ნეტგაზეთი • RU

ბათუმის სასამართლომ ადვოკატს პატიმრობა შეუფარდა

დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობის ჩადენა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

 

 

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობები და მიიჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი დააკმაყოფილა, ბრალდებულები დააკავა.  

 

სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტაცია, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხესთან დაკავშირებით.
ბრალდებული ადვოკატი დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე ბათუმის და ხელვაჩაურის რაიონულ პროკურორებს წარუდგა როგორც მოქმედი პროკურორი, რაც ამ ეტაპზე მიუთითებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ “საჭიროები”-ს შემთხვევაში მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოება.

 

 

ის, რომ ბრალდებული წარსულში იყო პროკურორი და ამჟამად მოქმედი ადვოკატია და დასაბუთებული ვარაუდით ასეთი ხერხით დაეუფლა თანხას, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის თაობაზე. 

 

 

სასამართლომ ასევე გაიზიარა პროკურორის დასაბუთება, რომ ბრალდებულთა მხრიდან პროკურატურის სახელით მოტყუებით  თანხის დაუფლება ლახავს სამართალდამცავი სტრუქტურების იმიჯს და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"