როგორ შეძლებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვას

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საბჭოს პეტიციით მიმართონ. რეგლამენტით, „პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს“. ახალი ცვლილებით, „პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე …

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს

პროკურატურამ კახეთში, სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა. შემთხვევა 26 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. მოკლულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ ჩაიდინა მკვლელობა.  შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი …

აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 286 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 68 პაციენტმა. 26 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 524 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 562 ადამიანია. ამავე თემაზე:  1784 ახალი …

1784 ახალი შემთხვევა, 39 გარდაცვლილი | 26 დეკემბრის მონაცემები

26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1784 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 14421 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 39 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4119 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 801 აჭარა – 121 იმერეთი – 281 ქვემო ქართლი – 101 შიდა ქართლი – 119 გურია – 40 სამეგრელო – …

ბათუმში მთავარი ნაძვის ხე აანთეს – მერიამ 4 ოჯახს ბინა გადასცა

25 დეკემბერს, ღამით, ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ბათუმის მერიის განცხადებით, ტრადიციულად, ამ დღეს ბინებს გადასცემენ იმ ოჯახებს, ვისავ  7 და მეტი შვილი ჰყავთ. „ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს, 4 ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ“ – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა. წელს ბათუმში წელს 503 ათასი ლარი დაიხარჯა საახალწლო ნაძვის ხის …

რამდენად ხშირია პიროტექნიკით დაზიანება ახალ წელს – კლინიკა BMC-ის გამოცდილება

ახალი წლის ღამის ფოიერვერკის შოუ ულამაზესი სანახაობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. სადღესასწაულო განწყობა კი პიროტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ამ უკანასკნელით გამოწვეული არასასურველი შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. „პიროტექნიკის გამოყენებას თავისი წესები აქვს. წლიდან წლამდე გაზრდილი სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ახალი წლის ღამეს მისი არასწორი გამოყენებით  ადამიანების ცხოვრებაში (განსაკუთრებით ბავშვებში) საახალწლო განწყობა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმით …

თურქეთში შესვლის წესები იცვლება – საკონსულოს განცხადება

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში შესვლა-გამოსვლაზე ახალი რეგულაციები წესდება. საკონსულოს ინფორმაციით ეს წესები პირველ მარტამდე გაგრძელდება. შესაბამისად, თურქეთში შესვლის მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ: „ბოლო პერიოდში ინგლისში დაფიქსირებულ ვირუსის მუტაციური ფორმის SARS-CoV-2-ის შემთხვევების მატების გამო,  2020 წლის 28 დეკემბრიდან უცხოეთიდან საჰაერო გზით, ხოლო 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით თურქეთში შემოსულმა პირებმა …

იმ გზებს შეისწავლიან, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება – ახალი ბრძანება

შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ერთობლივი ბრძანებით, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესი დაამტკიცეს. ღონისძიებების მიზანი, გზის შავ წერტილებად მიჩნეულ მონაკვეთებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებაა. ამ ახალი წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მინისტრების ერთობლივი ბრძანება 2020 წლის 24 …

როცა პენსილვანიაში უნდა გესწავლა, მაგრამ თბილისში დარჩი – სტუდენტი პანდემიისას

„გასული წლის დეკემბერში ვიცოდი, რომ ჩაბარებული მქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მას შემდეგ ველოდი, როდის მოვიდოდა აგვისტო, რომ წავსულიყავი…“ – გვიყვება თიკა ქოქოშვილი. ის პენსილვანიის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს, თუმცა პანდემიის გამო ახლაც თბილისშია. თიკამ ონლაინ გაიარა პირველი სემესტრი. ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ… პანდემია რომ არა, სექტემბრიდან იქ ვიქნებოდი  „მაინც მარტივად გავაანალიზე, რომ ყველას ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემი …

4 მილიონ ლარად 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელები მოეწყობა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. სატენდერო თანხა 4 023 000 ლარია. შერჩეული სკოლებიდან 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოშია, ხოლო 58 სკოლა დასავლეთ საქართველოში. მათ შორის 23 სკოლა აჭარაში: ბათუმში: მე-2, მე-14, მე-15, 25-ე და 27-ე საჯარო სკოლები; ქობულეთში: მე-6 და მე-3 …

მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იმ სტუდენტების მხარდასაჭერად, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ | EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი ვერ ახერხებს სწავლის გადასახადის დაფარვას და მოუწოდებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. „პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის სტუდენტმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ხელფასი …

„მინდა განათლების ხელმისაწვდომობაში ჩემი წვლილი შევიტანო“ – ინგლისურის მასწავლებელი

ხატია ხიმშიაშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის 24 წლის მასწავლებელია. ენას ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა. „აქტიური ბავშვობა და საინტერესო ამბებით დატვირთული დღეები – ეს იყო ჩემი ნატვრა. სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში დავამთავრე. მაღალმთიან აჭარაში, სამწუხაროდ, ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი სრულფასოვან სასკოლო განათლებაზე. მათ ხშირად შინ არ აქვთ კომპიუტერი …

ბრალდებულებისა და მსჯავდებულებისთვის ამანათების მიღება 28 დეკემბერს დაიწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. „პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემბერს ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოემზადეთ! სურვილების ასრულების წელი იწყება!

