სახალხო დამცველი: „არ მეგონა, რომ აქ ამ მასშტაბის პრობლემა იყო“

 

დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელვაჩაურში, ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“, თვითნებურად ჩასახლებულ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  

აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახების კვლევა ჩატარდება

 

დღეს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა. 

100 ათასი ლარი ფარშევანგის კარიებისთვის

 

ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მათი უმეტესობა უკვე მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის აჭარის 2014 წლის ბიუჯეტში 6 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. 

25-ე არხის დირექტორი: სახელმწიფო ქონება დემოკრატიის ხელშეწყობისთვის გადმოგვცეს

 

6 აპრილს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც 25-ე არხის მეპატრონეებისათვის ერთ დღეში სახელმწიფო ქონების გადაცემასა და პროკურატურის მხრიდან არხის მფლობელებზე ზეწოლის შესახებ განცხადებას ეხებოდა, 25-ე არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია სურმანიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ქონება სახელმწიფომ არხის დამფუძნებლებს აჭარაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის გადასცა.

 

საქველმოქმედო კონცერტი ბილვანიძეების ოჯახის დასახმარებლად

 

13 აპრილს, 17:00 საათზე,  ბათუმის  სასპორტო სკოლაში 30-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “აფსაროსი”, ბილვანიძეების ოჯახის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტს  გამართავს.

დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოები გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე

 

 

 ბათუმში, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 2008 წელიდან მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შედეგად ე.წ. ჭაობის დასახლებაში დატბორვის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო.

ბათუმში ველოტრანსპორტის პუნქტები გაიზრდება

 

ბათუმის ველოპარკის მენეჯერის ინფორმაციით ბათუმში არსებულ 22 ველოტერმინალს 8 ტერმინალი კიდევ დაემატება. 

დევნილთა დასახლებაში კორპუსებს არემონტებენ

 

თამარის დასახლებაში კორპუსებს, რომლებიც ორი წლის წინ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა, არემონტებენ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში სწავლის საფასური შემცირდა

 

დღეს სასწავლო ცენტრ “ანრიში”, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ ღია კარის დღე მოაწყო. შეხვედრაზე აბიტურიენტებს სწავლის საფასურთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს.

TV4 – ახალი ტელევიზია ბათუმში

 

დღეს ბათუმში ახალი არხის, TV  4 -ის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ახალი  თანამგზავრული ტელევიზია – „მეოთხე არხი“ სარეკლამო კომპანია „ნიუ მედია აჭარას“ ბაზაზე შეიქმნა. TV  4  ზე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს როგორც საინფორმაციო გამოშვება, ისე  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუ.  

ბათუმელების აზრი რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე

 

დღეს რუსეთის დუმამ  მიიღო კანონი, რომელიც  იმ პირებისთვის, რომლებიც  რუსულ ენას თავისუფლად ფლობენ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითვალისწინებს. 

 

“ბათუმელები” დაინტერესდა  რას ფიქრობენ ბათუმის მცხოვრებნი ამ საკანონდებლო ცვლილებაზე. გთავაზობთ გამოკითხვას. 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციას თემურ კახიძე უხელმძღვანელებს

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ კახიძე დაინიშნა. ყოფილმა ხელმძღვანელმა ნუკრი დეკანაძემ კი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება ორი დღის წინ დაწერა, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა: „ ჩემი სურვილით წავედი“.

ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები წიგნად გამოიცემა

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ახალგაზრდა დამწყები და მოყვარული მხატვრების ნამუშევრებს  წიგნად გამოსცემს. ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული არტ კლუბის ფარგლებში,  28 აპრილს  ახალგაზრდა მხატვრების ნახატების გამოფენა მოეწყობა. 

საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური არჩევანი – დისკუსია უნივერსიტეტში

 

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის  – ნატოს  შექმნიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით  დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დისკუსია გაიმართა.

დისკუსია – საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური არჩევანი

 

ნატოს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს  13:00 სთ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია – საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით.

აჭარის განათლების სამინისტრო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს. სამინისტრო დაფინანსებას  უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გასცემს. 

დაუბეგრავი მინიმუმი და ხარვეზები ვებ-გვერდზე

 

პირველი აპრილიდან დღემდე, შემოსავლების სამსახურში, საქართველოს მასშტაბით 200 ათასზე მეტი დეკლარაციაა რეგისტრირებული. აქედან საბანკო დაწესებულებებს მიმართა 56 ათასმა ადამიანმა, დანარჩენებმა კი ვებ გვერდის საშუალებით გაიარეს რეგისტრაცია.

ღურტისა და დიდაჭარის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს ვერ შეხვდა

 

 

დღეს სოფელ ღურტისა და დიდაჭარის 40 მოსახლე ბათუმში, პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ჩამოვიდა, თუმცა, როგორც სოფელ ღურტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ოთარ იაკობაძემ თქვა, ირაკლი ღარიბაშვილს პროტოკოლის გამო ვერ შეხვდნენ.

როგორ დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი სახლიდან გაუსვლელად

  ნაბიჯი 1 გადადით ამ ბმულზე და შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები.  პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ, მომდევნო ველში ავტომატურად გამოჩნდება თქვენი სახელი, გვარი და მისამართი. გრაფაში: „მობილური“ – ჩაწერეთ მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც ჩართულია ქსელში და რომელზედაც მიიღებთ სპეციალურ კოდს. შემდეგ მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააკლიკეთ “გაგრძელება“–ს. ნაბიჯი 2 თუ თქვენ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, ავტომატურად გადადიხართ შემდეგ …

ხვალ – „გამქრალი ბათომი”

 

ხვალ, 13 საათზე, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ორგანიზაცია “ბათომი” და „ტფილისის ჰამქარი“ საჯარო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა “ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები“.

 

ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

 

დღეს გამთენიისას, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.

„ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ – დიდი უბნის დიდი პრობლემები

 

„მე ბათუმელი ვარ, ბათუმის პირველი სკოლა-ინტერნატიც „ჭაობში“ მაქვს დამთავრებული, კომახიძის ქუჩაზე უსინათლოთა სახლში ვიზრდებოდი, ასე რომ ამ უბანში ჩემთვის ყველაფერი ნაცნობია“, – ამბობს მერიის ტერიტორიული ორგანოს ბაგრატიონის უბნის რწმუნებული იოსებ შერვაშიძე. მას მიაჩნია, რომ რწმუნებულები ბევრი უფლებით არ სარგებლობენ, „თუმცა, მარტო ფოსტალიონებიც არ ვართ“. რა შეიცვალა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ უბანში ბოლო წლებში და რა პრობლემების გადაწყვეტა შეძლო რწმუნებულმა?  

პრემიერ–მინისტრი საზღვაო აკადემიაში

 

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

საკრებულომ მერიის 2014 წლის სახლმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილება შეიტანა

 

 

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. საკრებულომ მერიის 2014 წლის სახლმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილება შეიტანა.

სამინისტრო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს

 

წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამას ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრი ბათუმში

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბათუმში იმყოფება. ათ საათზე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს შეხვდა, შეხვედრა მედიისათვის დახურული იყო. 

 

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციები დღვანდელი მონაცემებით

 

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების რაოდენობა 17.0%-ით გაი­ზარდა, რაც 118 910 ერთეულს შეადგენს (20 603 პირველადი და 98 307 მეორადი ტრანზაქცია).

როცა ბავშვი არ გიღიმის – რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმზე

 

 

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა, რომელშიც ფსიქოლოგი შორენა მამულაძე და აუტიზმის სპეციალისტი ქეთი გოგიტიძე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

ვაკანსიები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო  15 ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს კონკურსს. 

ვინ რა წიგნებს უშვებს ბათუმში სახეტიალოდ

 

 

„მოხეტიალე წიგნების“ იდეას ბათუმშიც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. ფეისბუქზე გამოჩნდა გვერდი – „ბათუმში მოხეტიალე წიგნები“, სადაც მოკლე ინსტრუქციაცაა მოცემული, თუ როგორ უნდა გაუშვა რჩეული წიგნი „სახეტიალოდ“. გვერდს უკვე ოთხასამდე ადამიანი იწონებს.  

„მეოთხე არხი“ – ახალი ტელევიზია 4 აპრილიდან

 

ბათუმში 4 აპრილიდან კიდევ ერთი თანამგზავრული ტელევიზია – „მეოთხე არხი“ იწყებს მაუწყებლობას. როგორც ტელევიზიის დირექტორმა რამაზ ურუშაძემ „ბათუმელებთან“ თქვა, ახალი ტელევიზია სარეკლამო კომპანია „ნიუ მედია აჭარას“ ბაზაზე შეიქმნა. ამ ბიზნესში რამაზ ურუშაძის მეწილეები ლევან კალანდია და მურთაზ ფრანგულაშვილი არიან. ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებულ გეგმებზე „ბათუმელებს“ რამაზ ურუშაძე ესაუბრა.

ქართველი მეზღვაურები ერთი თვის ანაზღაურებას და საგარანტიო წერილს მიიღებენ

 

„მეზღვაურები საქართველოში დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან. დღეს კი მათი ოჯახები ერთი თვის ანაზღაურებას მიიღებენ, ასეთია შეთანხმება“ – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ განაცხადა.  

გენდერული თანასწორობა აჭარაში

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე სტუდენტები და მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რა მდგომაროება გენდერული თანასწორობის მხრივ აჭარის მაღალმთიანეთში. 

მამუკა ახალაძე: ვმსჯელობთ როგორ დავეხმაროთ მეზღვაურებს

 

 

უკვე ოთხი თვეა ქართველი მეზღვაურები მიტოვებულები არიან თურქეთში გემთმფლობელის მიერ,ისინი საქართველოს მთავრობას სთხოვენ დახმარებას. მეზღვაურების ინფორმაციით, ხვალიდან მათ სასმელი წყლის მარაგიც ეწურებათ. “ბათუმელების” კითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა  ახალაძე პასუხობს. 

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ -მაჟორიტარები კამპანიის შესახებ

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მარტში სამოქალაქო კამპანია – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“  წამოიწყო.  კამპანიის სლოგანი ისმის ყველა ტელევიზიაში, ვრცელდება ინტერნეტში და პრესაში. ამის მიუხედავად საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას კამპანიის შესახებ არაფერი სმენია. არადა, პარლამენტში შესულ კანონპროექტს მხარი სწორედ მათ უნდა დაუჭირონ.

 

<!** Image 8 align="left" width="400" height="576" >

Exit mobile version