რუსეთის ქალაქ ნოვოვორონეჟში 18 დეკემბერს ალიონკას ძეგლი გახსნეს, რომელმაც, ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, სოფელი ახალი ალიონოვკა დაარსა. ამ ადგილას ახლა ქალაქი ნოვოვორონეჟი მდებარეობს.
ძეგლმა შოკში ჩააგდო ჯერ ამ რეგიონის მაცხოვრებელები, შემდეგ კი მთელი რუსეთი. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ძეგლი საშიშად გამოიყურებოდა და მის მოხსნას ითხოვდნენ.
საბოლოოდ ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება.
ოფიციალური პირების განცხადებით, ეს არა ძეგლი, არამედ არტ ობიექტი იყო, რომელიც სოფელ ახალი ალიონოვკას 250-წლის აღსანიშნი ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა და ამისთვის დაახლოებით მილიონი რუბლი დაიხარჯა – წერს „რია ნოვოსტი“.
ლეგენდის თანახმად, ალიონკა ადგილს ეძებდა დასასახლებლად და ეს ადგილი ნაკადულის მახლობლად იპოვა. ლეგენდისვე მიხედვით, ალიონკა ყაჩაღმა მოკლა ნაკადულთან.







