ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას სკოლის დირექტორის, რეზო იაკობაძის ინფორმაციით, დღეს სკოლაში 130 მოსწავლიდან გაკვეთილებზე დასასწრებად 40 -მდე მოსწავლე გამოცხადდა.
როგორც სკოლის დირექტორმა „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტა, სკოლაში მოსწავლეებს მშობლები არ უშვებენ და ამ ფორმით გამოხატავენ ადგილობრივები პროტესტს სოფელში, გვირაბისა და კაშხლის მშენებლობის გამო.