აჭარის უმაღლესმა საბჭომ სტილისტ-რედაქტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა. კონკურსის შედეგები ერთმა კონკურსანტმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკუსის შედეგები ბათილად სცნო და აღნიშნულ ვაკანსიაზე მეორე ტური გამოაცხადა. უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ პირველ კონკურსზე გამოცხადებული ვაკანსიები სხვა, ახალი ვაკანსიებით ჩაანაცვლა, სტილისტ-რედაქტორის ვაკანსია კი საერთოდ გააუქმა.