„დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გამოწვეული იყო მისი მინის კაბინაში „აკვარიუმში“ გამოკეტვით“, – ეს წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესებზე მინის კაბინაში ჰყავდა გამოკეტილი მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელი მინის კაბინიდან ეკონტაქტებოდა ადვოკატებსაც შეზღუდულ პირობებში. „კლუნების ფონდის“ ანგარიშში „მზია ამაღლობელის საქმე“ სამართლებრივად არის შეფასებული. აქ არაერთ დარღვევაზეა საუბარი, ერთ-ერთ …
Category Archives: სიახლეები
„ხარისხიანი განათლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგია გახდება“ – ფორუმი განათლების საკითხებზე
24 იანვარს, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის“ თბილისში ატარებს ფორუმს განათლების პოლიტიკის შესახებ, რომელიც 12:00 საათზე, „ქალაქის თეატრის“ შენობაში გაიმართება. ფორუმზე მოწვეული არიან პედაგოგები, ახალგაზრდები, ლექტორები, მშობლები, სპეციალისტები და განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებსა და პლენარულ ფორმატში იმსჯელებენ განათლების სისტემის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ზომებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე. „24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე …
„ამბასადორი აილენდის“ მიწის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია – ტერიტორიის 26 ჰა მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია. „ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ – შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ 26 …
Continue reading “„ამბასადორი აილენდის“ მიწის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია”
პოლიციის უფროსი, რომელმაც 3 პირს სხვების დახმარებით სცემა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ბრალდების თანახმად დაცვის პოლიციელებს ჯგუფურად სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც. ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა. „ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ …
ბათუმი-სარფის გზის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა ისევ გადაწიეს
ბათუმი [ჭოროხი] – სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად, 2026 წლის 10 თებერვლამდე. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით, ამ გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი. ბათუმი–სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7.6 …
Continue reading “ბათუმი-სარფის გზის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა ისევ გადაწიეს”
უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი – წერს საქსტატი. საქსტატი განმარტავს, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქალაქ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების …
Continue reading “უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 3.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი”
ექიმები ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვენ
დღეს, 23 იანვარს, 70-მა ექიმმა განცხადებით მიმართა პენიტენციურ სამსახურს და პოლიტიკური პატიმრების – ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერსისთვის სრულყოფილი სამედიცინო კვლევების ჩატარება მოითხოვა. განცხადებაში, რომელიც დღეს ანი ქავთარაძემ და გიორგი ახობაძემ შეიტანეს პენიტენციურ სამსახურში, წერია: „სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს პატიმარ ანასტასია ზინოვკინასა და პატიმარ ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები …
„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე
აშშ-ში მდებარე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი გამოეხმაურა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. ჯორჯ ბუშის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მიმოიხილავს მზია ამაღლობელის პატიმრობის გარემოებებსა და საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროდასავლურ პროტესტს. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად, სანქციები უნდა დაუწესოს „ოცნების“ ლიდერებს. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, უნდა დაუჭიროს მხარი …
Continue reading “„აუცილებელია სანქციების დაწესება“ – ჯორჯ ბუშის ცენტრი მზია ამაღლობელის საქმეზე”
„ვრცელდება მცდარი ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის შესახებ“ – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის შესახებ პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ განცხადებას აკეთებს. „ვრცელდება მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის შესახებ. საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. საჩივარი გაიგზავნა 2025 წლის …
Continue reading “„ვრცელდება მცდარი ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის შესახებ“ – საია”
საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. „ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. სააგენტოს ცნობით, ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, …
Continue reading “საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავს”
გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ
გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დღეს, 23 იანვარს დატოვა. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 7 თვე იყო პატიმრობაში. გიორგი ვაშაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია. იგი ე.წ. წულუკიანის საგამოძიებოს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს. „შემართებით ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი… მინდა, მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ …
Continue reading “გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 იანვრის 21 საათიდან 24 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად, დღისით – ზოგან წვიმა. მთაში მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 2 -7 გრადუსი სითბო მთიან …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 იანვარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 232 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 599 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 946 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 36 549 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 იანვარი”
70 თეთრი 30 თეთრის ნაცვლად? – რას ამბობს ხალხი ბათუმში მგზავრობის გაძვირებაზე
2026 წლის 28 იანვარს ბათუმის საკრებულომ მერიის მიმართვა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბათუმში. ახლა მგზავრობის ფასი 30 თეთრია, მერია აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი 70 თეთრი უნდა გახდეს, რადგან საწვავის ფასი გაიზარდა. რას ამბობს ხალხი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაზე? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა. ამავე თემაზე: მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით …
Continue reading “70 თეთრი 30 თეთრის ნაცვლად? – რას ამბობს ხალხი ბათუმში მგზავრობის გაძვირებაზე”
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს. ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში …
„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან
„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე. მასთან ინტერვიუ ბათუმში …
ამერიკული ორგანიზაციიდან გრანტის მიღების გამო რადიო „მარნეული“ კომუნიკაციების კომისიამ გააფრთხილა
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია NED-იდან მიღებული გრანტის გამო. „32 542 ლარი, რის გამოც გაგვაფრთხილეს, იყო 12 ადამიანის 4 თვის ხელფასი“ – უთხრა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“. „აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ …
23 იანვრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 23 იანვრიდან რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კერძოდ, ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება: აკაკი წერეთლის ქუჩაზე, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში – მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. იოსებ იმედაშვილის ქუჩაზე, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით – მოძრაობა სრულად აიკრძალება. ბაქოს ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში – სავალი გზის მარცხენა ზოლში …
Continue reading “23 იანვრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება”
სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. 22 იანვრის 16:00 საათის მდგომარეობით, სუსი შევიდა „დეილი ჯგუფსა“ და „აგროჰაბში“. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სუსი ასევე შევიდა სადისტრიბუციო ქსელ „დაფნაში“. „კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის, ამ ეტაპზე დანარჩენი ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რამე …
Continue reading “სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა”
ძებნილი ნარკობარონი საქართველოში თავს მაგნატად ასაღებდა – ჟურნალისტური გამოძიება
ტაივანელი თომას შუ, რომელიც 2022 წლის მაისში ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში ტაივანიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები „აი, ფაქტი“, OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler და „ფლანგვის დეტექტორი“ არიან. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში …
Continue reading “ძებნილი ნარკობარონი საქართველოში თავს მაგნატად ასაღებდა – ჟურნალისტური გამოძიება”
თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად
„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პატიმარი ქალების მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ სამშაბათს, 27 იანვარს, 18:00 საათზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. განცხადებაში ვკითხულობთ: „სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები …
Continue reading “თბილისში გაიმართება აქცია ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის მხარდასაჭერად”
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე ოთხივე კურორტის 7 და 10 დღიანი მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ეხება ზრდასრულების აბონემენტებს და არ ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული კურორტის აბონემენტის შეძენისას. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, აბონემენტები უნდა შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე: SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | …
Continue reading “თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება”
მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან
დღეს, 22 იანვარს, ბათუმის მერიასთან ბაგრატიონის #113-ში მშენებარე კორპუსის ბინათმესაკუთრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 100-ზე მეტი ოჯახი თავს დეველოპერებისგან დაზარალებულად მიიჩნევს და ბათუმის მერს დეველოპერებთან მოლაპარაკებაში დახმარებას სთხოვს. „2018 წელს შევიძინე ბინა. შემდეგ ორჯერ შეიცვალა ინვესტორი. ახლა სხვა დეველოპერია. 2018 წლიდან დღემდე არის აშენებული მხოლოდ ათი სართული. გაჩერებულია მშენებლობა. მეშვიდე წელია შენდება, წელიწადში ერთი …
Continue reading “მშენებარე ბინის მესაკუთრეები მერს დახმარებას სთხოვენ – აქცია ბათუმის მერიასთან”
კიევში 3 ათასამდე კორპუსი კვლავ გათბობის გარეშეა რუსეთის თავდასხმის შედეგად
