ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. „ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს. „ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და …

„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს. „შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას „ქართული …

რა გაძვირდა და გაიაფდა ბოლო ერთ თვეში – სტატისტიკა

2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. ამ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

„ამბასადორი აილენდმა“ ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თავისი არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. აღნიშნული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნესცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. „ჩვენ პროექტის განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით. მიწის მოწყობითი პროცესი დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46.9 …

„ცხვირიდან სისხლდენა ახლაც მაქვს” – როგორ შეიცვალა 19 წლის ქეთოს ცხოვრება აქციის დარბევის შემდეგ

მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბევებში მოყვნენ, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. 19 წლის ქეთო ხომერიკი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა – აქტიური ახალგაზრდა სამედიცინო სერვისებზე დამოკიდებული გახდა. მუდმივად უწევს სამედიცინო გამოკვლევები, მუდმივად ავადაა, თუმცა ექიმები დიაგნოზს ვერ უსვამენ. ქეთო ხომერიკი იხსენებს, რომ 2 დეკემბერს, როდესაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის …

რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს 2024 წელს „ოცნების“ მიერ საპროტესტო აქციის დარბევაზე. გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ ექიმი ძმები: დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა რეცენზირებული ანუ გადამოწმებულია სხვა მეცნიერების მიერ და გამოქვეყნებულია სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“. …

BBC-ის საგამოძიებო ფილმის გამო ეკა გიგაური სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

სუსმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური გამოკითხვაზე დაიბარა. BBC-ის საგამოძიებო ფილმი – „როდესაც წყალი წვავს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა. ფილმში მოყვანილი ფაქტების და მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. ამ ფილმში ნახავთ ეკა გიგაურის …

„მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, მიტოვებულია ღვთისგან” – არქიმანდრიტი

„საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადადგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის,“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია. არქიმანდრიტი ასე ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო ფილმს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ  ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. „მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. …

ბათუმის აქციაზე, 3 დეკემბერს, აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს“

დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. „ქართული ოცნება“ ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 176 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 393 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 682 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 780 …

„იგლ ჰილსის“ წილების 33,33% მართვის უფლებით საქართველოს გადაეცა

რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, კომპანია „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ფიქსირდებიან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და თორნიკე ზირაქიშვილი – სსიპ “აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე. კომპანიის 33.33% პროცენტი საქართველოს ეკუთვნის, 66,67 პროცენტი კი – „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი და ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ …

ბათუმის საკრებულომ ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება გააუქმა – ახალი წესები

ბათუმის საკრებულომ რეგლამენტი შეცვალა და ღია კარის სხდომის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნება. აქამდე კანონის ეს ჩანაწერი საკრებულოს ამომრჩევლის მოსმენას ავალდებულებდა პერიოდულად. ამ დღეს ამომრჩეველს შეეძლო სხდომაზე დასწრება და კონკრეტული საკითხების დღის წესრიგში დაყენება, საკუთარი მოთხოვნებისა და პრეტენზიების გაჟღერება ქალაქის საკითხებზე. სხვა დროს, სტანდარტული სხდომის მიმდინარეობისას, თავმჯდომარის თანხმობისა და დროის გამოყოფის გარეშე ამომრჩეველს სიტყვით მიმართვის, ასევე …

სუს-მა საიას თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარა BBC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საიას თანამშრომლებს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იბარებს. BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი და 1 თანამშრომელი. საია აცხადებს, რომ მისი თანამშრომლები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხებიან. „ხაზგასმით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საიას წარმომადგენლები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ახმოვანებენ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ემყარება უფლებების დარღვევის …

მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმმა გასულ წელს სასტიკად სცემა, სუსმა გამოკითხვაზე BBC-ზე გასული ფილმის შემდეგ დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მოქალაქე ზვიად მაისაშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ, 30 ნოემბერს, სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე სასტიკად სცემეს. ზვიად მაისაშვილს გასულ წელს პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სცემეს. სპეცრაზმელებმა მას სახის ძვლები დაუმტვრიეს, ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. თუმცა მისი საქმე გამოძიებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მან ბიბისის ინტერვიუ მისცა და საპოლიციო …

რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ

„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს. ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ …

„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე

„იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, როგორ უნდა აემაღლებინათ ხარისხი ზოგად განათლებაში, როგორ უნდა გაეკეთებინათ დიფერენცირებული, სპეციალიზებული მოდელი საშუალო საფეხურზე, აიღეს და მთლიანად გაანადგურეს არსებული სისტემაც კი“- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, განათლების სპეციალისტი მანანა რატიანი კონცეფციაზე, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს, „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარმოადგინა. შორდება თუ არა ამ კონცეფციით ქართული განათლების სისტემა დასავლურს …

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. 2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის …

რუსული გემი, რომელსაც შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოში არ მოდიოდა – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ გემი, რომელსაც რუსული და თურქული მედიის ინფორმაციით შავ ზღვაში თავს დაესხნენ, საქართველოს მიმართულებით არ მოდიოდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება  ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას  რუსეთის დროშის ქვეშ მცვურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით , თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად   საქართველოს ნავსადგურებია …

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს!

