ბათუმის პარკიდან ქვის სკამებს ხულოში, გოდერძის ალპურ ბაღში წაიღებენ

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ქვის სკამები აიღეს. ცენტრალური პარკისთვის ქვის სკამებისა და სხვა ინვენტარის შესაძენად მერიამ თავის დროზე მილიონ ლარამდე დახარჯა. ქვის სკამებს ბათუმის მერია ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე გოდერძის ალპურ ბაღს გადასცემს, მათ ნაცვლად კი ცენტრალურ პარკში ხის სკამები უკვე განათავსეს. „ქვის სკამები გაირეცხება, მოწესრიგდება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში განთავსდება. რაც შეეხება ხის სკამებს, რომელიც მეტობით …

„თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი, ისმოდა გუგუნი“- რა ხდებოდა მეწყერის ღამეს კურსებში

„იცით როგორი ხმა იყო? თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი და იყო გუგუნის ხმა. მეზობელმა რომ გაიგონა ეს ხმები, მეორე მეზობელს დაურეკა და ასე გადავძახეთ ერთმანეთს. დავრეკეთ საგანგებოშიც და ისინიც დაგვეხმარნენ გამოსვლაში. გაგვიმართლა იმაში, რომ არ იყო წვიმა. რამდენიმე დღე იყო მზიანი და ქარიანი ამინდი და ნელა მოდიოდა მეწყერი, თორემ სწრაფად რომ წამოსულიყო, ნახევარი სოფლის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 მარტის 21 საათიდან 14 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 277 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 773 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 24 202 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 38 369 ერთეული …

„ის კარტი, რომლითაც „ოცნება“ თამაშობდა, აღარ აქვს – ალტერნატივა გაჩნდა“ – ინტერვიუ 

„ფაშინიანმა კი ისაუბრა ურთიერთობების გაყინვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მაგრამ არ დაუსახელებია ვისი მიზეზით გაიყინა ეს ურთიერთობები. იგი ამ დეტალებში აღარ შესულა, თუმცა ეს გამგებისთვის სავსებით ნათელია… სომხეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე,“ – ამბობს დიპლომატი დავით ბაზერაშვილი. მას სომხეთის პრემიერის, ფაშინიანის გზავნილებზე ვესაუბრეთ ევროპარლამენტიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი …

ITF-ის რეკომენდაციები საომარ ზონაში მყოფ მეზღვაურებს – კომპენსაცია და ბონუსები

საომარ ზონაში მოხვედრილ მეზღვაურებისთვის, ავტორიტეტულმა საზღვაო ორგანიზაციებმა ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ირანში მიმდინარე მოვლენების გამო საომარი მოქმედებების ზონად (WOA) განისაზღვრა ჰორმუზის სრუტე, ომანის ყურე და სპარსეთის ყურე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, დაახლოებით 20 000 მეზღვაური და საკრუიზო გემის 15 000 მგზავრია ჩარჩენილი ყურეში საომარი მოქმედებების გამო. მეზღვაურებს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ გემებზე მუშაობენ, შეუძლიათ უარი …

რესტორნებში აიკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება

2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კაფეში ან რესტორანში ვეღარ შეძლებთ, მაგალითად, წყალი პლასტმასის ბოთლით იყიდოთ. აკრძალვის მორიგი ეტაპი 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. ამ თარიღიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება. „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან …

ილიაუნს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამასაც უჩერებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ილიაუნიში ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზეც აჩერებს სტუდენტების მიღებას. ასეთია მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან ავსტრიასთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. „ქართველი სტუდენტები დამატებითი კონკურსის საფუძველზე ყოველწლიურად ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობენ ავსტრიულ უნივერსიტეტში, ხოლო ავსტრიელი სტუდენტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები ეუფლებიან საერთაშორისო მარკეტინგისა …

„მიმდინარეობს მეზღვაურთა რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება“ – სააგენტო

ერაყში, ქალაქ ბასრასთან, ნავთობტანკერზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მუშაობენ მეზღვაურების საქართველოში დაბრუნებაზე. დღეს, 12 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ირანული წყალქვეშა დრონების თავდასხმის შედეგად ერაყში, ქალაქ ბასრას პორტთან ცეცხლი გაუჩნდა ორ ნავთობტანკერს – მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ს და მალტის დროშის ქვეშ მცურავ Zefyros-ს. ბერძნული კომპანიის კუთვნილ …

