2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში. უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს. „ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “ „მთავარია შინაგანი …
Category Archives: სიახლეები
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …
„ბარათით ვერ ჩაასხამ“ – „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ ნაღდი ფულით შეიძენთ საწვავს
„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე პლასტიკური ბარათით ვეღარ გადაიხდით. საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი. „ბარათით ვერ ვასხამ, ნაღდით ვასხამ, გააუქმეს ბარათები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბენზინის ჩასასხმელად მივედით. კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც პლასტიკური ბარათებით გადახდა აღარ ხორციელდება, გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მეხუთე დღეა ამოქმედდა. „ინკასაცია მოდის და იმას მიაქვს ფული,“ …
სიმონ ჯანაშია „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე – „ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს“
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასი შენარჩუნდება მხოლოდ კერძო სკოლებში, საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. მან ასევე ისაუბრა სპეც-კლასების შექმნაზეც, ვინც მაინც გადაწყვეტს მე-12 კლასის დასრულებას. რა არჩევანი აქვს სოფლად მცხოვრებ მოსწავლეს? – მიატოვოს სოფელი და ქალაქში ჩამოვიდეს მე-12 კლასის დასასრულებლად? ზრდის თუ არა „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმა სოციალურ უთანასწორობას ქვეყანაში? …
Continue reading “სიმონ ჯანაშია „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე – „ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს“”
ხელვაჩაურის საკრებულოში 2 ფრაქციის თავმჯდომარეს 8 მოადგილე ეყოლება
ხელვაჩაურის საკრებულოში დღეის მდგომარეობით 2 ფრაქციაა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა კი ჯამში 8-მდე გაზარდეს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი თვეში 2 628 ლარია. 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ხელვაჩაურის საკრებულოში 3 ფრაქცია, შესაბამისად – ამ ფრაქციების 3 თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის 3 მოადგილე იყო. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა …
Continue reading “ხელვაჩაურის საკრებულოში 2 ფრაქციის თავმჯდომარეს 8 მოადგილე ეყოლება”
მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა – ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო
მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების …
„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში
ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს …
Continue reading “„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში”
„მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს უხატავენ ხელებზე“ – რას წერს გორელი პედაგოგი სკოლაზე
„ჩემი 27-წლიანი პედაგოგობა გორის მე-10 საჯარო სკოლაში დასრულდა!“ – ასე იწყებს ირმა ამბარდნიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს და სამსახურიდან წასვლის მიზეზად ბევრ პრობლემასთან ერთად სკოლებში ქურდული მენტალიტეტის გავრცელებას ასახელებს. პედაგოგის თქმით, „მეშვიდეკლასელებს უკვე ქურდულ ვარსკვლავებს რომ უხატავენ ხელებზე“, სისტემასთან ერთად მშობლებიც დამნაშავეები არიან. პედაგოგის თქმით, სკოლებში დანიშნული არაპროფესიონალი დირექტორები „დაქალოჩკებით“ დაკომპლექტებულ დისციპლინური კომისიით მხოლოდ პედაგოგების …
ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს
ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ზურაბ ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ ჭავჭანიძესთან ერთად დღევანდელ პროცესზე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კიდევ 13 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, …
Continue reading “ბათუმელი მედროშე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა – ის შიმშილობს”
ემიგრანტები აშშ-ში საკონსულოში მივიდნენ და არჩევნების აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მივიდნენ და წერილი მიიტანეს, რომლითაც ითხოვენ არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საელჩოში მისულ ემიგრანტებს კარი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო, კართანვე მოისმინა საკითხი და ჩაიბარა წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ში მოქმედი 9 დიასპორული ორგანიზაცია აწერს. „ქართული სათვისტომო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად განვაცხადეთ იმ …
მოემზადე 28 ნოემბრისთვის – შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისიმ Black Friday-სთვის ერთგულ მომხმარებლებს წელსაც მათ საჭიროებებზე და სურვილებზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა. მხოლოდ 28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით ქეშბექით ისარგებლებენ-ლოდინის გარეშე, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 30%-ს. ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის შემთხვევაში …
ქობულეთში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ე.დ. ქობულეთში დააკავა. „მსჯავრდებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს. _____________ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 169 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 373 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 628 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 709 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 ნოემბერი”
რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან
შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს. ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა …
რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს
„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის – საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი. კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით“, – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას 26 ნოემბერს. ირაკლი კობახიძე, …
Continue reading “რატომ აფარებენ „დიფსთეიტთან“ მებრძოლები თავს „დიფსთეიტს“ – რა მოუვიდა რიჟვაძეს”
ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის
ბათუმის მერია ითხოვს ცვლილებას დადგენილებაში, რომელიც მერის სათათბირო საბჭოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დადგენილება [#15] სამშენებლო კოდექსის იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს. სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს და მერს რეკომენდაციას აძლევს – აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი [პროექტი] პროგრამის პირობებს. №15 დადგენილება არეგულირებს ავარიული შენობების …
Continue reading “ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის”
ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება
ბათუმის მერიის ცნობით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (ყოფილი გოგოლის ქუჩა) საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა: №1 სამარშრუტო ხაზი – ბარათაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, ნონეშვილის ქუჩა, სვიშევსკის ქუჩა. უკუმიმართულება – სვიშევსკის ქუჩა, ნონეშვილის …
Continue reading “ბათუმში 1, 8, 15 და 19 ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით იცვლება”
„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
„შშმ ქალთა ალიანსი“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ტექსტში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა, ჩამოთვლილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ევა შაშიაშვილი. „ქალბატონი ევა შაშიაშვილი უკვე მეორე თვეა, რაც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევა შაშიაშვილი არის ონკოლოგიური პაციენტი და …
მე-12 კლასის გაუქმების მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს – კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მე-12 კლასების შენარჩუნების საშუალება კერძო სკოლებს ექნებათ. საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. „უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და კიდევ, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა …
Continue reading “მე-12 კლასის გაუქმების მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს – კობახიძე”
„თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ – კობახიძე
„თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, განათლების რეფორმა ითვალისწინებს ორი ქალაქის – ქუთაისისა და რუსთავის განვითარებას და სტუდენტების რაოდენობის გაზრდას ამ ქალაქებში. „დღეის მდგომარეობით, 85%-ზე მეტი სტუდენტების სწავლობს ქვეყნის დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის …
Continue reading “„თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ – კობახიძე “
ვინ ვეღარ ისარგებლებს ერაზმუსით და რატომ? – ევროკავშირის ოფიციალური პასუხი
ბოლო კვირებია სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტები ვერ შეძლებენ სარგებლობას ევროკავშირის პროგრამით – ერაზმუს+-ით. ერაზმუსის პროგრამა, ევროინტეგრაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, კერძოდ, სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს და ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევდა. პროგრამით სარგებლობდნენ მკვლევრებიც. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ჰკითხა, აპირებს თუ არა ევროკავშირი ერაზმუს+ის მთლიანად …
Continue reading “ვინ ვეღარ ისარგებლებს ერაზმუსით და რატომ? – ევროკავშირის ოფიციალური პასუხი”
ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა. არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ“ – წერს შსს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას …
Continue reading “ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს”
ბათუმში 27%-ით მეტი ბინა გაიყიდა წინა წელთან შედარებით – კვლევა
„საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია“, – ნათქვამია კომპანია „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში. „გალტ & თაგარტმა“ ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კვარტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული …
Continue reading “ბათუმში 27%-ით მეტი ბინა გაიყიდა წინა წელთან შედარებით – კვლევა”
რატომ ვერ ააშენეს ახალი გზა ბათუმში, რომელმაც ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩები უნდა შეაერთოს
ბათუმში ინასარიძისა და კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ ორი ქუჩის დასაკავშირებლად ხელშეკრულება ბათუმის მერიას 2025 წლის თებერვალში აქვს გაფორმებული ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი-2009“-თან, ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში კი ამისათვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამავე კომპანიას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი გზაც უნდა აეშენებინა, რისთვისაც ბიუჯეტში დამატებით 1,3 …
რეორგანიზაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში – „ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს“
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ცენტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება. დიმიტრი ჯამბურია გამოცდების ცენტრის დიდი ხნის თანამშრომელია. ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად ისიც გაუშვეს სამსახურიდან. დიმიტრი ჯამბურია ამბობს, რომ რეალურად რეორგანიზაცია იმ თანამშრომლებს შეეხო, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი …
Continue reading “რეორგანიზაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში – „ვინც აქციაზე დადის, ყველა გაუშვეს“”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 168 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 372 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 625 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 688 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 ნოემბერი”
მასწავლებელი მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს – „ეს მოხდა ჩემი აქტიურობის გამო“
მასწავლებელი დათია ბადალაშვილი იმ ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს, რომელიც 2019 წელს თავად შექმნა, შეგროვებული წიგნების მეშვეობით. ეს ბიბლიოთეკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ თონეთშია, იმ სოფელში, სადაც ვაჟა-ფშაველა ორი წელი მუშაობდა მასწავლებლად. ამ სოფლის სკოლაში დათია ბადალაშვილი სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ასწავლის, თუმცა მან ბიბლიოთეკის შექმნა უფრო ადრე დაიწყო სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის. როგორც დათია ბადალაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, …
38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე
ბათუმში, ავტოსადგურთან, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „დურსუნი“ გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია კვარტალს მოიცავს და 9 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. შავშეთის ქუჩაზე გადის საერთო სარგებლობის შიდა საქალაქო მნიშვნელობის გზა, საკვლევი ტერიტორიის სავალი ნაწილის სიგანე სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ 10,8 მეტრია, აქ დაშვებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ ქუჩაზე …
Continue reading “38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე”
„ოცნების“ დეპუტატი, საკრებულოს წევრი და ვიცე-მერი ათენში კონცერტზე – სამინისტრო ხარჯებს მალავს
აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები 2025 წლის ოქტომბერში საბერძნეთში, ქალაქ ათენში იმყოფებოდნენ. სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ათენში, მარია კალასის საკონცერტო დარბაზში, კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა. „მუსიკალური ბათუმი ათენში“ – ასე ერქვა კონცერტს, რომელიც ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას მიეძღვნა. პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის, …
ბათუმელი მედროშის საქმის განხილვა 27 ნოემბერს იწყება – რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას?
