერს შეიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ …

ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა წვეულებები – გამყრელიძე

„მიუხედავად სტაბილიზაციისა, შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკისა, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ, გთხოვთ ყველას, მოსახლეობას, რომ ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები, ვიყოთ წელს ბევრად მოკრძალებული, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან, პანდემიასთან,“ – განაცხადა დღეს, 16 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის …

მთავრობამ COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის კომისია შექმნა

მთავრობის 2020 წლის 15 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. კომისიამ უნდა შეიმუშაოს COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით და საჭიროებისამებრ განაახლოს იგი. კომისიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ამ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. კომისიაში შედიან: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; ჯანდაცვის მინისტრის …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში „100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები“ „სასურსათო კალათას“ მიიღებენ. ამ შემთხვევაში საუბარია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომელთათვისაც პროდუქტს აჭარის ბიუჯეტიდან შეისყიდიან [სულ 2 800 კალათა]. ერთი სასურსათო კალათა შედგება …

კოვიდის 280 ახალი შემთხვევა აჭარაში | 16 დეკემბრის მონაცემები

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს საქართველოში, ჯამში, კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს  824 პაციენტი, მათ შორის, 148 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 51 ადამიანი. აჭარაში საკარანტინო სივრცეშია 179 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი – 8150.  

საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 39, გამოჯანმრთელდა – 2 495 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარაში – 280, იმერეთში – 533, ქვემო ქართლში – 254, შიდა ქართლში – 283, გურიაში – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 269, კახეთში – 153, …

უმაღლეს საბჭოში ერთი ოპოზიციონერი – ირაკლი ჩავლეიშვილი შედის

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის, ამის შესახებ მან ფისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა, მისივე ინფორმაციით ის დროებით იჩერებს „რესპუბლიკური“ პარტიის წევრობას. „სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია“- წერს ირაკლი …

ვის და რამდენით დააფინანსებს ბათუმის მერია – ჯანდაცვის პროგრამები

ბათუმის მერია 200-ლარიანი მედიკამენტის ორ ვაუჩერის გასცემს იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, სადაც შშმ პირი ან ვეტერანი ცხოვრობს. ამ დრომდე მსგავსი ოჯახებისთვის მერია მხოლოდ ერთჯერადად გასცემდა 200-ლარიან ვაუჩერს. ეს სიახლე ავტომატურად არ გულისხმობს, რომ თუ ოჯახში ორი შშმ პირი ან ორი შშმ პირი და ვეტერანი ცხოვრობს, ისინი სამ ვაუჩერს მიიღებენ. „გაიცემა მხოლოდ ორი ვაუჩერი“, – ეს …

ქობულეთში სანადირო თოფით კაცი პირდაპირ ქუჩაში მოკლეს

ქობულეთში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, ქუჩაში კაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, კაცს სანადირო თოფი პირდაპირ ქუჩაში ესროლეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი თავდაპირველად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმის სასამართლომ წელს 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – სტატისტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, 10 ნაწილობრივ გამამართლებელი. სასამართლომ სულ 975 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა ამ პერიოდში. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, 975 საქმიდან 586 საქმეზე საპროცესო შეთანხმება შედგა, 8 სისხლის სამართლის საქმე გამოძიებას დაუბრუნდა, 13 საქმის განხილვა კი, შეწყდა. სისხლის სამართლის 16 …

უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

„თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ გაასაჩივრეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სად არის საჩივრები? – გვიპასუხა დავით გაბაიძემ, მაშინ როცა ვკითხეთ უქმნის თუ არა პირადად მას დისკომფორტს ოპოზიციის გარეშე დარჩენილი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო. უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უკვე მოქმედი თავმჯდომარის კითხვა რიტორიკული არ ყოფილა: მოგვიანებით ტრიბუნიდანაც განმარტა, რომ, მისი აზრით, თუ უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება პრეტენზია გაყალბებაზე, …

დაშავდა 3 ადამიანი, მათგან 1 მძიმედაა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. უწყებისგან ველოდებით განახლებულ ინფორმაციას. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობაა მძიმე და ამ დროისთვის სამივე დაშავებულს შესაბამისი კვლევა უტარდება. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

ახალი წესი, რომელიც ბათუმში გარევაჭრობას, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მუშაობას დაარეგულირებს, ქალაქს 2021 წლის აპრილამდე არ ექნება. რეგულირების ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ 31 დეკემბრამდე, ამ ბოლოს კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაწია. „დაევალოს ქალაქ ბათუმის მერს 2021 წლის 01 აპრილამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის …

რა იქნება თეა წულუკიანის „ახალი სუნთქვა“ სკოლებსა და განათლების სისტემაში

„რთულია კავშირის დამყარება წულუკიანსა და განათლებას შორის“, – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ადამიანი ფეისბუქში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც, მაგალითად, ითქვა, რომ წულუკიანის ამ სისტემასთან დაკავშირება სხვა არაფერია თუ არა მისი პოლიტიკური გავლენების შესუსტება. იყო კითხვები იმაზეც, ხომ არ დააქვეითეს წულუკიანი პარლამენტში გადაყვანით, თუ პირიქით – ის „სისტემაში …

მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის ნაწილს საღამომდე წყლის მიწოდება შეუწყდა

შპს ბათუმის წყლის ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. “წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში გქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში”, – აცხადებს ბათუმის …

ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანას „ბომბაჩკები“ ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ბავშვებმა სატვირთო ავტიმანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. სატვირთო ავტომანქანა მანდარინით იყო დატვირთული.

