ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს

ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მარტს, ბულვარის განაშენიანების გენგემაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში სანაპიროზე არსებული რესტორანი „სან-რემოს“ შენობა აისახება, როგორც არსებული ობიექტი. წინა მოწვევის საკრებულომ გენგემიდან ამოიღო „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტი, რომელიც თავდაპირველი გენგეგმით ბულვარისთვის შეუსაბამო იყო. მიწის ნაკვეთი სანაპიროზე სადაც რესტორანი „სან-რემო“ ფუნქციონირებდა, მფლობელ კომპანიას, შპს „ხიდი 2006“-ს  იჯარით აქვს გადაცემული. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 296 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 824 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 317 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 39 049 ერთეული …

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია, სადაც არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტია დაანონსებული, მთლიანად მოქცეულია ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეზღუდულია. აეროდრომის დაცვის არეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგენს და ამავე არეში შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების [ობიექტების] დასაშვებ სიმაღლეს. პარალელურად, ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში ახალი „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ …

„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა. მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან. აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი …

ბათუმი-სარფის ახალი გზისთვის ქალაქი ქონებას სახელმწიფოს გადასცემს

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ნაგებობებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ქალაქი სახელმწიფოს გადასცემს. მიწის ნაკვეთის ფართობი 7 824, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 5 992 კვადრატული მეტრია. ქონების გადაცემა, როგორც ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტებშია აღნიშნული, ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტს უკავშირდება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 30 მარტს სხდომაზე უნდა განიხილოს. ბათუმის მერიის მიერ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 295 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 820 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 24 313 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 39 001 …

კომპანიამ ბათუმში კერძო სახლები დაანგრია და 1,4 ჰექტარზე კორპუსების აშენებას გეგმავს

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე ერთ კვარტალს სამშენებლოდ ამზადებენ. ტერიტორიები შეისყიდა 2022 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. კერძო კომპანიამ აქ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია გამოისყიდა. ორ საკადასტრო ერთეულზე ერთი დაუსრულებელი კორპუსისა და დაბალსართულიანი ფუნქციური შენობების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. შენობებისგან უკვე გამოთავისუფლებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი. კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოიცავს გრიბოედოვის #62, 64, 64 ა-ში  რეგისტრირებულ …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ულიცენზიოდ კიდევ 301 140 კუბ/მ ხრეშს ამოიღებს

მდინარე ჭოროხის კალაპოტის სამ უბანზე, დაახლოებით 15 ჰექტარ ფართობზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ დამატებით 301 140 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ამოიღებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანია ერთი წლით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან და მიეცა უფლება, აღნიშნული რაოდენობის მასალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭარნალისა და თხილნარის ტერიტორიაზე [ჭოროხის კალაპოტში] მოიპოვოს. „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი …

სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტო 364 ცალ ძაღლის დასაჭერ სახელურიან მარყუჟს ყიდულობს. მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია. „364 ცალი ძაღლის დასაჭერი სახელურიანი მარყუჟი / მახასიათებლები: ლასო – ფოლადის იზოლირებული ბაგირით, 360°-ით მბრუნავი თავით, ფიქსატორით, სათადარიგო ბაგირით და მარყუჟის ქვედა ნაწილი პლასტმასით ან ალუმინით. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 294 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 812 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 297 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 38 936 …

პარლამენტი 60 000 ბოთლ წყალში 58 000 ლარს იხდის, შარშან კი 22 ათასად იყიდა – მინის ბოთლები პლასტმასის ნაცვლად

საქართველოს პარლამენტის აპარატმა 60 000 ბოთლი არაგაზირებული სასმელი წყლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პირობის თანახმად, წყალი 0,5-ლიტრიან მინის ბოთლებში უნდა იყოს დაფასოებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58 200 ლარია [რაც ერთი ბოთლისთვის მაქსიმუმ 97 თეთრს შეადგენს]. მიწოდების ვადად 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ პარლამენტს 60 000 ბოთლ სასმელ წყალზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს …

„ოცნებას“ ანაკლიის კარტი აქვს შემონახული გასათამაშებლად – ინტერვიუ

„ოცნებამ“ დაინახა ანაკლიის პორტი, როგორც ვაჭრობის შესაძლებლობა პარტნიორებთან… თუ რეალური ინტერესი გაჩნდა ამერიკელების მხრიდან და ეს ინტერესი ემთხვევა „ოცნების“ პოლიტიკურ ამოცანებს — ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სინამდვილეში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს ანაკლიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც ანაკლიის პორტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე ვესაუბრეთ. თინა ხიდაშელის აზრით, პირველ ეტაპზე ისტორიული მომენტი ხელიდან …

,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის სხდომა გახსნისთანავე გადაიდო

დღეს, 27 მარტს, ჩანიშნული ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას სასამართლო სხდომა გახსნიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ განუსაზღვრავს. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ძიძარიას ადვოკატმა, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ არის შედგენილი. მისთვის გაუგებარია, …

2025 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით. 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემების მიხედვით,  ყოველ 1000 ახალშობილზე (1 წლამდე ასაკში) დაახლოებით 7–8 ბავშვი გარდაიცვალა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება  დაფიქსირდა [სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის] და – 6 452 …

ფოთში ზღვის დაბინძურების შემთხვევა გამოვლინდა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. დეპარტამენტის განცხადებით, ფოთში, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა. შედგა ინსპექტირების აქტი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგაც, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“-წერს გარემოს ზედამხედველობა. …

