დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები” პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმელები
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები” პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13 მარტს, ხუთშაბათს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის მართავს ღია კარის დღეს და კონცერტს ბათუმის დრამატულ თეატრში.
შეხვედრაზე აბიტურიენტებს გააცნობენ უნივერსიტეტის სიახლეებს, სერვისებს, ასევე მიაწვდიან ინფორმაციას გაცვლით პროგრამების შესახებ.
აჭარის დასაქმების სააგენტო პირველი აპრილიდან უფასო სემინარ-ტრენინგების ჩატარებას იწყებს, თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბების, სამოტივაციო წერილისა და CV-ის შედგენის საკითხებზე.
ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას სკოლის დირექტორის, რეზო იაკობაძის ინფორმაციით, დღეს სკოლაში 130 მოსწავლიდან გაკვეთილებზე დასასწრებად 40 -მდე მოსწავლე გამოცხადდა.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კომპანია „ბუგატოსა“ და ნანული გორაძის პროცესი გაიმართა. აჭარისწყალზე ჰესების მშენებელი კომპანია „ბუგატო ინშაათ მადენჯილიქ სანაი ვე თიჯარეთი”, აჭარისწყალზე მცხოვრებ ნანული გორაძეს, მის მეუღლეს ნუგზარ ლორთქიფანიძესა და ქალიშვილს ნინო ლორთქიფანიძეს, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია თებერვლის თვის სტატისტიკური და ანალიტიკური ანალიზი.
<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >
რამდენიმე საათის წინ, გონიოში ავტოსაზგაო შემთხვევის დროს ქალი დაშავდა. მსუბუქი დაზიანებებით მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეჯახების დროს მიკროავტობუსის კარები ჩაიკეტა.
თამარის დასახლებაში 59 ოჯახი ბარაკებში ცხოვრობს. მოსახლეობა „ბათუმელებთან“ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს.
ბათუმის ახალ ბულვარში ქვაფენილები ბალახისგანაა დაფარული. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვაფენილის ბალახებისგან გაწმენდა შეუძლებელია, რადგან ბულვარი ამ ფორმით არის დაპროექტებული.
აჭარის პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი გ. ფ და მოქალაქე გ. ჭ. დააკავეს.
ამ წუთებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მოსახლეობა, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისთვის ემზადება.
ადგილობრივთა განცხადებით, აქცია ჰესის მშენებლობის ადგილზე გაიმართება
პუშკინის ქ. N 19 მდებარე სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა ანგრევენ.
სახლის შესახებ შედგენილ ბარათში, რომლის ავტორები ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი და ძველი ბათუმის კოლექციონერი შოთა გუჯაბიძეა ვკითხულობთ:
ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას შესასვლელში, იქ სადაც გვირაბი უნდა აშენდეს, ამ წუთებში ოცამდე პოლიციელია მობილიზებული და ტერიტორიას იცავს, ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გენო გელაძის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ღურტაში ორი საათის წინ წავიდა, ამ წუთებში ხეობაში მოსახლეობას დანთებული აქვს კოცონი და ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
რამდენიმე წუთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“ მაღალმთიან აჭარაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და მოსახლეობის მხარდასაჭერ აქციას ჩაატარებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ მახარაძე, საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატმა ნოდარ ქარცივაძემ ჩაანაცვლა. ნოდარ ქარცივაძე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის, არმაზ ახვლედიანის მამიდას შვილია.
მაგული კახაძე, სოფელ ღურტას მკვიდრი ყვება იმის შესახებ თუ რა ხდებოდა დღეს დილიდან სოფელში და როგორ სცემა პოლიციამ: „იმ ტერიტორიაზე, სადაც კაშხლების მშენებლობაა დაგეგმილი, მოსახლეობა არ ვუშვებდით მძიმე ტექნიკას. პოლიციამ ძალა გამოიყენა ჩვენს მიმართ – მე, მაგალითად, დაზარალებული ვარ, ცემის გამო მტკივა წელი და ფეხი.
დღეს დასრულდა დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ მოკლე ნარდში ქალთა შორის. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ახორციელებდა აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაცია, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
გონიოს მოსახლეობა მიწის დაკანონებას ითხოვს. ადგილობრივებმა დღეს გონიოს ციხესთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილის, ანზორ მიქელაძის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ჩამორთმეული მიწების დაკანონებაა.
ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ ღურტაში მცხოვრები ოთარ იაკობაძის ინფორმაციით, ერთი საათის წინ მოსახლეობამ გზა გადაკეტა იმ ადგილას, სადაც კაშხლები და გვირაბი უნდა აშენდეს. მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის წრამომადგენლებს შორის დაპირისპრება იმით დასრულდა, რომ არჩილ ხაბაძე და მისი თანმხლები პირები სოფელში არ შეუშვეს.
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 975 ადამიანი ცხოვრობს, აქედან (61%) 10 374 ქალბატონია, ხოლო (39%) 6 601 მამაკაცი.
დღეს ბათუმის ეროვნულმა არქივმა 90 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის ეროვნულ არქივში მომუშავე ყველა თანამშრომელს მადლობის სიგელი, თანამშრომელ ქალბატონებს კი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს პერეზენტაცია გაიმართა. პროექტი „აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ მიერ ხორციელდება.
7 – 8 მარტს ნარდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის სპორტ სკოლაში ქალებს შორის ნარდის თამაშში შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ქალბატონები იღებენ. დღეს მონაწილე 42 ქალბატონიდან ნახევარ ფინალში 12 გადავიდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განყოფილება ახალი პროექტის „ყველაფერი ქობულეთზე“ განხორციელებას იწყებს. პროექტი ქობულეთის, როგორც საკურორტო ადგილის პოპულარიზაციასა და მისი ღირსშესანიშნაობების წარმოჩენას ითვალისწინებს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობას იწყებს.
,,უფლებებია ჩემი ყვავილები“ – ამ სახელწოდებით შეხვედრა დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე ქალთა მიმართ სტერეოტიპებზე, ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიასა და მის არსზე ისაუბრეს.
დღეს, 16 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, თანამედროვე ქორეოგრაფიული ცენტრი წარმოგიდგენთ ერთმოქმედებიან ქორეოგრაფიულ სპექტაკლს “სიყვარულისთვის” უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მოტივებზე.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის “დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის” ღონისძიების – “ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ და აჭარის განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
6 მარტიდან 12 მარტამდე, აგროსერვის ცენტრის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ერთობლივი პროექტი ხორციელდება, რომელიც რეგიონში სოფლად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ქედის რაიონულმა ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა. ოფისი, სადაც პარტია აქტივთან ერთად მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ ჩაირაზა. ორგანიზაციას ამ ეტაპზე ქედაში არც თავმჯდომარე ჰყავს.
ბათუმში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე _ წმ. ბარბარეს ეკლესიაზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის გარეშე დაიწყო, განახლდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წარმომადგენლებს და ანსამბლის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ქორიძეს შეხვდა.
დღეს, 17 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ დოკუმენტური ფილმის _ „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ _ ჩვენებასა და დისკუსიაზე.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების ისტორიებს ასახავს. დისკუსიას გაუძღვება ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი
დასწრება თავისუფალია.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთისას, 11 წლის გოგონას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ბათუმში გადმოჰყავთ.