სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს 30 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უჩიოდა:
„სააგენტო ედავება თეატრს, რომ არ არის დასრულებული სამუშაოები, პროექტის შესაბამისად. მას შემდეგ რაც ერთხელ უკვე სასამართლოს დადგენილებით დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარი, ექვსი თვის გასვლის შემდეგ მოხდა დაკისრებული თანხის გასამმაგება“ – ამბობს იურისტი, ძეგლებზე ნებართვისა და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი მირზა ცეცხლაძე.
საქმეს განიხილვდა მოსამართლე თამარ ბურჯანაძე, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს თოჯინებისა დამოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი მედეა ჩარჯვიანი: „ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოში მოგებული გვაქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმმოებელ კომპანიისთვის ეს საქმე, მათ დაეკისრათ 284 ათასი ლარი, ეს ჯარიმაც უნდა დაეკისროს ამ კომპანიას და არა ჩვენ“.