ბათუმში 23 წლის მამაკაცი საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, რომელიც ზუბალაშვილის 18 ნომერში მდებარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ცნობით პირი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს 178 მუხლის მეორე ნაწილით.
25-ე არხის ინფორმაციით, დაკავებული ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ბანკის გაძარცვა დაგროვილი ვალების გამო გადაწყვიტა.