ნეტგაზეთი • RU

35 წლის ქალმა ზღვაში თავი დაიხრჩო

 

ამ წუთებში სანაპირო დაცვის გემმა იახტკლუბში დაახლოებით 35 წლის ქალის გვამი შეიყვანა, რომელსაც კრიმინალისტები პროზექტურაში გადაასვენებენ. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია, ის ანგისის დასახლებაში ცხოვრობდა.

 

შეტყობინება აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით 13:00 საათზე შევიდა.


შემთხვევას ბულვარის დაცვის პოლიციელი შეესწრო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ქალი ზღვაში აკვაპარკის მიმდებარე სანაპიროდან გადახტა – “ჩვენი სამაშველო ტექნიკით შეუძებელი გახდა ზღვაში შესვლა, რადგანაც ხუთბალიანი შტორმია დაფიქსირებული. ამიტომ ორი მიმართულებით წავედით, ნაპირიდან და ზღვიდან, ნაპირიდან 50–70 მეტრში მყვინთავმა მოახერხა უკვე გარდაცვლილი ქალის აყვანა, მაგრამ ძლიერი დინების გამო ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო. მყვინთავამდე ვერც სანაპირო დაცვის გემები მივიდნენ. მათი გემზე აყვანა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩვენმა მყვინთავმა გარდაცვლილის სხეული ზღვის სიღრმეში შეიყვანა,” – ამბობს ის.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"