როგორ აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდიდან უნდა აირჩეს. წმინდა სინოდში 39 წევრია. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს სინოდის წევრი, რომელიც არის 40 წელზე მეტი ხნის, მაგრამ არაუმეტეს 70 წლისა. სინოდის 39 წევრიდან 9 წევრი 70 წელზე მეტი ხნის ასაკისაა. 70 წელზე ნაკლები ასაკის ყველა მღვდელმთავარს აქვს შანსი გახდეს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს …

საბავშვო ბაღების მშენებლობის თანხიდან 4,7 მილიონი მიითვისეს, დაკავებულია 4 პირი – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს. კერძოდ, პროკურატურამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ …

საქართველოში შობადობა 4.1%-ით შემცირდა – საქსტატი

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგო. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით შობადობა 4.1 %-ით შემცირდა. 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა. 2025 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი). „2025 წელს, 2024 …

ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო – მშენებლობა დაწყებული იყო, მაგრამ მალევე „აღმოაჩინეს“, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან. ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ 30 მარტს უნდა განიხილოს, ვიგებთ, რომ ტენდერი შეწყვეტილია და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 8,6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ …

კვირას, 29 მარტს, ქუთაისში აქცია გაიმართება

29 მარტს ქუთაისში აქცია – „ძალა ერთობაშია“ გაიმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში, მერიის შენობის წინ, დღის 3 საათზე შეიკრიბებიან. შეკრების შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა. „საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპული განვითარება – ქვეყანა, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება. …

რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ „მარიხუანას საქმეზე“ – მოსამართლე ხუჭუას წარდგინება არ დაკმაყოფილდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროპორციული სასჯელია, თუ მცირე რაოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანს 3 ან 5 წლის ვადით ჩამოერთმევა რიგი უფლებები, მათ შორის, მართვის უფლება. ამ საქმეზე პლენუმმა იმსჯელა, თუმცა მას არ დაეთანხმა ორი მოსამართლე: გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში. მათ განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ის ჯერ საკონსტიტუციო …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინეს

მონაკოს იახტ-კლუბში, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (MIIF) რეგიონული მნიშვნელობის ისტორიული პროექტი წარადგინა, რომელიც შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს და რეგიონში ახლებურ საინვესტიციო სტანდარტს ამკვიდრებს. პროექტი, სრულად მდგრადი განვითარებისა და „ჭკვიანი ქალაქის“ (smart city) კონცეფციას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ საპროექტო არეალზე, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, …

შსს: ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი ფულის შეტანისთვის 3 პირი დააკავეს

შსს-მ ბათუმში დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურების მოთავსებაში. შსს-ს მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა ანგარიშზე 8 ათასი ლარის ყალბი კუპიურები შეიტანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა  დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  გ.გ. და 1984 …

რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს ბათუმისა და ფოთის მიმართულებით

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს. რკინიგზის განცხადებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ.

გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც ბათუმში დედამ საპირფარეშოში გააჩინა

კლინიკა „მედინას“ ცნობით, დღეს, 27 მარტს, ბათუმში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც დედამ კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა. „დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 23 თებერვალს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა. კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 293 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 808 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 287 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 38 863 …

„ჩვენთან პირველ პირად რომ დანიშნონ „ხარება“, ისე მოხდა ირანში“ – ინტერვიუ ირანისტთან

„აიათოლა ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში დამთავრდა დიდი აიათოლების ეპოქა – მოჯთაბა ხამენეი უკვე არის ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსის“  კადრი. გამოდის, როლები გაცვალეს „გუშაგთა კორპუსმა“ და აიათოლებმა,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ პროტესტზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის და ხალხის ხოცვა-ჟლეტის მიუხედავად, მაინც იფეთქა ირანში. რა ბედი ეწია ფართომასშტაბიან პროტესტს ირანში? „ისინი ვეღარ გამოდიან ქუჩაში, რადგან ხოცავენ. …

კათოლიკოს-პატრიარქის 93 წელი

1977 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს, მას დახვდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შევიწროებული და დევნილი ეკლესია, 7 ეპარქია, 80 სასულიერო პირი და 50 სამლოცველო-ეკლესია. 49 წლის განმავლობაში, ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქობისას, გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემია-სემინარიები, დაარსდა საეკლესიო სკოლა-გიმნაზიები, დაფუძნდა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, ტელევიზია და რადიო. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია 49 ეპარქიისგან შედგება, …

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი MIPIM 2026-ის გლობალურ ურბანულ ფესტივალზე წარადგინეს კანში, უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე – MIPIM-ზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი წარადგინეს. „ფესტივალების სასახლეში“ გამართულ ღონისძიებაზე კომპანიის გუნდმა საერთაშორისო აუდიტორიას პროექტის კონცეფცია და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პრეზენტაციაც, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნური კუნძულის არსი, ღირებულებები, მისი …

ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …

მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა 110 მილიონი ლარი ნაშთი ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ

მთავრობის ახალი განკარგულებით შსს-ს მომსახურების სააგენტომ და შემოსავლების სამსახურმა თავიანთ ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთიდან ჯამში 110 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხონ. კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ – 60 000 000 ლარი, მათ შორის: 2026 წლის 31 მარტამდე – 30 მილიონი ლარი, ხოლო არაუგვიანეს 2026 წლის 15 დეკემბრისა – 30 მილიონი ლარი; შემოსავლების …

„არ გადაყარო, ჩააბარე!“ – „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას – „არ გადაყარო, ჩააბარე!“ – ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები – აკუმულატორი, საბურავი და ზეთი – სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი  „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ. №1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) …

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ. სამსახურიდან …

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პროექტი გააცნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი დღეს, 26 მარტს, ანაკლიაშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა პიტერ ანდრეოლის  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. „ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს“ …

Exit mobile version