ნეტგაზეთი • RU

ბათუმის საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს

 

შპს „ჰესტოკის“ დირექტორის გიორგი ქავჟარაძის ინფორმაციით  საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს. 

 

„იმ შემთხვევაში თუ ქარის სიჩქარე 15მ/წმ-ს გადააჭარბებს, საბაგირო გადავა ავარიულ მუშაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვევით ან ზევით მიმავალი მგზავრი შენელებული ტემპით მივა დანიშნულების ადგილზე.

 

ხოლო თუ მგზავრი მთაზე ასული დარჩება და საბაგირო შეწყვეტს მუშაობას, კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მის ქალაქში ჩამოყვანას. “ – ამბობს გიორგი ქავჟარაძე. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირმა დიმიტრაძე (მოხალისე)