ბათუმი-სარფის ავტობანის გამო კერძო მესაკუთრეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტის გამო, რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. შესაბამის ბრძანებას, რომლითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ენუქიძემ ხელი 2026 წლის 2 მარტს მოაწერა. ბრძანება გუშინ, 11 მარტს გამოქვეყნდა. ბრძანების მიხედვით, ექსპროპრიაცია შეეხება: „ჯემალ გოგიტიძის საკუთრებაში …

კაცს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 5 წელი მიუსაჯეს – ხელვაჩაურში მკვლელობის საქმე

დღეს, 12 მარტს „ხელვაჩაურში მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ თამაზ შარაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო. 2025 წლის 3 ივნისს, ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 …

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა გაძვირდა

დღეს, 12 მარტს, ირაკლი კობახიძემ იმპორტირებული ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე გაიზარდა განბაჟების ტარიფი. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტირება შევიტანოთ. შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი …

გემს, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იყო, ირანული ჭურვები მოხვდა

12 მარტს, გამთენიისას, ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრასთან, ირანული ჭურვები მოხვდა ორ ნავთობტანკერს. ბიბისის ცნობით, ჭურვების მოხვედრის შემდეგ, მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ზე და მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Zefyros-ზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რადიო თავისუფლების ცნობით, ნავთობტანკერ Zefyros-ზე, რომელზეც თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა. ყველა მათგანი გადარჩა და …

ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2025 წლის მონაცემები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმებული მძღოლებისგან ბათუმის ბიუჯეტში 2025 წელს 13 მილიონ 676 ათასი ლარი შევიდა. ეს მონაცემი ბათუმის მერიას ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აქვს დაფიქსირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აღნიშნული ჯარიმის მხოლოდ 60 პროცენტი შედის, გამოდის, რომ 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბათუმში მძღოლებმა ჯამში 22 მილიონ 793 ათასი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 276 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 766 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 197 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 38 319 ერთეული …

„იკეტება ოფისები, აღარ ინერგება სიახლეები“ – რას კარგავს შშმ თემი EU-ს დაფინანსების შეჩერებით

 

„კაცების გათხოვების პროპაგანდამ იმუშავა“ – რას ამბობენ აჭარის სოფლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე

„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო. „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში …

რატომ უჩივის „იმედის“ ჟურნალისტებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ქარტიაში

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ წამყვანებს – ხატია ქვათაძეს და ლევან ჯავახიშვილს, ასევე „იმედის“ ჟურნალისტ მარიამ ქართველიშვილის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. „ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „ქრონიკის” სადავო გამოშვება ეთერში გავიდა 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ გადაცემაში მის, როგორც მოსამართლის მიმართ „ქრონიკის” წამყვანებმა და ჟურნალისტმა არაერთი არაზუსტი …

სათამაშო ბიზნესიდან 79,8 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში ამ წელს სათამაშო ბიზნესიდან 73 მილიონ 934 ათას 100 ლარი შევიდა. ეს 5,9 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მერიას ჰქონდა დაგეგმილი [გეგმა 68 მილიონი ლარი იყო]. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში შედის მოსაკრებელი როგორც სამორინეებიდან, ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან და სათამაშო აპარატებიდან. შესაბამისად, 2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში ჯამში, სათამაშო აპარატებიდან …

ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ – თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის

ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ …

ეთნიკური უმცირესობების მიღება ქართული ენის პროგრამაზე და უნივერსიტეტებში 20%-ით მცირდება – ტაბატაძე

„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, უმაღლეს განათლება კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება, რადგან რეფორმის შედეგად, თბილისში არსებულ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები საგრძნობლად მცირდება“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, დღეს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების 85% თბილისის ოთხ მულტიპროფილურ უნივერსიტეტშია (თსუ, ილიაუნი, სტუ, სოხუმის უნივერსიტეტი) გადანაწილებული. „თუ 2025 წელს ქართული ენის პროგრამაზე ამ უნივერსიტეტებში …

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად 518 ათასი ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმის აეროპორტის დაცვის ზონაში დაბრკოლებათა მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეების დასადგენად კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. აღსანიშნავია, რომ სამი თვის წინ საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო …

„ოცნება დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებას აგრძელებს“ – რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

„საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს ინსტიტუტები ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა,“ –  ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურებიან. რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციის პროცესი …

„ჩემს შვილზე ციხეში იძალადეს, სცემეს. დანაშაულის აღიარებას აიძულებენ“ – ენვერ შარაძე ხელვაჩაურიდან

