ნეტგაზეთი • RU

ღურტაში ხვალ მემორანდუმის პირობებს მოისმენენ

 

დღეს აჭარის მთავრობაში მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზიაციების და  კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლებმა მემორანდუმის იმ პირობებზე იმსჯელეს, რაზეც ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობას უნდა შეუთახმდნენ. 

 

„მხოლოდ პირობებზე ვისაუბრეთ, ხვალ ავალთ სოფელში და ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფს გავაცნობთ მემორანდუმის პირობებს.  ვისაუბრეთ საჭიროების შემთხვევაში განსახლებაზეც, ზიანის შემთხვევაში კომპენსაციის განსაზღვრაზე, საუბარი იყო დასაქმებაზე, ასევე ინფორმაციის გასაჯაროებაზე დასკვნებთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ქართულ ენოვანი ვებგვერდის გაკეთებაზე.“ – განმარტა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გენო გელაძემ „ბათუმელებთან“.

 

ღურტაში მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვალ ელიან. მოსახლეობის თქმით, თუ მემორანდუმის პირობები არ დააკმაყოფილებთ, ისინი აქციას განაახლებენ.

 

ღურტაში მოსახლეობის მხარდასაჭერად ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებიც გეგმავენ წასვლას. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი (მოხალისე)