კლასიკური მუსიკის საღამო – ფესტივალი „ბათური საღამოები“

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური  ცენტრში გრძელდება ფესტივალი „ბათუმური საღამოები.“ 26  თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ  კლასიკური მუსიკის საღამოს. პროგრამაშია ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.  

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია 4 მილიონ 741 ათას ლარად

 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვლება სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ქუჩის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება განათების სისტემა. 

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

 

საქართველოს პარლამენტის შენობაზე ქუთაისში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაზე თბილისში, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში, დღეს დილიდან დროშები დაუშვეს. საქართველოს სახელმწიფო და აჭარის არ-ის დროშები დაშვებულია ბათუმშიც. 

რას მოუტანს აჭარის ბიუჯეტს ფრინველებზე დაკვირვება

 

ფრინველებზე დაკვირვების მიზნით აჭარის რეგიონს გასულ წელს 113 უცხოელი სტუმარი ეწვია. სათვალთვალო პუნქტებთან განლაგებულ სოფლის სასტუმრო სახლებში „ბერდვოტჩინგის“ მოყვარულებმა ჯამში 1010 ღამე გაათიეს. 2012 წელს იმავე მიზნით აჭარას მხოლოდ 36 ტურისტი სტუმრობდა. სასტუმრო სახლების შესაბამისად მხოლოდ 493 ღამეს იყო დატვირთული. 

მოსახლეობა სოფელში მისასვლელი ხიდის აღდგენას ითხოვს

 

ქობულეთის მუნციპალიტეტის, სოფელ კვირიკეში,  მცხოვრებლები მდინარე ლაფჩასთან  დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ. 

როგორ დავიბრუნოთ თანხა ბიუჯეტიდან

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა დაბალხელფასიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავ მინიმუმზე დარიცხული გადასახდების უკან დაბრუნების წესში. მოქალაქეები, რომლებსაც 2013 წელს დაერიცხათ ხელფასი 6000 ლარი ან ნაკლები, შესაბამისი თანხის დაბრუნებას საგადასახდო სერვისცენტრში მიუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ.

ყოფილი თანამშრომელი მთავრობას უჩივის

 

ყოფილი თანამშრომელი, სალომე ჟღენტი აჭარის მთავრობას სამსახურიდან დათხოვნის გამო ედავება. სარჩელს ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. სალომე ჟღენტი მთავრობის საივესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტისტად 2012 წელს აჭარის ყოფილმა მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ დანიშნა. მოსარჩელე მიიჩნევს რომ ის სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.   

ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათი უშუალო მონაწილეობით, 6-წლიანი ემბარგოს შემდეგ გასულ წელს მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქცია დაუბრუნდა რუსეთის ბაზარს;

სურსათის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით იმპორტირებული სურსათის მიხედვით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: კამეჩის/საქონლის ხორცი – ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია; ღორის ხორცი – ბრაზლია, კანადა, ჰოლანდია; ღორის ქონი – ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია; ცოცხალი საკლავი ღორი – უნგრეთი, დანია, გერმანია; ქათამი/ქათმის ნაწილები – აშშ, ბრაზილია, თურქეთი, უკრაინა; გაყინული თევზი – ნორვეგია, ახალიზელანდია, ესპანეთი, კანადა, აშშ; რძის პროდუქტები – უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი; ბოსტნეული – თურქეთი, ყირგიზეთი, უკრაინა; სასურსათო კვერცხი – თურქეთი, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, ირანი.

გოდერძის უღელტეხილზე კოტეჯები აშენდება

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე ექვსი სასტუმროს ტიპის კოტეჯი აშენდება. 

2500 ბავშვი სქოლიოზზე უფასოდ იმკურნალებს

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროფილაქტიკური კვლევების მიხედვით, აჭარის მასშტაბით 3000-მდე ბავშვს ხერხემლის პრობლემა აწუხებს. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებისთვის აჭარის ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. „სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა“ 2014 წლის განმავლობაში გაგრძელდება და რეაბილიტაციის კურსით 2 500 ბენეფიციარი ისარგებლებს.

