რამდენიმე საათის წინ, გონიოში ავტოსაზგაო შემთხვევის დროს ქალი დაშავდა. მსუბუქი დაზიანებებით მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეჯახების დროს მიკროავტობუსის კარები ჩაიკეტა.
აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი სამარშრუტო ტაქსის კარები გახსნეს და დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.
აჭარის სამაშველო სამსხაურის ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, მიკროავტობუსი სარფიდან მოდიოდა. მგზავრებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა.
მიკროავტობუსი და ავტომანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი.