თურქეთის მოქალაქეებისთვის პასპორტი საკმარისი აღარ იქნება საქართველოში შესასვლელად – მედია

2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით ან პასპორტით საქართველოში შემოსვლის უფლება კვლავ ექნებათ, თუმცა მხოლოდ ეს დოკუმენტები საკმარისი აღარ იქნება. მათთვის საქართველოში შემოსასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნება სავალდებულო. ამის შესახებ თურქული მედია წერს და თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებს. თურქული მედია წერს, რომ საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობაში რეგულაციას, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება …

„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან

„ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დავით კოლდარი ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს. წერილში ციხეში არსებული მდგომარეობაა აღწერილი, ამასთან საუბარია იმ საერთო სოციალურ ფონზე, რომელიც პატიმართა ნაწილისთვის ციხეში მოხვედრის წინაპირობა ხდება. …

„მუქარის წერილებით 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ“ – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დაკავებულია 2 პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა და სხვისი ნივთის განადგურება. პროკურატურა გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თანხის გამოძალვის მიზნით დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსალოდნელ მძიმე შედეგზე აფრთხილებდნენ, მათ შორის სიკვდილით იმუქრებოდნენ. იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული …

ნობელიატები აცხადებენ, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეეხოს პოლიტპატიმრებსაც

ნობელის პრემიის ლაურეატების ჯგუფი წერილით მიმართავს აშშ-ს, უკრაინის, რუსეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმებაში გათვალისწინებული იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. „დოიჩე ველე“  წერს, რომ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1-ელ დეკემბერს და რომელსაც ხელს აწერს ნობელის პრემიის 17 ლაურეატი, ნათქვამია: „უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შემდგომ კი ამას უნდა მოჰყვეს მოლაპარაკებები და ტყვეების გაცვლა. გთხოვთ, შეიყვანოთ …

ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ

ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ბათუმის საკრებულოში ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას ითხოვს. ინიციატივა საკრებულოს დეპუტატმა გასულ სხდომაზე დააყენა, დღეს, 1-ელ დეკემბერს გამართულ სხდომაზე, კი ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებით დაასაბუთა მისი შექმნის აუცილებლობა. „წინა სხდომაზე ვისაუბრე ანტიკორუფციულ ჯგუფთან დაკავშირებით. იმ სხდომის შემდეგ ამ ჯგუფის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტად დადგა. ბატონი მერის კაბინეტიდან …

სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი. „აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, …

მოსამართლემ მოქალაქე არ დასაჯა და საკონსტიტუციოს მიმართა – „არაკონსტიტუციურია“

„ეს არაკონსტიტუციურია, კონსტიტუციის შეუსაბამოა აშკარად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა „ოცნების“ მიერ მიღებულ ბოლო რეპრესიული კანონმდებლობიდან რამდენიმე სამართლებრივ ნორმაზე. თეთრიწყაროს სასამართლოში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეპრესიული, სამართლებრივი ნორმა არ გამოიყენა, საქმისწარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსამართლის ერთ-ერთი ასეთი წარდგინება ჯარიმების გადაუხდელობის გამო პირის აუცილებელ დაპატიმრებას ეხება. მოსამართლე მიიჩნევს, რომ …

ბათუმში ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული – სააგენტოს განმარტება

ბათუმში დღეს, პირველ დეკემბერს, [დილის 11:00 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემს აფიქსირებს როგორც ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, ასევე ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული ავტომატური სადგური. „24 ნოემბრიდან ზოგიერთ სადგურზე კვლავ გრძელდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 173 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 387 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 678 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 34 754 …

ქუთაისში სროლის შედეგად 1 პირი დაიღუპა, 2 დაიჭრა

დღეს, 30 ნოემბერს, სროლა იყო ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან. უცნობმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილთაგან ერთი დაიღუპა, ორს კი შესაბამისი მკურნალობა უტარდება. “ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყეს. …

“საშინლად იტანჯებიან ჩვენი პატარები” – მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს წამალს სთხოვენ

„სანამ ეს ადამიანები [ჯანდაცვის სამინისტრო] ჩვენთან დიალოგს აწარმოებენ, ამ პერიოდში უამრავი ბავშვი ეჯაჭვება ეტლს. რამდენიმე ბავშვი დაგვეღუპა 8 თვის განმავლობაში. ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რაღაცას დაველოდოთ. ამიტომ ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს ახალი პრეპარატების შემოტანა,” – თქვა დღეს, 30 ნოემბერს, თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე შშმ ბავშვის მშობელმა თამარ …