ოცნებები ყველას გვაქვს. კარგად დაგეგმვისას ოცნება ნელ-ნელა მიზნად იქცევა, მიზნის მიღწევას კი მხოლოდ დასახული ნაბიჯების შესრულება სჭირდება. 2021 წელი დაგროვებული სურვილების ასრულების წელი იქნება! ამიტომ გახსენით ყულაბა, უფრო სწორედ – დეპოზიტი, სადაც თქვენი სურვილების ასრულებისთვის თანხის დაგროვებას დღესვე დაიწყებთ. ფინკა ბანკში დაგროვება მარტივია, დეპოზიტის ტიპი – მრავალფეროვანი, პროცენტი კი – ყველაზე მაღალი! არ დაივიწყოთ თქვენი …

ნუ მივალთ ახალ წელს ბებია-ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი – იმნაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახალი წელი სჯობს მოქალაქეებმა მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნონ. „მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან, შვილიშვილებთანაც კი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება ალბათ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე …

200-მდე მოვაჭრე ახალი წლის წინ უმუშევარი რჩება – ყოფილ უნივერსამში ობიექტები დახურეს

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტებს შრომის ინსპექციამ დახურვისკენ მოუწოდა, რამაც მოვაჭრეთა პროტესტი გამოიწვია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან ვალები აიღეს, რათა წინასაახალწლო დღეებში ევაჭრათ, ახლა კი შემოსავლის გარეშე რჩებიან. „გუშინ გავიხსენით და დღეს დაიკეტეთო. ბავშვები ხომ არ ვართ, რატომ შვებიან ასე…“; „საქონელი შემოვიტანეთ, სეზონური საქონელია, თან ისეთი წელია, რომ …

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი მუტაცია – ამჯერად სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების შეფასებით, იწვევს COVID19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას, რამაც შეიძლება გადატვირთოს ჯანდაცვის სისტემა – წერს როიტერსი. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებულ ინფიცირების შემთხვევებში ვირუსის მუტირებული ვარიანტი აღმოაჩინა, აკრძალა ფრენები სამხრეთ აფრიკიდან. რას გულისხმობს ვირუსის ახალი მუტაცია? ახალი ვარიანტი, მოხსენიებული როგორც 501.V2, აღმოაჩინა …

თოვლიანი პეიზაჟი სოფელ ჭვანაში | ფოტო

მაღალმთიან აჭარაში თოვლი უკვე მოვიდა. ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანიდან გთავაზობთ ფოტოებს.

პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“ 2021 წლის ბიუჯეტიდან 459 470 ლარი დამტკიცდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რაც 151 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტში 459 470 ლარია გათვალისწინებული პროექტისთვის „შენი იდეა ბათუმს“. ამ რესურსით 2021 წელს  გამარჯვებული შემდეგი 8 იდეა უნდა დაფინანსდეს და რეალობად იქცეს: [checklist] ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი “ბათუმი-ველოქალაქი” მობილური კინოთეატრი ქუჩის კალათბურთის მოედანი ფერადი ეზოები ბავშვებს ბათუმის ინკლუზიური თეატრალური …

ვინ აღადგენს წარეცხილ პლაჟს? – სანაპიროზე ხრეშის შესატანად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაიყაროს. ეს აუცილებელია, რათა აქ პლაჟი შენარჩუნდეს. თუმცა ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისი თანხა არც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში და არც საქართველოს ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი. პლაჟის ხელოვნურ კვებას ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლითაც ეს ნაგებობა …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა დაამტკიცა – „ნაახალწლევს მეტი ვიქნებით“ 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა მხარი. პლენარული სხდომა დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატებიც დაამტკიცა: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე იქნება, ჯანდაცვის – ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის – გიორგი სურმანიძე, განათლების – მაია ხაჯიშვილი. აჭარის მთავრობას უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ 14-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. …

დეკემბრის ბოლო დღეები ბათუმში ძირითადად უნალექო იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 დეკემბრის 21 საათიდან  26 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 3 გრადუსი სითბო – 2 …

16 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირია დაკავებული | შსს

კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ …

აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 290 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 47-მა პაციენტმა. 25 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 33 პაციენტი. ცნობილია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 568 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 601 ადამიანია. ამავე თემაზე:  …

კოვიდის 1881 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი | 25 დეკემბრის მონაცემები

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1881 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 13 655 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 37 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 515 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 863 აჭარა – 97 იმერეთი – 259 ქვემო ქართლი – 168 შიდა ქართლი – 145 გურია – 35 …