„ჩემმა შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მასზე ციხეში იძალადეს, სცემეს, მას დანაშაულის აღიარებას აიძულებენ,“ – ამბობს ენვერ შარაძე. იგი „ხელვაჩაურში, მანქანაში ჩაცხრილული კაცის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის, თამაზ შარაძის მამაა. ამ საქმეზე მკვლელობისთვის ნაფიცმა მსაჯულებმა გოგი ბარამიძე უკვე გაასამართლეს. მსაჯულებმა ვერდიქტი 2026 წლის 4 მარტს მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგი ბარამიძე დამნაშავეა. მას სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 275 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 763 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 177 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 38 263 ერთეული …

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტი უფროს კლასელებსა და სტუდენტებს დიზაინის საფუძვლების ინტენსიურ, გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დიზაინი აინტერესებთ, თუმცა ჯერ არ აქვთ პროფესიული გამოცდილება და საკუთარი მიმართულების ძიებაში არიან. 30-ზე მეტი ლექტორისა და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალის ჩართულობით, 200-საათიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ: სრულყოფილად გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ პროფესიებს შეისწავლონ …

ევროპარლამენტის ქვეკომიტეტი მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) თავმჯდომარე მუნირ სატურიმ და ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ, ნილს უშაკოვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს X-ზე, სადაც ქალთა მსოფლიო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ეხმიანებიან „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის პატიმრობას. „მსოფლიოში ქალების გამბედაობისა და მიღწევების აღნიშვნისას, ჩვენ ასევე გავიხსენეთ ისინი, ვინც სიმართლის თქმის გამო იდევნებიან. მათ …

„დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დღეს, 10 მარტს, პენტაგონში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანზე განხორციელდება აშშ-ის „ყველაზე ინტენსიური“ თავდასხმა. „დღეს იქნება ირანზე დარტყმების ყველაზე ინტენსიური დღე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ (Epic Fury) მიზნები უცვლელი რჩება — ირანის რაკეტების მარაგების, მისი …

როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო

მდინარე რიონზე, სამტრედიასთან და ფოთთან ორი მნიშვნელოვანი ხიდის მშენებლობა დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიდები კარგა ხნის გახსნილი უნდა იყოს. ამათგან ერთი ხიდი – სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, მშენებლობის დროს ჩაინგრა, ხოლო მეორე – ქალაქ ფოთთან, ორი წლის წინ უნდა გახსნილიყო. რატომ არ აშენდა აღნიშნული ხიდები დაგეგმილ დროში, როდის დასრულდება მშენებლობა და როდის გაიხსნება? – ამ …

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიზნით თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ჩატარდა. ღონისძიება სახელწოდებით “იაპონური ბიზნესი საქართველოში – ხიდი შუა დერეფნისკენ” თიბისი კაპიტალთან პარტნირობით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველო–იაპონიის ბიზნესასოციაცია და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისი. ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიები, ინვესტორები და საჯარო …

„2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა“ – ნონა ქურდოვანიძე

საიას ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, 2025 წელს ადმინისტრაციული პატიმრობების გამოყენების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2013 წლიდან დღემდე. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს 27%-ით მეტ ადამიანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2024 წელთან შედარებით. მონაცემები წლების მიხედვით: 🔴 2025 წელი – 2270 პირი 🔴 2024 წელი – 1791 🔴 2023 წელი -1961 🔴 2022 წელი …

ბათუმში დააკავეს სექსუალური ძალადობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. ის თურქეთის მოქალაქეა და თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის. ინფორმაციას შსს დღეს, 10 მარტს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 758 ერთეული [+13] ჯავშანტექნიკა – 24 174 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 38 202 ერთეული …

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში – მაუწყებლის დირექტორი გადაცემების შეჩერებაზე

„თუ დავაკვირდებით, როგორ ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზაქციის პროცესი ერთი შენობიდან მეორეში, მივხვდებით, რომ ეს გამოიყენება კრიტიკული, ობიექტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვის ინსტრუმენტად. ამის მაგალითი სახეზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სახით“, – ამბობს ნათია კუპრაშვილი, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი და თსუ-ს პროფესორი. მას „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემების შეჩერებაზე ვკითხეთ. ტელევიზიის შენობის ავარიულობის მოტივით, „აჭარის ტელევიზიამ“ ყველა გადაცემა …

Exit mobile version