რატომ არის დაბინძურებული ჰაერი – სააგენტოს განმარტება

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი მარინა არაბიძე. მის კომენტარს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ …

ბათუმის მერია შსს-ს 10 საგუშაგოს გადასცემს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათასი ლარი დაიხარჯა

ბათუმის ზღვისპირა ზოლში განთავსებულ 10 ახალ სტაციონარულ საგუშაგოს მერია შსს-ს გადასცემს. ამ საგუშაგოების [სამაშველო კოშკურების] მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 338 ათას 223 ლარი დაიხარჯა. ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 1-ელი დეკემბრის სხდომაზე განიხილავს. 10 ახალი სამაშველო კოშკურა, ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტის მიხედვით გადანაწილებულია კვარიათის, გონიოს, ბათუმის ახალი და ძველი ბულვარის, ასევე მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე.  „სტაციონალური …

სუსი ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ რუკის სქრინს, რომელზეც საქართველო მონიშნულია, როგორც ადგილი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციის ტერმინალების ქსელებია განთავსებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ახლა ცდილობს გაარკვიოს რატომ გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური …

როგორი ამინდი იქნება დეკემბრის დასაწყისში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ნოემბრის 21 საათიდან 1-ელი დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 172 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 386 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 672 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 34 740 …

როგორ გავიგოთ, ვინ თანამშრომლობს КГБ-ს მემკვიდრეებთან საქართველოს წინააღმდეგ

პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა ლუსტრაციის კანონპროექტი, რომლის მხარდასაჭერად მოქალაქეთა ხელმოწერებს უკვე აგროვებენ. „ლუსტრაციის კანონის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მავნე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გავლენისგან გაათავისუფლოს სახელმწიფო და სახელმწიფო მმართველობა. ამ კანონის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულად თანამშრომლობდნენ „კაგებესთან” და მის მემკვიდრე ორგანიზაციებთან, ქართული, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, აეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და ასევე საკონტრაქტო ან რაიმე …

რამდენად უჭირთ ყოფილ საჯარო მოხელეებს დასაქმება – რა ხდება, როცა შიშს არ ემორჩილები, მაგრამ სამსახურს კარგავ

„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს. „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, …

რუსულ ტანკერებზე Sea Baby-ის საზღვაო დრონებით თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების ოპერაციაა – მედია

დღეს დილით გავრცელებული ვიდეო, რომელიც რუსულ „ჩრდილოვან ფლოტზე“ დრონებით თავდასხმას და ორი ტანკერის აფეთქებას ასახავს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების სპეცოპერაციაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, Sea Baby-ის საზღვაო დრონები შავ ზღვაში ორ სანქცირებულ ნავთობტანკერს – KAIRO-სა და VIRAT-ს დაესხნენ თავს. გემები „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის. უკრაინული მედია წერს, რომ „ეს …

ქართველმა ემიგრანტებმა საზღვარგარეთ საპროტესტო აქციები გამართეს

28 ნოემბერს უწყვეტი, პროევროპული პროტესტის ერთი წლის თავზე, ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ სიდნეიში, ჰააგაში, ტალინში, ვენაში, კიოლნში, ჰანოვერში, ვაშინგტონში, ფრანკფურტში, პარიზში, ოსლოში, ბუდაპეშტში და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების ამსახველ ფოტო მასალას მოძრაობა „ქარები“ აქვეყნებს. სწორედ …

შსს ელისაშვილის დაკავებაზე: “თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა”

დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ელისაშვილმა, დღეს, 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. “გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც …

რა იცვლება პოლონეთში ლეგალურად დასაქმების მსურველთათვის – ინტერვიუ

პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება. საქართველოს მოქალაქეებს, 2018 წლიდან შეეძლოთ პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება. სწორედ გამარტივებული წესების გამო, ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის პოლონეთში დასაქმება სოციალური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. პირველი დეკემბრიდან კი ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. რა იქნება ახლა, რა იცვლება და როგორ მოუწევთ …

“ყველა რეგიონიდან თითო წარმომადგენელი იქნება აღმასრულებელ საბჭოში” – არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში

13-14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, მათგან 5 500 ადვოკატს აქვს სტატუსი – მოქმედი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს – ირაკლი ჩომახაშვილი, ირაკლი ყანდაშვილი და მუხრან ღურწკაია. „ბათუმელები“ დღეს ერთ-ერთ კანდიდატთან, ირაკლი ჩომახაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ. ბატონო ირაკლი, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 171 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 381 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 658 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 34 733 ერთეული …

ვერც ერთი ძალა ვერ მოიპარავს ხალხის არჩევანს, ევროპული მომავალი იქნება უზრუნველყოფილი – NGO 

ეს იყო პოლიტიკურად დანაშაულებრივი, ქართული საზოგადოების ნების პირდაპირი შეურაცხყოფა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აშკარა დარღვევა – ასე აფასებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები გასული წლის 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პიროტეტის პარალელურად ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაჯამეს: „ამ …

„გვასალია მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმეს, ეს შერჩევითი სამართალია“ – აქტივისტი, რომელსაც რწმუნებულმა აგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა, „დროას“ წევრის – მარიამ სიჭინავას და ზუგდიდელი სხვა აქტივისტების არაერთგზის შეურაცხყოფისთვის. როგორც მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ ამბობს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა პოლიცია საქმეს არ იძიებდა. რამდენად სამართლიანია საჯარო მოხელის 500 ლარით დაჯარიმება, მაშინ როცა, აქტივისტებს ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიან  ან …

ზელენსკიმ ერმაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანამდე, დღეს, 28 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა. ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. ჩხრეკის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თავად ანდრეი ერმაკმაც. …

ხანძრის შედეგად ჰონგ-კონგში მინიმუმ 128 ადამიანი დაიღუპა

„როიტერსის“ ცნობით, ჩინეთში, ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, 28 ნოემბრის მონაცემებით, მინიმუმ 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 200 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ როდესაც პოლიცია დეტალური მოკვლევისთვის  შენობაში შევა, კიდევ მეტი ცხედარი აღმოაჩინონ“, – ციტირებს „როიტერსი“ ქალაქის უსაფრთხოების უფროსის, კრის ტანგს. ოფიციალური ცნობებით, 128 დაღუპულთაგან მხოლოდ 39 პირია იდენტიფიცირებული. ხანძარი ჰონგ-კონგში 31-სართულიან …

Eagle Hills-ის პროექტი გონიოში დაცულ ტერიტორიასაც შეეხება

არაბული Eagle Hills-ის პროექტი რომ ჭოროხის დელტაში დაცულ ტერიტორიას შეეხება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ფაქტობრივად დაუდასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში „განისაზღვრება ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის მცირე ნაწილისთვის [სადაც დაგეგმილია განაშენიანება] საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების საკითხი.“ კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიებზე Eagle -Hills-ის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის მარტის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და …

პოლიციის აკადემიას უმაღლეს სასწავლებლად გადააკეთებენ – „ოცნების“ მთავრობის კანონპროექტი

„ოცნების“ პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივაა დარეგისტრირებული, რომლის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს. პოლიციის აკადემიას შეეცვლება სახელწოდებაც. სასწავლებელში სტუდენტებს მიიღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება სტუდენტის სოციალური გარანტიები. „მათ შორის, ხაზგასასმელია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება საშუალო სპეციალური …

„არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე“ – პედაგოგი შუახევიდან „ოცნების“ განათლების რეფორმაზე

„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის 21 საათიდან 29 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. სააგენტოს ცნობით, 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 1-ელი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება და ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +14 +16 გრადუსამდე დაიკლებს. შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დღისით საშუალოდ +21 გრადუსი იქნება.  ამ …

ანდრეი ერმაკი ადასტურებს, რომ მის სახლს ჩხრეკენ

28 ნოემბერს, დილით, ჩხრეკა ჩატარდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის რეზიდენციაში – ამის შესახებ დილიდანვე ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა. ანრეი ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს САП-მა, უკრაინის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (ნაბუ). უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს და მოგვიანებით გაავრცელებენ მეტ ინფორმაციას. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ …

პროტესტის 1 წლის თავზე ბათუმში პროევროპული აქცია ისევ გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება. „უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან …

ბათუმის შემოვლით გზაზე 27 დეკემბრამდე შეზღუდვები იქნება

ბათუმის შემოვლით გზაზე ერთი თვის განმავლობაში შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები 27 ნოემბრის საღამოს დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი აღნიშნულ გზაზე გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოებია. „სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე [ბათუმის შემოვლითი გზა] 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 სთ-დან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 170 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 380 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 643 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 34 730 …

Exit mobile version