„ოცნების“ დეპუტატებს ბიუჯეტით ნაყიდი 5-ლარიანი პირბადეები უკეთიათ   

უმაღლესმა საბჭომ ამავე საბჭოს ლოგოთი ბრენდირებულ დამცავ ნიღბებზე ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 14 დეკემბერს გააფორმა. 100 ცალ ასეთ დამცავ ნიღაბში [პირბადეში] უმაღლესი საბჭო შპს „ტვიგს“ 500 ლარს გადაუხდის, ანუ 1 ცალში 5 ლარს. ბრენდირებული პირბადეები უმაღლესმა საბჭომ გამარტივებული წესით შეისყიდა. შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით კომპანიისთვის თანხა ჯერ გადახდილი არ არის. ხელშეკრულების მიხედვით, უმაღლესი საბჭო კომპანიას თანხას …

„თუ ივანიშვილს ჰგონია შექმნის აჭარის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, არ გამოუვა“ – ოპოზიცია

დღეს ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე,  რაც მათ ოფიციალურად დაადასტურეს ხელმოწერილი დოკუმენტით აჭარის მთავრობის სახლთან. აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო მანდატი. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 15 დეკემბერს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების თანდასწრებით გაიხსნა. ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს შეკრება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შეაფასეს ივანიშვილის მცდელობად – შექმნას „აჭარის საბჭოთა სოციალისტური …

სილქფესტი ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს გთავაზობთ

მხოლოდ 16 დეკემბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: [checklist] 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 5 ლარად 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) – 10 ლარად …

ავტომანქანის მყიდველებს ბრალდებულები თაღლითურად არიცხვინებდნენ ფულს | შსს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ myauto.ge-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს …

აქციაზე ბათუმში 7 პირი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ალტერნატივას“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე. სტიკერებზე, რომელთა გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე, წერია – „მონობა ტეხავს“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის …

ბათუმში წვიმა, აჭარის მთაში კი თოვაა მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. მაღალ მთაში მოსალოდნელია  თოვა, დღის მეორე – ნახევრიდან ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 …

ხათუნა ბერიძე ისევ დააკავეს [ფოტო]

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პოლიციამ უკვე დააკავა „ალტერნატივას“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხათუნა ბერიძე უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გარდა ხათუნა ბერიძისა, დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი, ნუგზარ ხოზრევანიძე. „ლაივში“ ისმის აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ არ მისცემენ უმაღლესი საბჭოს …

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო. დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი. „ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. …

აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

ბათუმში დღეიდან, 15 დეკემბრიდან, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს. კონკრეტულად: გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შემოვა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ მონაკვეთში/ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ. ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანს „შესვლა აკრძალულია“ ამ წუთებში [11:50 სთ] ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, იყო ტექნიკური პრობლემა და …

აჭარაში კოვიდის ახალმა შემთხვევებმა იკლო

15 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ხუთი დღის მონაცემების თანახმად, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება. სტატისტიკა ასეთია: 10 დეკემბერი – 331 ახალი შემთხვევა 11 დეკემბერი – 313 ახალი შემთხვევა 12 დეკემბერი – 333 ახალი შემთხვევა 13 დეკემბერი – 219 ახალი შემთხვევა 14 დეკემბერი – 212 ახალი შემთხვევა 15 დეკემბერი – …

კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 44, გამოჯანმრთელდა –  3 105. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარაში – 263, იმერეთში – 646, ქვემო ქართლში – 245, შიდა ქართლში – 262, გურიაში – 100, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 404, კახეთში – 254, მცხეთა-მთიანეთში – …

ბათუმში კიდევ ერთი მოსამართლე – ირმა ტოგონიძე დანიშნეს უვადოდ

ბათუმში კიდევ ერთი მოსამართლე გამწესდა უვადოდ. ირმა ტოგონიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით შეარჩია. გუშინ, 13 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 15 მოსამართლე გაამწესა უვადოდ. ირმა ტოგონიძე 2018 წლის 11 იანვრიდან მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ამ დრომდე ის დანიშნული მოსამართლე იყო. 2003 წლიდან 2017 წლამდე ირმა ტოგონიძე ადვოკატად მუშაობდა. იგი 2012-2016 წლებში მუშაობდა შპს …

ბათუმის აქციის მონაწილეები 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 13 დეკემბერს დაკავებულ 6 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიღო. აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ 3 ნოემბრიდან იმართება, გადაკეტილია ქუჩა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. აქციაზე სხვა დღეებში დაკავებულ პირებს …

ყალბი 1- ლარიანი მონეტების დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ანაღდებდნენ მას. ბრალდებული პირების …

ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში

ბათუმის მოსახლეობა 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის, ასევე თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია. დასუფთავების გადასახადს ასევე არ გადაიხდიან ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. ეს კატეგორია გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია მხოლოდ დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი …

ჩემი, ანუ მოქალაქის საახალწლო ინიციატივა

ავტორი: ნათია სირაბიძე პანდემიის პირობებში ახალი წლის აღნიშვნა პრობლემატური გახდა, თუმცა ვიცით, რომ ქართველები, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება, სუფრებს და მიმოსვლას არ მოიშლიან. ბოლოს და ბოლოს ბავშვებს თოვლიან თუ სუსხიან გარემოში ეზოში თამაშის სურვილი მაინც ექნებათ. რადგან დიდი ღონისძიებები გადაიდო [უსაფრთხოების დაცვის მიზნით], ერთი ინიციატივა მაქვს, რომელიც შეიძლება ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ შესრულდეს, საჯარო რესურსის …

Exit mobile version