რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР), პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მკვლელობის ინსცენირების ორგანიზება შესთავაზა უნგრეთს. მიზანი – ამ გზით აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მისი რეიტინგის გაუმჯობესება. ამერიკული გამოცემა The Washington Post ამ ინფორმაციას ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასულ თვეში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთმა დანაყოფმა განგაში ატეხა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრი …
Category Archives: სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვა: სამების ტაძარი დროებით დაიკეტება, დასწრება შეზღუდული იქნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით: “ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან …
„პატრიარქის სურვილი იქნებოდა ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ“ – ზურაბიშვილი სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას ვერ დაესწრება. სააკაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოთხოვნა 18 მარტს გაუგზავნა და ითხოვა მისი შვილის ნათლიის და მისი მეგობრის გასვენებაში მისვლის ნება მიეცათ. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს თხოვნაზე უარი უთხრა და განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა „პენიტენციური დაწესებულების კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება“. „პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი …
სამების ტაძარი 22 მარტს დროებით დაიკეტება – კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში მეოთხე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. სამების საკათედრო ტაძარი დღეს, 21 მარტს, მთელი დღე ღია იქნება, ხოლო ხვალ, 22 მარტის 02:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე დაიკეტება. ამის მიზეზი ტაძრის მსახურებისთვის მომზადებაა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 02:00 დან 09:00-მდე მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში …
Continue reading “სამების ტაძარი 22 მარტს დროებით დაიკეტება – კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 286 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 790 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 262 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 38 608 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მარტი”
ბათუმში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდება
„ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა“, – Colliers Georgia-ს მონაცემებით გასული წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის თებერვალში უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. შესაბამისად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც. 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 …
პუტინს სურს ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ მისთვის მომგებიანი პირობით, თუმცა ჯერ ასეთი პირობა არ ჩანს – ინტერვიუ
„უკრაინელების აქტიურობა არის გაცილებით მაღალი – დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს უკვე… პირველად 2023 წლის შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ზონები შემცირდა 37 კვადრატული კილომეტრით, ანუ უკრაინელებმა უფრო მეტი გაათავისუფლეს, ვიდრე დაკარგეს,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. იგი უკრაინის ფრონტის პარალელურად ირანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქტიურად აკვირდება. „დარწმუნებული ვარ, რომ კულუარული მუშაობენ ახალი ფრანკოს თუ …
დამეწყრილი სოფელ კურსების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა
სოფელ კურსების მცხოვრებთა დასახმარებლად, სადაც მეწყერმა რამდენიმე ათეული ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, ფონდი შეიქმნა. ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით ფონდს სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, ვინც მეწყერში მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა. ფონდში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ადგილობრივ …
Continue reading “დამეწყრილი სოფელ კურსების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა”
რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს
აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების მიღების პროცედურა გაართულა. ვიზის მიღების მსურველებს მიმდინარე წლის აპრილიდან აშშ-ის ხაზინაში 5-დან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი მოეთხოვებათ. ამ შეზღუდვით საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორიცაა: ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, კუბა, გვინეა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელზეც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა გაავრცელა. უკავშირდება თუ …
Continue reading “რატომ გაურთულა აშშ-მ ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს”
„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – არმაზ ახვლედიანი „ოცნების უნიკალურ შანსზე“
„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – წერს არმაზ ახვლედიანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე. პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი იმ უნიკალური შანსს განიხილავს, რაც შეიძლება გამოიყენოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად. „ახლა, ამ საყოველთაო მწუხარების ჟამს, მკაფიოდ შეიგრძნობა დაღონებული ხალხის ჩუმი, დიდი სურვილი, ამჯერად მაინც გავითვალისწინოთ პატრიარქის მუდმივი ზრუნვის, მთავარი დარდისა და ზოგჯერ უთქმელადაც …
Continue reading “„აი, რა გაახარებდა ჩვენს პატრიარქს“ – არმაზ ახვლედიანი „ოცნების უნიკალურ შანსზე“”
ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება: პროექტის დეტალები და უსაფრთხოების სტატისტიკა
ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განსახორციელებლად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, სააგენტომ პროექტის განხილვა 2026 წლის 20 თებერვალს შეაჩერა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა. დეპარტამენტმა დაზუსტებული ინფორმაცია სააგენტოს 2026 წლის 17 მარტს წარუდგინა. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, სააგენტო, დიდი ალბათობით, პროექტის განხილვას …
