„ნაციონალური მოძრაობა“ ციტრუსის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი თანხის ნაშთის გლეხებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ თემაზე დღეს, 29 მარტს, ორთაბათუმში, ციტრუსის მიმღებ პუნქტთან, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ბარამიძემ ბრიფინგი გამართა.
ირაკლი ბარამიძის თქმით აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში, ციტრუსის სუბსიდიებისთვის თანხა ორ ეტაპად გამოიყო:
არასტანდართული მანდარინისთვის და სტანდარტული ციტრუსისათვის. სულ 11 მილიონ 700 000 ლარი. აქედან დანახარჯმა მთელი თანხის 18 % – 2 მილიონ 207 000ლარი შეადგინა .
”რეალურად გამოყოფილი თნხიდან მხოლოდ 18,9%-ს აითვისეს, ესენი ფულს ვერ ხარჯავენ და არც გლეხს აძლევენ, რადგან იმ პირობებით, რაც იყო წამოყენებული თანხის მისაღებად ფერმერმა მისი მიღება ვერ შეძლო.
ვითხოვთ, ისე როგორც სტიქიისგან დაზარალებულ კახელ გლეხებს გადაეცათ ერთ კილოგრამ ყურძენზე ერთი ლარი კომპენსაციის სახით, ასევე მოხდეს აჭარელი გლეხების ზარალის კომპენსირებაც, რადგან ყინვისა და სტიქიის გამო მათ დიდი რაოდენობით ციტრუსი გაუფუჭდათ.” – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის როინ გოგაძის განმარტებით გამოყოფილი 12 მილიონი ლარიდან თანხის გაცემა დღემდე მიმდინარეობს და ფერმერები, რომლებსაც წესრიგში აქვთ ყველა დოკუმენტი, კუთვნილ თანხას მიიღებენ.
დოკუმენტების სახით სამინიტრო ფერმერისგან – დეკლარაციიის შევსებას, მიღება-ჩაბარების აქტსა და საბანკო ანგარიშის ნომერს ითხოვს.
როინ გოგაძის თქმით „ფერმერები, რომლებსაც არ აქვთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია სუბსიდიებს ვერ მიიღებენ.“
გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილი კი მთლიანად დაუბრუნდება ბიუჯეტს.