ახლის დაწყება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შენამდე არავის გაუკეთებია. სხვისი იმედების გაცრუების, წარუმატებლობის და შენს თავთან დამარცხების შიში დიდია, მაგრამ, თუ გჯერა შენი მიზნების და შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც გამოიჩენ, შედეგი დაგანახებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს! თიბისის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველი არტისტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილი ისტორიას გადმოგვცემს, სწორედ რთულ …

რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია – 25 ორგანიზაცია შსს-ს მიმართავს

„მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ,“ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, მთავრობამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას. მიმართვაში, რომელსაც ხელს 25 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რა ნივთიერება გაურიეს ცრემლსადენ გაზსა და წყლის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 დეკემბრის 21 საათიდან 3 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი …

“სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს,” – აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

„დღეს ერთ წელი გავიდა. ერთ წელი მას შემდეგ, რაც სახე დამიმსხვრიეს და სახელმწიფომ მაჩვენა, რა მარტივად შეუძლია ადამიანის ტკივილი ფაილად გადააქციოს. დამნაშავე დღემდე თავისუფლად დადის. გამოძიება გაწელილი, გაფუჭებული, უფუნქციო. სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს, რომელიც სადღაც შეიძლება ჩაკარგონ და არამარტო ჩემი, უამრავი ადამიანის რომლებიც, აწამეს, სცემეს, დააკავეს,“ – წერს ალექსი თირქია, …

I კლასში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ 15 სექტემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდათ. „სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ამასთანავე, შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საყოველთაო რეგისტრაციამდე გვინდა შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, …

„ოცნება“ მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს აანონსებს – „ისწავლიან იმ საგნებს, რაც უნდა ჩააბარონ“

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის კონცეფცია წარმოადგინა. მისი თქმით, სასწავლო საფეხური საჯარო სკოლებში 11-წლიანი სწავლებით განისაზღვრება და მე-11 კლასი პროფილური გახდება. „ეს მოემსახურება იმ მიზანს, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადებასთან დაკავშირებული, ეროვნულ გამოცდებთან …

სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე

დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯაროს სკოლების რეფორმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, სკოლის საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად – დაწყებითი იქნება I-VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-IX, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასი. გივი მიქანაძის თქმით, მე-12 კლასი მხოლოდ იმათთვის გაიხსნება, ვისაც ამ საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება. „განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, …

სუს-ში დაიბარეს ექიმი, რომელმაც კვლევა ჩაატარა საპროტესტო აქციის მონაწილეების მოწამვლაზე

„სუს-ში დამიბარეს გამოკითხვაზე, ახლა მოდიან უწყების ჩასაბარებლად ციციშვილის კლინიკაში (მოსამართლესთან გამოკითხვა მოვითხოვე),“ – დაწერა ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა დღეს, 2 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე. კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთია ექიმთა იმ ჯგუფიდან, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები გამოკითხეს და კვლევა ჩაატარეს. პირველ დეკემბერს ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს …

ავტოავარიის პროვოცირებას ახდენდნენ, რომ სადაზღვევოსგან ფული მიეღოთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თაღლითურად ავარიის პროვოცირებას აწყობდნენ, სადაზღვევო კომპანიისგან რომ ფული მიეღოთ. შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს: „ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ …

„წაიყვანეს დაუსახლებელ ადგილას, გააშიშვლეს, გადაუღეს ვიდეო და ემუქრებოდნენ“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ: ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების ვერსიით, დაზარალებულმა თავდაპირველად ბრალდებულებთან ბანქო ითამაშა: „თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 175 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 387 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 679 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 768 …

„ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება“ – გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება და დღეს გამოქვეყნდა. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება …

ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლი ჯერ უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შემდეგ კი „მიწასთან გაასწორეს“. ასე გათავისუფლდა ადგილი ბათუმის ისტორიულ ზონაში სამშენებლოდ. ერთ კვირაზე მეტია, რაც „ბათუმელები“ მერიისგან ელოდება პასუხს კითხვებზე: ვინ გადაწყვიტა შენობის საბოლოოდ დანგრევა და რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა? მერია კითხვებს არ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერია …

2025 წელს საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, ამ დრომდე, საქართველოში აივ ინფექციის 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არვ მკურნალობაზეა 7163 (მათ შორის აფხაზეთში – 734) პაციენტი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. რეგიონების მიხედვით, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული – 4 325, მეორე …

რომელ გზებზეა ზამთრის საბურავები სავალდებულო დეკემბრიდან მარტამდე

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში გარკვეულ გზებზე გადაადგილებისას ავტოტრანსპორტზე სავალდებულოა ზამთრის საბურავების ქონა. ამავე პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას ასევე შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ზამთრის …

„არავინ არ იბარებს აქ მანდარინს“ – ციტრუსის ბაღებში კლიენტი არ ჩანს

„რა მანდარინს ვიბარებ?! არავინ არ იბარებს აქ მანდარინს… ვინც გითხრათ ჩემზე მანდარინს იბარებსო, იმან წაიღოს,“ – ბრაზს ვერ მალავს ქობულეთელი დავით ქათამაძე. მასთან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაგვაკავშირა – მანდარინს იბარებს და ფასსაც თავად გეტყვითო. აჭარა-გურიაში მანდარინის კრეფის სეზონი უკვე სრულდება. ქობულეთის სოფლების ძირითადი შემოსავლის წყარო მანდარინის ბაღებია, თუმცა, …

ნუკრი ქანთარია სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი [ალექსანდრე] ქანთარია სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს. ის დღეს, 1-ელ დეკემბერს, წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს. ნუკრი ქანთარიამ ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობების პროტესტის ფონზე, ერთი თვის წინ დატოვა. მისი გათავისუფლების მიზეზად მსახიობები მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის მიმართ უპატივცემულობას ასახელებდნენ. …

ჩინეთის მოქალაქეები რუსეთში უვიზოდ ივლიან – პუტინის განკარგულება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთის მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესახებ. ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 30 დღემდე შეეძლებათ დარჩენა. დოკუმენტი დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოქვეყნდა. უვიზო რეჟიმი 2026 წლის 14 სექტემბრამდე იმოქმედებს. დოკუმენტის თანახმად, უვიზო რეჟიმი ეხება ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სტუმრად ან საქმიანი ვიზიტით, ტურისტებად ან სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სპორტულ ღონისძიებებში …

Exit mobile version