ნეტგაზეთი • RU

შეხვედრა სოფელ ღურტის საინიციატივო ჯგუფთან

 

ამ წუთებში, ხულოს გამგეობაში მემორანდუმის პირობების შესახებ შეხვედრა სრულდება.  შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ესწრება.



შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა საინიციატივო ჯგუფს ის პუნქტები გააცნო, რომლებიც შესაძლოა მემორანდუმში ჩაიდოს. საინიციატივო ჯგუფი კონკრეტულ გარანტიებს მოითხოვს და ისინი მთავრობის გარანტად დადგომას არ მიესალმებიან. მათივე განცხადებით გარანტი შეიძება იყოს კონკრეტული თანხა ანგარშზე.


მთავრობის წარმომადგენელმა პარმენ ჯალაღონიამ მემორანდუმში ერთ–ერთ პუნქტად, გვირაბის და კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის  ზარალის ანზღაურება დაასახელა. მოსახლეობა ითხოვს მოსავლიანობის შემცირების საკითხზე გამოკვლევასაც – რამდენად შემცირდება მოსავალი და ამით რა ზარალი მიადგება მათ.

 

მომდევნო შეხვედრამდე, სოფლების წარმომადგენლებმა მემორანდუმში შესატანი თავიანთი ინიციატივები მთავრობას უნდა გაუგზავნონ. მომდევნო შეხვედრა დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შედგება.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ინაიშვილი (მოხალისე)