ნეტგაზეთი • RU

ხვალ ბათუმში ითოვებს

 

ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით  დღეს ღამის ათი საათიდან ბათუმში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან.

 

„ველოდებით წვიმის გაძლიერებას და ექვს ბალიან შტორმს ზღვაზე.  ტბებში და მდინარეებში მოსალოდნელია წყლის დონის მომატება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი 15-20 მეტრი წამში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ამ დროსათვის ზღვის ღელვამ ოდნავ მოიმატა.“

 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით მობილიზებულია სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში, გაფრთხილებულია საგზაო სამსახური და სახანძრო, მობილიზებულია ტექნიკა.

 

ამინდის ბიუროს პროგნოზით კი ხვალ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში თოვლიანი წვიმა დაფიქსირდება. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები