ქართველი მეზღვაურები ერთი თვის ანაზღაურებას და საგარანტიო წერილს მიიღებენ

 

„მეზღვაურები საქართველოში დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან. დღეს კი მათი ოჯახები ერთი თვის ანაზღაურებას მიიღებენ, ასეთია შეთანხმება“ – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ განაცხადა.  

გენდერული თანასწორობა აჭარაში

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე სტუდენტები და მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რა მდგომაროება გენდერული თანასწორობის მხრივ აჭარის მაღალმთიანეთში. 

მამუკა ახალაძე: ვმსჯელობთ როგორ დავეხმაროთ მეზღვაურებს

 

 

უკვე ოთხი თვეა ქართველი მეზღვაურები მიტოვებულები არიან თურქეთში გემთმფლობელის მიერ,ისინი საქართველოს მთავრობას სთხოვენ დახმარებას. მეზღვაურების ინფორმაციით, ხვალიდან მათ სასმელი წყლის მარაგიც ეწურებათ. “ბათუმელების” კითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა  ახალაძე პასუხობს. 

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ -მაჟორიტარები კამპანიის შესახებ

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მარტში სამოქალაქო კამპანია – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“  წამოიწყო.  კამპანიის სლოგანი ისმის ყველა ტელევიზიაში, ვრცელდება ინტერნეტში და პრესაში. ამის მიუხედავად საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას კამპანიის შესახებ არაფერი სმენია. არადა, პარლამენტში შესულ კანონპროექტს მხარი სწორედ მათ უნდა დაუჭირონ.

 

<!** Image 8 align="left" width="400" height="576" >

ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია

 

 

დღეს ბათუმში სასტუმრო ინტურისტში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანზაცია იურიდიულად 28 თებერვალს დაფუძნდა და ამჟამად 50-მდე სტუდენტია გაერთიანებული.

25-ე არხის საქმე

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საჯარო რეესტრს მიმართა და იმ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერების განახლება  მოითხოვა, რომელიც 2012 წელს „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ნათესავებს გადაუფორმეს. 

 

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით მამისეიშვილმა შეაჩერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურმან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

გონიოს მცხოვრებლები კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვენ

 

დღეს  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გონიოს 40-მდე მცხოვრები შეიკრიბა და ერთობლივი განცხადება გააკეთა. გონიოელები აჭარის მთავრობას კუთვნილი მიწების დაბრუნებას სთხოვენ. 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ

 

ხელვაჩურის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მალხაზ ფარტენაძეს პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ-ამის შესახებ “ბათუმელებს” ინფორმაცია მისმა ადვოკატმა რამინ პაპიძემ მიაწოდა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

 

 

მკვლელობაში ბრალდებული, 27 წლის გიორგი გიორგაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17-დან 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. გასანსჯელი თავს განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

 

10 000 ლარიანი კომპენსაცია მეწყერით დაზარალებულ ოჯახს

 

 

ქედის სოფელ ბალაძეებში მცხოვრები ცინცაძეების ოჯახი აჭარის მთავრობისგან 10 000 ლარ კომპენსაციას მიიღებს.   29 მარტს გვიან ღამით ხუთ სულიან ოჯახის სახლი მეწყერმა წაიღო.

განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში ბრალდებულები

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა  ორი ახალგაზრდის, რომლებიც ბრალდებულები არიან განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში. განზრახ მკვლელობის მუხლი 16-დან 20 წლამდე, ხულიგნობის ბრალდება კი 2-დან 5- წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუგა ღვინიაშვილი კავკასიის ჩემპიონი გახდა

 

29-30 მარტს თბილისის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტის დარბაში კინგ-ბოქსინგში კავკასიის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ბათუმელმა სპორტსმენმა გუგა ღვინიაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

  

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებენ

 

ხელვაჩაურის საკრებულოში ადასტურებენ, რომ მალხაზ ფარტენაძეს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს – 50 ათასი ლარის გადახდა შეუფარდეს. მალხაზ ფარტენაძე თანხის გადახდამდე რჩება პატიმრობაში.

 

დღესვე აღკვეთ ღონისძიებად შეუფარდეს გირაოს გადახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებულს – მალხაზ დიასამიძეს. სასამართლომ მას 8 ათას ლარის გადახდა დააკისრა გირაოს სანაცვლოდ. 

 

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“

 

 

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ 2015 წლის ბოლომდე და მიიღეთ საჩუქრად წიგნი „მოგზაურობა ძველ ბათუმში.“ 

კოლონადებთან ახალ ფილებს 342 332 ლარად დააგებენ

 

ბათუმის ბულვარში, თეთრი კოლონადების ირგვლივ  ქვაფენილი აყრილია და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“-ის სამუშაოთა მწარმოებელი რეზო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ კოლონადების ირგვლივ ახალი ქვაფენილი უნდა დაიგოს.   ახალი ქვაფენილების დასაგებად ბიუჯეტიდან 342 332 ლარი  დაიხარჯება. 

კოლხი ქალის სამკაულები ოქროს ფონდიდან

 

ვიწრო ოთახში მხოლოდ მინის კარადებია განათებული. თეთრ ფონზე დალაგებულ ნივთებს შორის ფერადი მინით გაწყობილი  საყურეები და  ბეჭედია, ნატიფად დაქარგულ ბუდეში ჩასმული ძოწის თვლით, რომელიც ელექტრონის განათების ქვეშ მელნისფერია. დაახლოებით 17 საუკუნის წინ ამ საყურეებსა და ბეჭედს კოლხი ქალი ირგებდა. მისი სახელი არ ვიცით,  არც იმ ოქრომჭედლის ვინაობა ვიცით, რომელმაც ეს სამკაულები დაამზადა, მაგრამ ვიცით, რომ ქალი კოლხი იყო. მისი სახლი იმ ადგილებში იყო, რომელსაც ახლა ფიჭვნარს ვუწოდებთ და ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პოლიტიკაზე საუბრისას ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, რა იყო მთავარი თემა: ამ პერიოდში ლაზეთის სამეფო ძლიერდებოდა, ჯერ ისევ ახალი რელიგია, ქრისტიანობა ვრცელდებოდა და ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია თანდათან იკრებდა ძალებს.  

პატიმრების მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშში

 

საქართველოს სახალხო დამცელის ანგარიში 633 გვერდიანია.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საკნებში პატიმრების მდგომარეობას. უჩა ნანუაშვილი, წერს რომ  პატიმრების განცხადებები,   ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან პატიმრების მიმართ უსაფუძვლო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. ანგარიშში წერია, რომ ადგილი  აქვს საკნებში ძალის გამოყენებას, როდესაც ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო განპირობებული თავისუფლებაშეზღუდული პირის ქმედებით, რაც ლახავს ადამიანურ ღირსებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა. 

 

საანგარიშო პერიოდში პატიმრები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებენ მაშინაც კი, როდესაც პატიმრები არ ეწინააღმდეგებოდნენ ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, პატიმრების განმარტებით, მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება წინ უსწრებდა ადმინისტრაციის სიტყვიერ მითითებას კონკრეტული მოქმედების შესრულებაზე. ასეთი პრაქტიკის  დამკვიდრების ტენდენცია, განსაკუთრებით, პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის დროს იკვეთება- წერს სახალხო დამცველი. 

შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი მერიას არ დაუთვლია

 

ბათუმის მერის მოადგილე დავით ლეკვეიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შტორმის შედეგად ქალაქს მატერიალური ზარალი არ მიუღია.

 

როგორ ესმით ლიბერალიზმი საქართველოში

 

„ათეისტები“, „ლიბერასტები“, „ეროვნული ფასეულობების მტრები“, „ტრადიციებთან მებრძოლები“ – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სტერეოტიპებისა, რომელსაც დღეს ქართველი ლიბერალების მიმართ გაიგონებ. რა არის სინამდვილეში ლიბერალიზმი და რა ღირებულებებს ატარებს ის? – ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის ისტორიისა და ცივილიზაციის დეპარტამენტის მკვლევარმა გრიგოლ გეგელიამ უპასუხა. 

31 მარტი საქართველოში პირველი რეფერენდუმის დღეა

 

„რით არის ცნობილი საქართველოს ისტორიაში 31 მარტი? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე  გამოკითხა.

 

თინათინ დუმბაძე: „ 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა“.

 

 

<!** Image 3 align="" width="600" height="640" >

 

 

 კახა ბუკია: „ არ  ვიცი არ მახსენდება არაფერი განსაკუთრებული” .

 

 

<!** Image 2 align="" width="600" height="640" >

 

 

 

პროკურორმა სასამართლოში პროკურორები დაკითხა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის მუხლით ძებნილი იუსუფ ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებული ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმის განხილვას. ძიების ვერსიით, არალეგალმა ლაკაევმა ბათუმში პოლიციელი დაჭრა. სასამართლოში მოწმედ დაბარებულ პროკურორებს კითხვები გასულ კვირას ბრალდებულმა დაუსვა. 

აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა კონკურსი გამოაცხადა

 

აჭარის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა  ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

 

მუნიციპალიტეტებში ელეტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

 

ამინდის გაუარესების გამო დღეს აჭარის მუნიციპალიტეტებში ელეტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ბათუმის საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს

 

შპს „ჰესტოკის“ დირექტორის გიორგი ქავჟარაძის ინფორმაციით  საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს. 

დღეს ბათუმში


კინოთეატრი ”აპოლო” 

 

16:30სთ -”სასტუმრო  The Grand Budapest”  –   ბილეთის ფასი:  7 ლარი სტუდენტებისთვის  4 ლარი

 

19:00სთ და 22:00 სთ – „ნოე“  3D – ბილეთის ფასი:   8ლარი  სტუდენტებისთვის 5ლარი

 

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი-

 

ოჯახური იდილია“ –  19:00 სთ ბილეთი 2-5 ლარი

 

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი –

 

 საბავშვო სპექტაკლი ”ნაცარქექია” – 15:00 სთ. – ბილეთი 5 ლარი

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზ

 

 

საქველმოქმედო კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

 

 დღეს 18:00

ბილეთის ფასი: 3 ლარი

საგზაო უსაფრთხოების კამპანია ბათუმში

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად საგზაო უსაფრთხოების თემაზე ადვოკატირების კამპანიას იწყებს. 

თოვლჭყაპი ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში დილიდან თოვლჭყაპია. 

 

 

აჭარის გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მამაუკა თურმანიძის ინფორმაციით ამინდის გაუარესებას ქალაქში პრობლემები არ გამუწვევია, არც გადაადგილება შეფერხებულა.

 

 

ავტო საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გზატკეცილზე, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია ოთხი ადამიანი.  ამ დროისათვის ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით მათი მდგომარეობა მძიმეა.

 

მეწყრული მოვლენები განვითარდა მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში.

 

 

გუშინ ღამის 12 საათზე ქედის მუნიციპალიტეტში,სოფელ ბალაძეეებში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ამ სახლში მცხოვრებთაგან არავინ დაშავებულა.

 

 

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში სამარშუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მგზავრები არ დაშავებულან. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი  სიტაუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით სამარშუტო ტაქსი  მაშველებმა სავალ ნაწილზე უკვე გადაიყვანეს. 

ქედაში მეწყერმა სახლი დაანგრია

 

დღეს, საღამოს, ქედის მუნიციპალტეტის სოფელ ბალაძეებში ჩამოწოლილმა მეწყერმა ცინცაძეების სახლი დაანგრია.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მოსამართლის აცილებას ითხოვს

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახი მოსამართლე დავით ახალბედაშვილის აცილებას ითხოვს. ამის მიზეზად კი განსასჯელების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზეწოლას ასახელებს.

„ბათუმელებს“ გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე ესაუბრა.

ხვალ ბათუმში ითოვებს

 

ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით  დღეს ღამის ათი საათიდან ბათუმში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან.

„მოხალისეთა კლუბი“ ბათუმში

 

დღეს ბათუმში ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ  ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ,,მოხალისეთა კლუბი”  ჩამოაყალიბა. 

დღეს ბათუმში ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშება

 

ბათუმში დღეს „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად საღამოს ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე სასტუმრო „შერატონსა“ და ქალაქის გარე განათებებში ელექტროენერგია გამოირთვება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მეციტრუსეებისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ციტრუსის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი თანხის ნაშთის გლეხებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ თემაზე დღეს, 29 მარტს, ორთაბათუმში, ციტრუსის მიმღებ პუნქტთან, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ბარამიძემ  ბრიფინგი გამართა.

საგამოძიებო სამსახური სოფელ ხალას რწუმებულის დაკავების მიზეზებს განმარტავს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფელ ხალას რწუმებულის დაკავების მიზეზებს განმარტავს:

Exit mobile version