რას ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ქართველ მეზღვაურებზე
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემ ORINOCCO-ს გემთმფლობელ კომპანიასთან,“ – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი 5 ქართველი მეზღვაურის შესახებ. მეზღვაურებმა დახმარების მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 მარტს მიმართეს. მეზღვაურებმა დახმარებისთვის მიმართეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც. მეზღვაურები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994] არიან სპარსეთის ყურეში, რომელიც …
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია მეორეს წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს, კვირას, 22 მარტს, წირვას მოსაყდრე შიო [მუჯირი] მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სამების ტაძრის არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყება. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამებაში დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის მივა და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. „კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, …
Continue reading “მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია მეორეს წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას”
ბათუმში ქართველებზე მეტი ბინა უცხოელებმა იყიდეს – Colliers Georgia-ს თებერვლის მონაცემები
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა. მათი წილი მეორეულ ბაზარზე 50%-ია. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. 2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1 315 ერთეულია, …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მარტის 21 საათიდან 21 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბაირამის ლოცვა ბათუმში და მუფთის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო
მუსლიმები დღეს, 20 მარტს, რამადან ბაირამს აღნიშნავენ. მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო. მისი …
Continue reading “ბაირამის ლოცვა ბათუმში და მუფთის სამძიმარი პატრიარქის გარდაცვალების გამო”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 285 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 789 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 254 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 38 569 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მარტი”
„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ 30 ბრალდებულს ბათუმში პატიმრობა შეუფარდეს
დღეს, 19 მარტს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ სოფელში – შარაბიძეებში დაკავებულ 30 პირი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ ბრალდებულს, რომელიც საქართველოში არაა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ქალ ბრალდებულს კი, მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა – 7 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ, ქალი ბრალდებული გათავისუფლდება. ამ საქმეზე სულ 77 ბრალდებულია. სხვა დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო …
5 ქართველი მეზღვაური სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი და შველას ითხოვს
სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი ხუთი ქართველი მეზღვაური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართავს და დახმარებას სთხოვს. ქართველი მეზღვაურების თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. „ვიმყოფებით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ORINOCCO [IMO: 9302994], რომლის ამჟამინდელი მდებარეობაა ერაყი, პორტი KHOR AL ZUBAIR… ვიმყოფებით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – არ გვექცევა შესაბამისი ყურადღება, ფაქტობრივად ვართ იზოლაციაში/ჩაკეტილ მდგომარეობაში და …
Continue reading “5 ქართველი მეზღვაური სპარსეთის ყურეშია ჩარჩენილი და შველას ითხოვს”
ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის დაკრძალვაზე წასვლა სურს
21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრება სურს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას. 21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი …
ოჯახმა სახლში იპოვა ტყვიის დეტალი – სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო
„გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა ლაშა ლოლუამ ხელვაჩაურში 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქალის დაშავების საქმეზე. 17 მარტს ხელვაჩაურში სპეცოპერაციის შედეგად 72 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებულის სახლში ბრალდებულის დედა – თამარ მიქელაძე დაშავდა. ქალი ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და იმავე დღეს გაწერეს, თუმცა როგორც ოჯახის წევრები …
„საკვების მიღების დროს მას რაღაც გადასცდა“ – მიტროპოლიტი დანიელი პატრიარქ ილია მეორეზე
„საკვების მიღების დროს, მას რაღაც გადასცდა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე შეგრძნებები, წნევის დაცემა და ამ საერთო მდგომარეობამ გააუარესა მისი მდგომარეობა,“ – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა [დათუაშვილი] კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საავადმყოფოში მოხვედრის დეტალებზე ისაუბრა. 17 მარტს, დილით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, კუჭიდან ძლიერი სისხლდენით კლინიკაში იყო მოთავსებული. ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ …
Adjarabet Arena – ყველაფერი სპორტის შესახებ ერთ სივრცეში
სპორტი გულშემატკივრებისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თამაში ან გართობის საშუალება. სპორტი არის ზღვა ემოცია, ადრენალინი და ცხოვრების წესი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ყველაფერი სტადიონზე არ იწყება და არც მთავრდება. ერთგული მაყურებლისთვის ეს მუდმივი ინტერესის საგანია, ყოველდღიურად თვალს ადევნებს საყვარელი სპორტის სახეობის გარშემო სიახლეებს ტრანსფერებზე, რეიტინგებსა და ანგარიშებზე, სპორტსმენების მოედანს მიღმა ცხოვრებაზე. Adjarabet …
