ნეტგაზეთი • RU

საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

 

თამარის დასახლებაში, დევნილების უბანში ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა.  

 

ამ დროისთვის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა და ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს.

სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის  ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ერთი ოთახი.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ახლა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"