„მტკიცებულებები უკვე გადმოგვცა პროკურატურამ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ნინო ლომინაძე. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეგ, 27 ნოემბერს გაიმართება. ამ პროცესზე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს დაცვის და ბრალდების მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის და სადავოობის საკითხი, ასევე, ეს …
„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ
„ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე,“ – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. მას ევროპის ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრეთ – მოსალოდნელია ევროპა დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს? ყოფილ ელჩს უკრაინასთან „სამშვიდობო შეთანხმების“ პროცესზე ვესაუბრეთ. ამ პროცესში ვისმენთ, რომ ევროპელი ლიდერების პოზიციები უფრო და უფრო კატეგორიული გახდა. რა …
ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები
ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებისთვის ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში 1 მილიონ 317 ათას 508 ლარია გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით აუცილებელი გახდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რადგან საპროექტო ტერიტორიის ნაწილი გადის კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. ვინაიდან მოლაპარაკება წარმოადგენს რთულ პროცესს, მის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება ვერ …
რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ
მშენებელი კომპანია ახალი პროექტის მაქსიმალურ სიმაღლეზე [კ2] თანხმობის სანაცვლოდ ბათუმის მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს. კომპანია სკვერის აშენებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თავისი სხვა კომპანიის სამშენებლო პროექტის წინ მდებარეობს. მერია თანახმაა, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. „მიეცეს დადებითი რეკომენდაცია შპს „ბათომი დეველოპმენტი“-ს მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამაში ჩართვასა და მის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის …
Continue reading “რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ”
„იმდენს ნუ იზამენ, რომ შევწყვიტოთ გადარიცხვები“- ემიგრანტები „ოცნების“ წინააღმდეგ
„ქართული ოცნება“ აპირებს, ქართველ ემიგრანტებს არ გაუხსნას საარჩევნო უბნები უცხოეთში და ამით მათ წაართვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა. გარდა საკანონმდებლო რეპრესიებისა, „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მედიებით ცდილობს ემიგრანტების ღირსებისშემლახავი კამპანია აწარმოოს. მათი ეთერიდან ისმის, რომ თურმე „ემიგრანტებს აღარაფერი აკავშირებთ სამშობლოსთან“, რომ „მათ საქართველო მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ აქ დაიკრძალონ“ და რომ მათგან „ამ …
Continue reading “„იმდენს ნუ იზამენ, რომ შევწყვიტოთ გადარიცხვები“- ემიგრანტები „ოცნების“ წინააღმდეგ”
“ნარკოტიკის უზარმაზარი ნაკადი ანგრევს ახალგაზრდობას” – საფრანგეთის ელჩი ბათუმის სემინარზე
დღეს ბათუმში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით რეგიონული სამინისტროთაშორისი სემინარი იმართება, სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“. სემინარში მონაწილეობენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ევროპის 13 ქვეყნიდან, ასევე საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 75%-ის და შიდა ვაჭრობის 31%-ის დამუშავებით, პორტები ხელს უწყობენ კეთილდღეობას ევროკავშირსა და მესამე …
შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს
ბათუმში, ახალ კორპუსში, რომელიც 26 მაისის 13 ნომერში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ააშენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 256 კვადრატულ მეტრ ფართობს ითხოვს. აღნიშნული ფართობი პირველ სართულზე მდებარეობს და ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შსს არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული ფართობი. ბათუმის მერია თანახმაა აღნიშნული კომერციული ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში. შესაბამისი პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა. პროექტის ინიციატორია …
Continue reading “შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს”