ნეტგაზეთი • RU

სურსათი ეტიკეტის გარეშე – ჯარიმა 400 ლარიდან

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 300 ლარით.

 

ასევე,  სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი, რეალიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირება კანონმდებლობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 400 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარით.  

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"