„შარვალი კაბის ქვეშ – “ბათუმელების” სტატიაზე მოკვლევა დაიწყო

 

სახალხო დამცველის აპარატმა „ბათუმელების“ სტატიაზე მოკვლევა დაიწყო. სტატიაში საუბარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში დაწესებულ სასკოლო ფორმაზე იყო. დირექტორის გადაწყვეტილებით,  მოსწავლე გოგონებს სკოლაში შარვლით მისვლა ეკრძალებათ. 

ხანძარი სანაგვე ურნაში

 

დღეს ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე სანაგვე ურნა იწვოდა, მოქალაქეები გულგრილად უვლიდნენ გვერდს ცეცხლმოდებულ ურნას. 

 

<!** Image 1 align="" sub="დამწვარი ნაგვის ურნა" width="500" height="2048" >

დაზიანებები „ჭაჭა თაუერზე“

 

ამოვარდნილი ქვის ფილა, კოშკურის დანაგვიანებული ნაწილები და სხვა მცირე დაზიანებები, რომლებიც ამ ეტაპზე “ჭაჭა თაუერზეა”, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებამდე კეთილმოეწყობა.

 

 

 

<!** Image 2 align="" width="500" height="1200" >

მცირე გრანტები ბიზნეს იდეებისთვის

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“   ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის გადამზადების პროგრამას აგრძელებს.   პროექტს ახალი -ბიზნეს იდეების  კომპონენტი  დაემატა, რომლის ფარგლებში მცირე გრანტები გაიცემა.  

ნინო მახარაძე აჭარის ჩემპიონი გახდა

 

აჭარის ჩემპიონი მკლავჭიდში ბათუმელი ნინო მახარაძე გახდა. გამარჯვებულს გადაეცა თასი, სიგელი და მედალი. ნინო მახარაძე საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 10 მარტს ჩატარდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა

 

საქართველოს კონსტიტუციის შექმნიდან 93 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სტუდენტებს შეხვდა. მან 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ პირველ საქართველოს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უფასო პირადობის მოწმობა 17 000 მოქალაქემ აიღო

 

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის უფასო პირადობის მოწმობა 17 000-მა მოქალაქემ აიღო.

მედეა ჩარკვიანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

 

თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორს, მედეა ჩარკვიანს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს. 12 ათასი ლარი მედეა ჩარკვიანმა 25 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. 

ყინულის მოედანი აღდგენილია

 

ყინულის მოედანი აღდგენილია, ფუნქციონირებს სპორტული სექცია, ყინულის მოედანს დაუბრუნდნენ მოყვარული ჯგუფებიც. თუმცა დირექცია ჯერჯერობით მომსახურებას ვერ სთავაზობს იმ  პირებს, რომლებსაც მოედნით სარგებლობა პერიოდულად გასართობად უნდათ. 

„51 ჰაიკუ“ – პრეზენტაცია პრესკაფეში

 

„51 ჰაიკუ“ –  ანუ ამდენივე მოკლე სტრუქტურის ლექსი აერთიანებს წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს ბათუმის „პრესკაფეში“ შედგა. თაი ჰოკიარა ავტორის ფსევდონიმია. მას სახელის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ „ფსევდომანია“.

ბათუმის ბულვარი საკურორტო სეზონამდე ორი თვით ადრე

 

საკურორტო სეზონის დაწყებამდე ორი თვე რჩება,  ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია  აკვაპარკიდან ამფითეატრამდე კი შტორმის შემდეგ ისევ მოუწესრიგებელია. ჯერ  არც სარემონტო სამუშაოებია დაწყებული. 

ბათუმის აფიშა დღეს

 

კინოთეატრი ,,აპოლო’’   

12:00    ,,ტარზანი’’  3D 7  ( 7 ლარი)

14:00  ,,პომპეი’’ 3D 7 ( 7 ლარი)

16:30  ,,ზამთრის სიყვარულის ამბავი ‘’(8 ლარი)

19:00  ,,პომპეი’’ 3D 9  (8 ლარი)

22:00  ,,პომპეი’’ 3D 9  (9ლარი)

ლექტორ-მასწავლებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება დადო. ორგანიზაციის ინფორმაციით, მემორანდუმი სამ წლიანია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა პროექტებში ლექტორებისა და პედაგოგების ჩართვას ითვალისწინებს.

შავი ქამრის მფლობელი მაქსიმე გაფრინდაშვილი გახდა

 

საკვალიფიკაციო გამოცდა კიოკუშინკაი კარატეში დასრულდა. გამოცდა 30 წლის სპორტსმენმა მაქსიმე გაფრინდაშვილმა წარმატებით გადალახა და შავი ქამარი მოიპოვა. 

მცირე გრანტების პროგრამა მოსწავლეებისთვის

 

ბათუმის  „საზღვაო ჰოსპიტალი“ მოსწავლეებისთვის მცირე გრანტების პროგრამას აცხადებს. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება „ბათუმის სამოქალაქო კლუბის“ წევრებს შეეძლებათ. პროგრამის მიხედვით საპროექტო განაცხადი მომზადებული უნდა იყოს თემაზე: ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა. 

მოსახლეობა ჩაბარებული მანდარინის საფასურს ითხოვს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს მოსახლებამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ჩაბარებული მანდარინისა და ,,პავილიონში” მუშაობისთვის  კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს.

 

კონკურსი „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობაზე

 

 საკრებულო „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსს გამოაცხადებს, ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც ,,ავტოტრანსპორტის’’ დირექტორმა გია ლორიამ თანამდებობა დატოვა.

„რისკის ქვეშ“ – წიგნის პრეზენტაცია „პრესკაფეში“

 

„რისკის ქვეშ“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ“ ბათუმის „პრესკაფეში“ მოაწყო. „ჟურნალისტთა უსაფრთხოების სახელმძღვანელო“ ავტორებმა დღეს ადგილობრივ ჟურნალისტებს წარუდგინეს. 

საკრუიზო ტურიზმის ხიბლი და პრობლემები

 

საკრუიზო გემები ბათუმში უფრო ხშირად უნდა შემოვიდნენ – ეს აჭარის მთავრობის მთავარი გათვლაა მიმდინარე საკურორტო სეზონისთვის, რაც აჭარის ბიუჯეტში შემოსავლის გაზრდით უნდა აისახოს. მსხვილი ტურისტული კომპანიები კი საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებენ. ეჭვის საფუძველი ნავმისადგომის დღეს არსებული ინფრასტრუქტურაა. 

აივ/შიდსზე უფასო ტესტირება 50-მა ადამიანმა ჩაიტარა – კამპანია „უთხარი მეგობარს“

 

ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე კამპანია  „უთხარი მეგობარს“, რომელიც  აივ/ შიდსის ტესტირების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად, საინფორმაციო ფლაერებისა და ბუკლეტების დარიგებით დასრულდა.  

4500 ევრო პატიმარს სახელმწიფოსგან

 

პატიმრებს, რომლებიც არასათანადო პირობებში იმყოფებიან, მაგალითად, არ აქვთ ჯანდაცვისა და განათლების უფლება, წვდომა ჰიგიენურ საშუალებებთან, ან ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია ეზღუდებათ, უფლება აქვთ ციხის ადმინისტრაციას პირობების გაუმჯობესება მოსთხოვონ. პრეცედენტი, როცა პატიმრები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ, იშვიათია. ამის მიზეზად ადვოკატების ერთი ნაწილი კოლეგების არაპროფესიონალიზმს, ნაწილი კი პატიმრების შიშს ასახლებს.

პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის

 

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პროექტის  – ” შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის სტრატეგიების” პრეზენტაცია გაიმართა.  

ტენდერი აჭარის ტელევიზიის პროგრამებზე

 

 

 აჭარის ტელევიზია გეგმავს ოქტომბრიდან ახალი პროგრამებით გავიდეს ეთერში. ამისთვის აჭარის ტელერადიომაუწყებელმა სატელევიზიო პროგრამების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა დილის გადაცემაზე, სატელევიზიო ლექციებსა და დარგობრივ პროგრამებზე. 

დისკუსია მოსამართლეების მონაწილეობით

 

დღეს, 21 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  კლუბ „ლიგამუსში“ მართავს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციისადმი მიძღვნილ დისკუსიას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით.

საჯარო ლექციები ბიბლიოთეკაში

 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო. როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატო ჭყონია ამბობს, საჯარო ლექციები ბიბლიოთეკის ღონისძიებების სიაში წელს პირველად შეიტანეს და 2014 წელს სამი საჯარო ლექციაა გათვალისწინებული. მას სხვადასხვა დარგის სპეციალისტები წაიკითხავენ.

Exit mobile version