Continue reading “Adjarabet Arena – ყველაფერი სპორტის შესახებ ერთ სივრცეში”
ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან
„თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მისი აზრით, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს მოლოდინი, რომ პროევროპული ორიენტაციის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა. „ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის …
Continue reading “ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი – ინტერვიუ თეოლოგთან”
21-22 მარტს მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება – საქართველოს რკინიგზა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს. საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებსაც ამატებს. დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია: თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887) თბილისიდან გასვლა: …
Continue reading “21-22 მარტს მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება – საქართველოს რკინიგზა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 284 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 786 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 233 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 38 538 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი”
„გამწარებულია ხალხი“ – რატომ ჩადგეს ჯებირი გვირაბთან, სადაც გზა სახალვაშოსკენ მიდის
„გვირაბთან დაწესებული აკრძალვის შემდეგ, დამატებით 6 კილომეტრის გავლა გვიწევს იმისთვის, რომ სახლებში მივიდეთ, სოფელში ამოსვლას ამის გამო აგვიანებს სასწრაფო, სახანძრო რომ დაგვჭირდეს, იგივე პრობლემაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის 5 წელია… ეს პრობლემა ეხება 220 ოჯახს. მთავრობას მივმართეთ, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ სახალვაშოში მცხოვრები შაქრო პაპიძე. სოფელ სახალვაშოსკენ მიმავალი გზა მახინჯაურის …
ოჯახის 14 წლის წევრის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ახმეტაში კაცი დააკავეს
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების და მუქარის ბრალდებით, ახმეტაში კაცი დააკავეს. შს სამინისტროს თანახმად, „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ პირთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს …
სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების გამო
17 მარტს 93 წლის ასაკში საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე. კათალიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონში დაკრძალავენ. სიონის ტაძარში დაკრძალული არიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები: კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II, დავით V. პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ სხვადასხვა ქვეყნის …
Continue reading “სამძიმრის წერილები პატრიარქის გარდაცვალების გამო”
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული, სამშენებლო პროცესები ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია
დღეს, 18 მარტს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური აფიქსირებს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული. რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ ანალოგიურ ავტომატურ სადგურს, ის ამ დროისთვის გათიშულია. „ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე …
კრასნოდარში კორპუსებს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს, დაიღუპა 1 ადამიანი
რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, რომლებიც ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას, კრასნოდარში ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონები მაღალსართულიან შენობებს დაესხნენ თავს. 18 მარტის ღამეს, მას შემდეგ, რაც კრასნოდარის პრიკუბანსკის რაიონში მაღალსართულიან შენობას დრონი დაესხა თავს, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კრასნოდარის მერმა, ევგენი ნაუმოვმაც დაადასტურა. გუბერნატორ კონდრატიევის თქმით კი, …
Continue reading “კრასნოდარში კორპუსებს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს, დაიღუპა 1 ადამიანი”
„მისი უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას“ – აშშ-ს საელჩო პატრიარქის გარდაცვალებაზე
საქართველოში აშშ-ის საელჩო სამძიმრის ტექსტს აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა,“ – წერს აშშ-ს საელჩო. 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 282 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 710. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 786 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 229 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 38 506 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი”
გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (1917 წ.) შემდეგ, ილია მეორე ყველაზე დიდ ხანს იყო საპატრიარქო ტახტზე. ნეტგაზეთი გთავაზობთ ილია მეორის ბიოგრაფიას, რომელიც მომზადებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით. ილია მეორე, ერისკაცობაში …
Continue reading “გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე”
მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს
დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს …
Continue reading “მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს”
ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა
ბათუმში ქვაფენილის აყრა და, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩის ჩაკეტვა გრძელდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, 18 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის გამზირიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. თუმცა 26 მაისის ქუჩაზე მოძრაობა დღეს, 17 მარტს უკვე შეზღუდულია [აბაშიძე-კლდიაშვილის მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან“, – წერს ბათუმის მერია. ბათუმში …
Continue reading “ქვაფენილების აყრის გამო ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა გადაიკეტა”