საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან დაანონსებული ყველა შეზღუდვა არ შემსუბუქდება.
- 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი;
- 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- 24 დეკემბრიდან საქართველოში ბაზრობები არ გაიხსნება;
- მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;
- 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები დამატებითი რეგულაციების პირობებში;
- მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
- მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
- ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინგაყიდვების შემთხვევაში;
- ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
- სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
- სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;
- რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე.
- ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
- გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.