22 იანვრის დილის მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში, კიევში, დაახლოებით 3000 საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშე რჩება. ელექტროენერგია კვლავ გათიშულია რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად. ჰაერის ტემპერატურა კიევში დღეს -2, -8 გრადუსია. 20 იანვარს, რუსეთის დარტყმის შემდეგ, კიევში 5635 მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა გათბობის გარეშე დარჩა. ქალაქის მარცხენა სანაპიროც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყლის გარეშე იყო. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ჯერ …
Continue reading “კიევში 3 ათასამდე კორპუსი კვლავ გათბობის გარეშეა რუსეთის თავდასხმის შედეგად”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 იანვარი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 230 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 596 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 23 943 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 36 516 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 იანვარი”
რა დაწერა ევროსასამართლოს ექსთავმჯდომარემ მზია ამაღლობელის საქმეზე – კლუნების ფონდის ანგარიში
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სერ ნიკოლა ბრატცამ, რომელიც „კლუნების ფონდმა“ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად მიიწვია, მზია ამაღლობელის საქმე შეისწავლა. ექსპერტის შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ქართულ სასამართლოში დაირღვა მზია ამაღლობელის დაცვის ძირითადი უფლებები, მათ შორის: ბრალდებულის მიერ საკუთარი არჩევანით შერჩეულ ადვოკატებთან ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება; უფლება, ყოფილიყო ინფორმირებული …
ბათუმის მერია N24, 30, 32, 36 მარშრუტებს აუქმებს და ერთ ახალ მარშრუტს ამატებს
ბათუმის მერია ავტოტრანსპორტით მოძრაობის მარშრუტს ისევ ცვლის. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის გადაგზავნილი ცვლილება გულისხმობს როგორც ცალკეული მოძრაობის მარშრუტების გაუქმებას, ასევე ახალი მარშრუტის დამატებას. ბათუმის მერიის პროექტის მიხედვით უქმდება N24, 30, 32 და 36 მარშრუტები და ემატება ახალი, N35 მუნიციპალური მარშრუტი, რომელიც იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: თევდორე მღვდლის ქუჩა – ხახულის ქუჩა – …
Continue reading “ბათუმის მერია N24, 30, 32, 36 მარშრუტებს აუქმებს და ერთ ახალ მარშრუტს ამატებს”
მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს
ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით. „აღნიშნული გარემოებების …
Continue reading “მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობას აძვირებს”
ტრამპმა მშვიდობის საბჭოში სომხეთი და აზერბაიჯანი მიიწვია, საქართველო – არა. რატომ? – ინტერვიუ
„მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა ტრამპს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას „მშვიდობის საბჭოზე“ ვესაუბრეთ, სადაც ტრამპმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანიც მიიწვია. „ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით… ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით …
კობახიძე მაღალი ფასების მიზეზად მარკეტების გაზრდილ რაოდენობას ასახელებს, უკვე მეორედ
დღეს, 21 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ. მან დღეს ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა. „ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში …
„ძირს უთხრიან ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება“- მასწავლებლები საგან „მოქალაქეობაზე“
რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“ და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან? რა იციან ამის შესახებ თავად ამ საგნის მასწავლებლებმა და რას დაკარგავს სკოლა, თუკი ეს საგანი გაუქმდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა. „მეც მქონდა რაღაც მსგავსი მოლოდინები ამ საგანთან დაკავშირებით, მიუხედავად …
ბათუმის მერია: სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეშა 50 ოჯახს გადავეცით
ზამთარში სოციალურად დაუცველი ზოგიერთი ოჯახი შეშით უზრუნველყოფას სთხოვს ბათუმის მერიას. რამდენმა ადამიანმა მოითხოვა წელს შეშა? – ბათუმის მერიაში ეს არ დაგვიზუსტეს, აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, „შეშით დაკმაყოფილებულია 50 ოჯახი“. მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას გადასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამწვანების სამსახური მოჭრილი ხეების დამუშავებით საშეშე მასალას მიიღებს. თუმცა …
Continue reading “ბათუმის მერია: სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეშა 50 ოჯახს გადავეცით”
პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს მიმართავენ – „წარმოგვიდგინეთ სამუშაო ჯგუფი“
დღეს, 21 იანვარს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და განათლების მკვლევრებმა განცხადებით მიმართეს განათლების სამინისტროს და მოითხოვეს უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარდგენა. მიმართვის ტექსტი გამოქვეყნდა ფეისბუქგვერდზე „ქართული განათლება საფრთხეშია“. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ სრულად. „უმაღლესი განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს გამჭვირვალე პროცესს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს და ფართო აკადემიურ/საზოგადოებრივ არსებით …
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance – თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა. თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების …
რომელ გზებზეა შეზღუდვები თოვის გამო – დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 21 იანვარს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის უღელტეხილზე და კმ110-კმ146 მონაკვეთზე ნაქერალას უღელტეხილზე საჩხერე-რაჭის გზაზე ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის …
Continue reading “რომელ გზებზეა შეზღუდვები თოვის გამო – დეპარტამენტი”
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ …