მთავარი,სიახლეები

გერმანიის პრეზიდენტი ღარიბებისთვის უფასო სადილს არიგებს [ფოტოამბავი]

17.12.2020
გერმანიის პრეზიდენტი ღარიბებისთვის უფასო სადილს არიგებს [ფოტოამბავი]

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ბერლინში უფასო საკვების დარიგების კამპანიაში მიიღო მონაწილეობა – წერს „დოიჩე ველე“.

„კარიტასის“ უფასო საკვების ფურგონი ბერლინში ათ სხვადასხვა ადგილას ჩერდება და დღეში 200-მდე ადამიანს აწვდის უფასო, ცხელ საკვებს.

შობის წინ ღარიბი ადამიანებისთვის უფასო სადილის დარიგების ტრადიციას გერმანიაში გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როცა გერმანელი მომღერალი ფრანკ ცანდლერი უფასო საკვებით გაუმასპინძლდა 300 ადამიანს. მას შემდეგ მუსიკოსი სხვადასხვა კომპანიებისა და  ჩართულობით მართავდა უფასო სადილს, თუმცა ბოლო წლებში იგი შეუერთდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასის“ კამპანიას.

გერმანული მედია წერს, რომ სწორედ ფრანკ ცანდლერმა შესთავაზა პრეზიდენტს კამპანიაში მონაწილეობა და პრეზიდენტიც სპონტანურად დათანხმდა შეთავაზებას, რათა ღარიბ ადამიანებს აჩვენოს, რომ მთავრობა მათ ამ დროსაც არ ივიწყებს.

_____________

ფოტო: bundespraesident.de

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: