ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13 მარტს, ხუთშაბათს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის მართავს ღია კარის დღეს და კონცერტს ბათუმის დრამატულ თეატრში.
შეხვედრაზე აბიტურიენტებს გააცნობენ უნივერსიტეტის სიახლეებს, სერვისებს, ასევე მიაწვდიან ინფორმაციას გაცვლით პროგრამების შესახებ.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ის ცნობილი შემსრულებლები, რომლებიც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან: ლუკა ზაქარიაძე, თეო ჩიტიშვილი, ბათუმის „სითი ბედნი“, ანსამბლი „ტბეთი“, ბსუს ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსამბლი და სხვა ჯგუფები.
შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში 15:00 საათზე დაიწყება.