ერთპარტიული პარლამენტი მხოლოდ 1 რელიგიური ჯგუფით – სად არიან სხვები

მეათე მოწვევის საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში, არც რელიგიური მრავალფეროვნებისთვის აღმოჩნდა ადგილი. დარბაზში მხოლოდ დომინანტური, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ისხდნენ. სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ. „ეს დარბაზი ასეა აშენებულ-მოწყობილი, ვერ იტევს მეტ ადამიანს“, – გვითხრეს პარლამენტში. იქ, სადაც სიმჭიდროვის მიზეზით ადგილი ვერ გამოინახა სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს 5 სავარძელი შეხვდათ. პარლამენტის ადმინისტრაცია …

როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში, ქალაქის მერია ხუთსართულიანი 4 კორპუსის აშენებას გეგმავს. აქედან 1 კორპუსის პროექტი, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, უკვე შესყიდულია. 3 კორპუსის პროექტის შესყიდვაზე კი ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. „სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. „თუ გამოინახება შესაბამისი ფინანსები, ეკონომიის ხარჯზე, ან სხვა კუთხით, …

გამოვლინდა „სააფთიაქო ნარკომანიის“ 19 ფაქტი – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია 19 აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული …

საშობაო წირვა შობის დადგომამდე

ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს. საშობაო მესა გაიმართა ბათუმშიც, ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში. კომენდანტის საათის გამო საშობაო მესა სამი საათით ადრე დაიწყო. 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, გამონაკლისი იქნება 31 დეკემბერი და 6 იანვარი. მთავრობამ არ გაითვალისწინა არადომინანტური კონფესიების რელიგიური დღესასწაულები. თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, მთავრობამ …

რა სამედიცინო სერვისები ექნება ახალი წლიდან ბათუმის რესპუბლიკურს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დამატებით 1 200 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, საავადმყოფოს [ახალ კლინიკას] სრულყოფილად ფუნქციონირების დასაწყებად სჭირდება. კერძოდ: 200 ათასი ლარი კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის სახელფასო დანამატისთვის [პრემიებისთვის], ხოლო 1 მილიონი ლარი ოფისის ხარჯებისთვის [ორი ცალი დიზელ-გენერატორის შესაძენად – 350 ათასი ლარი; ხოლო მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა …

300-ლარიან დახმარებაზე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა – ვადა დღეს იწურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 111 157 განაცხადი დარეგისტრირდა. განაცხადის რეგისტრაციის ვადა დღეს, 24 დეკემბერს, მთავრდება. წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ …

„ბუშტების აქციაზე“ დაკავებულების საქმე მოსამართლემ ხულიგნობის ნაწილში შეწყვიტა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმში ბუშტების აქციის შემდეგ დაკავებულების საქმეში ხულიგნობის ნიშნები ვერ დაინახა და ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ პირველ დეკემბერს დაკავებული ოთხი პირის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის ნაწილში. „სასამართლოში პოლიციამ ვერ დაადასტურა აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობის ჩადენა,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე. ის სასამართლოში ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ინტერესებს …

სად გაითიშება შუქი ბათუმსა და აჭარის სოფლებში 25 დეკემბერს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს შემდეგ ქუჩებსა და სოფლებში: ბათუმში – 12:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ ქუჩებს: ლ. ასათიანის, მ. აბაშიძის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე ზღვისპირა პარკის ტერიტორიას. ხელვაჩაურში – 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით – ურეხის, კახაბრის, მახვილაურის, შარაბიძეებისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს. ასევე …

„ანრისა“ და კონსტანცას „საზღვაო უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრისა“ და რუმინულ კონსტანცას „საზღვაო უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას. მემორანდუმის მიზანია საუნივერსიტეტო/საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა, საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და იმპლიმენტაცია, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების პერსონალისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება სხვადასხვა ერთობლივი …

ქართველი მასწავლებელი Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულია

ორი მასწავლებელი საქართველოდან, მარინე ფორჩხიძე და ირმა კურტანიძე საერთაშორისო კონკურსის Global Teacher Award 2020-ის გამარჯვებულები არიან. მასწავლებლის საერთაშორისო კონკურსი Global Teacher prize-სგან იმით განსხვავდება, რომ სამეტაპიანია და მხოლოდ ერთი ფინალისტი არ ჰყავს. კონკურსის ორგანიზატორი ქვეყანა ინდოეთია. „ბათუმელები“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარინე ფორჩხიძეს ესაუბრა, ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის ფინალისტიცაა. მარინე ზესტაფონის მე-7 საჯარო და …

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

ყოველწლიურად საქართველოში ათობით ბავშვი, მოზარდი და ზრდასრული ზიანდება საახალწლო პიროტექნიკისგან. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ კვლავ ხელმისაწვდომია, ამაში ქუჩაში გავლისასაც იოლად დარწმუნდებით. 15 დეკემბერს ბათუმში სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა, თვითმხილველების თქმით, ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანის ქვეშ „ბომბაჩკები“ შეაგდეს. ამ შემთხვევის …

Exit mobile version