აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულ მოცეკვავეებთან შეხვედრა გამართეს. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა აქციის წევრებს, რომლებიც ორი კვირაა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ, ახალი შეთავაზება გააცნო.