27-30 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში ფრენბურთში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში ქობულეთის, ქედის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმელები
27-30 მარტს ბათუმის სასპორტო სკოლაში ფრენბურთში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში ქობულეთის, ქედის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
დღეს, ბათუმში, ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს. იმ ადგილას, სადაც 1921 წლის 23 მარტს დაღუპული მებრძოლები იყვნენ დასაფლავებული, მოქალაქეები შეიკრიბნენ და დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.
დილაა, სიწყნარეა. საათი უკვე ათს აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 24-საათიან მუშაობას სამაშველო სამსახურში ახალი ცვლა იწყებს.
ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
დღეს ბათუმში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. წიგნების ბაზრობა ინასარიძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ვილმარტის“ წინაა მოწყობილი.
დღეს ბათუმში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში პოეზიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმელმა პოეტებმა მიიღეს.
აჭარის მთავრობას აჭარის უმაღლეს საბჭოში საპარლამენტო მდივანი ეყოლება. ინიციატივით მთავრობა უმაღლეს საბჭოში უკვე შევიდა.
დღეს ბათუმის სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი შეხვდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
26 მარტს თხილნარის კულტურის სახლში სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირი“ პრემიერა გაიმართება.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდებიან.
რამდენიმე წუთის წინ მეჯინისწყალზე მსუბუქი ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბათუმის ხელოვნების მუზეუმში დღეს ზაირა ნადირაშვილის გრაფიკული ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პარტია” თავისუფალი საქრთველოს” თავჯდომარე კახა კუკავა არასმთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
დღეს ბათუმში, საღამოს შვიდი საათის შემდეგ, ოთხ ბალაინ შტორმს ელოდებიან.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე” მუშაობა დაასრულა. „ღრუბელი” ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების ვირტუალური და ფიზიკური ინფრასტრუქტურული რესურსების კონსოლიდაცია მართვის ერთ ინტერფეისში.
განზრახ მკვლელობა დამამცირებელ გარემოებაში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით – ამ დანაშაულის ჩამდენებს გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოუტანეს.
სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო და იუსტიციის სახლი საქართველოს მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავზობს – სახელის ან/და გვარის შეცვლა ონლაინ.
„მაგალითად, თუ მე ჩავიდინე დანაშაული, მარტო მე კი არ მისმენენ ფარულად, უსმენენ ყველას, ვინც მე მირეკავს. ზუსტად იმის დასაბუთება, რომ ჩვენ გვისმენენ, ძნელია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველას მოგვისმინოს“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა“, გია ქარცივაძემ და ეს ფრაზა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შეხვედრიდან, რომელიც ბათუმში გაიმართა, „ეს შენ გეხება“ პროექტის ფარგლებში.
თხილნარის #1 საჯარო სკოლას 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაღუპული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრის მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა.
„რას ნიშნავს „ვაჰაბისტი?“ – ეს კითხვა ბათუმის სასამართლოში ბრალდებულმა მოწმეს, ამ შემთხვევაში შს სამინისტროს ოპერატიულ თანამშრომელს დაუსვა. მოწმემ უპასუხა, რომ არ იცის რას ნიშნავს „ვაჰაბისტი“. ამის შემდეგ ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, აღკვეთოს სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ შეურაცხყოფა სიტყვა „ვაჰაბიტის“ გამოყენებით. ამაზე მოსამართლემ უთხრა, რომ ის ვერაფერს შეცვლის.
24 წლის ბათუმელი პატიმრის, გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მკვლელობის გამო ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკა ჩიჩუამ მოაწოდა. ოჯახის წევრებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნას არ აცნობენ.
„მთელი წელი რეპეტიტორებთან მეცადინეობა დაახლოებით 3 600 ლარი მიჯდება, ამას დამატებული რამდენიმე საგანი, რომელიც საატესტატო გამოცდებზე ჩავაბარე, თუმცა ახლა ვფიქრობ, საატესტატოს ისეც ჩავაბარებდი, რომ არ მევლო რეპეტიტორებთან”, ამბობს ანა გვარიშვილი, რომელიც წელს აბიტურიენტია.
რას ფიქრობთ სტალინზე – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა სტუდენტებს დაუსვა.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყველაზე ძველ, 110 წლის წიგნების მაღაზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე შენობა სააქციო საზოგადოება „აჭარწიგნს” ეკუთვნის. დირექტორის, არსენ მგელაძის თქმით, სამ თვეში მაღაზიის ადგილზე ლიტერატურული კაფე იქნება. კაფეს „აჭარწიგნის” აქციონერები გახსნიან.
არასამთავრობო სექტორი კამპანიის – „ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ“ – ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი ამ ფორმით პარლამენტს მიაწვდიან საზოგადოების პოზიციას. კამპანიის მიზანია ფარული მიყურადების და თვალთვალის სფეროში არსებული სიტუაციის შეცვლა. როგორც „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება გარანტი იმისა, რომ იმ სისტემით, რა სისტემითაც დღეს ხდება ფარული მიყურადება და თვალთვალი, შემდეგში აღარ მოხდება.
ბათუმის ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჟამად აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია ხდება.
ბათუმში, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლაში, თბილისიდან მოწვეული პედაგოგი ტატიანა ბახტაძე და კონცერტმეისტერი ელენა ლილიუკოვა 22 მარტამდე ჩაატარებენ მასტერკლასებს პროფილურ საგანში – „ხალხურ-სცენური ცეკვა“.
„მე ვალდებული ვარ პატივი ვცე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, ამიტომ არ ვიზიარებ მას. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, პატივს ვცემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას“, -განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
<!** Image 2 align="left" width="300" height="487" >
სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული კოლეგია”, იწყებს ახალ პროგრამაზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური აქტივობის გაზრდას, მათ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გააქტიურებას უნივერსიტეტის პრობლემების მოგვარებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობის განხორციელებაში.
ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დონორებთან სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს განიხლავენ.
ინფორმაციას იმის შეახებ, რომ „პროკრედიტ ბანკი“ ბათუმში ფილიალებს ამცირებს, ბანკის წარმომადგენელი ნატო ბოჭორიშვილი არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ ბანკი ფილიალების განახლების პროცესშია.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის გუშინდელ ბრალდებას დღეს, 18 მარტს ოფიციალურად პასუხობს.
ირაკლი ჩავლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს და დოკუმენტად გაზეთ ”ბათუმელებში” ჟურნალისტ ნათია ზოიძის სტატია – ”ნაციონალური მოძრაობის”გამარჯვების ფორმულა” მოყავს.
ცოტა ხნის წინ ბათუმში “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” შეიქმნა. მისი დამფუძნებლები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტები ამბობენ, რომ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა იდეის განხილვასა თუ წინადადების მიღებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან შეთანხმებით აპირებს.
მახინჯაურში, რკინიგზის სადგურთნა ახლოს, ახალგაზრდობის ქუჩაზე მცხოვრები მამუკა ი. ტურამ დაკბინა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომლის, სოფიო კობალაძის სარჩელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასამართლომ უმაღლეს საბჭოს სოფიო კობალაძის თანამდებობაზე აღდგებნა და ნაცდური ხელფასის გადახდა დაავალდებულა.