Batumelebi | ბათუმში ხვალ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი ბათუმში ხვალ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ხვალ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე ღამით წვიმაა მოსალოდნელი, ხვალ, 18 დეკემბერს კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 19-20 დეკემბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.