შაკიკის წინააღმდეგ FDA-მ დაამტკიცა სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer Inc-ის ცხვირის სპრეი შაკიკის სამკურნალოდ. კომპანია „პფაიზერის“ მიერ შექმნილ სპრეის – zavegepant-ს, რომელიც გაიყიდება „ზავზპრეტის“ (Zavzpret) სახელით, შეუძლია მოხსნას ან/და შეამსუბუქოს ტკივილი და შაკიკის სხვა შემაწუხებელი სიმპტომები გამოყენებიდან უკვე 15 წუთის შემდეგ, განაცხადა წამლის მწარმოებელმა კომპანიამ პრესრელიზში. შეფასებულია, რომ შაკიკი გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის 10%-ზე მეტზე. შაკიკი დაახლოებით …

რა უნდა ვიცოდეთ ლიფის ტარების და ჯანმრთელობის შესახებ – მამოლოგის რჩევები

ძუძუს ჯანმრთელობასა და ლიფის ტარებას შორის კავშირის შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელთაგან ნაწილი მითია, ნაწილი კი რეალობა. „მედცენტრის“ ონკო-ქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ლიფის ტარებასა და ძუძუს კიბოს შორის კავშირს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ არასწორი ბიუსტჰალტერის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მკერდთან დაკავშირებულ ზოგადი ჩივილებთან. ქალბატონო მზია, მიიჩნევა, რომ მავთულიანი ლიფები საზიანოა …

რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც პირის ღრუში, უკან ამოიჭრება. როგორც წესი, ადამიანს ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზევით, ორი – ქვევით. მათი შენარჩუნება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს სიბრძნის კბილების თავისებურებებსა და მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გართულებებზე. ბატონო თენგიზ, რა არის სიბრძნის კბილი და როგორია მისი ამოჭრის ვადები? …

რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მილიარდი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში შესაძლოა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ძირითადად რეკრეაციულ სივრცეებსა და პირად მოწყობილობებში მუსიკის არაუსაფრთხო მოსმენის პრაქტიკის გამო. ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ [მუსიკალურ ფლეერებსა და სმარტფონებში] ყურსასმენებით არაუსაფრთხოდ და ხანგრძლივად მოსმენილი ხმა სმენის შეუქცევადად დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მაღალი ხმის მავნე ეფექტი, როგორც წესი, მყისიერად არ …

ძუძუს კიბოთი დაღუპვის რისკი 2-ჯერ მეტია კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში – ჯანმო

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავადობის კიბოა ქალებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა.  ჯანმო წერს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. ჯანმო: მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე …

რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება

წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება ხშირი პრაქტიკაა კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში, რადგან ბევრს შეცდომით სჯერა, რომ ლაქსატივები აჩქარებენ საკვების მოშორებას მანამ, სანამ საკვები შეიწოვება ორგანიზმის მიერ. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ საფაღარათო საშუალებების თვითნებურმა და სისტემატურმა გამოყენებამ, თუნდაც გახანგრძლივებული შეკრულობის დროს, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. იმას, რომ კვებითი …

მშობელთა სკოლა ორსულებისთვის აჭარაში – ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა

აჭარაში სოციალურად დაუცველი ორსულებისა და მათი პარტნიორებისთვის ამოქმედდა ახალი პროგრამული ღონისძიება – „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“. პროგრამის ფარგლებში, ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვის მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარდებათ. სასწავლო კურსის ბენეფიციარებს შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის: მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი. „მშობელთა სკოლა ითვალისწინებს ორსულთა …

აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა

აჭარაში “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლიდან 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა. სამინისტროს ცნობით,  უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით; დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა პროგრამის ამოქმედებისას 200 ათასი იყო, ახლა 300 ათასია. პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული …

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები

ის, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, პოპულარული რეკომენდაციაა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის მიღების აუცილებლობისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში საზიანოა. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე ამბობს, რომ არ არსებობს წყლის მიღების უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველას ერთნაირად ერგება; ექიმის განმარტებით, თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ …

როგორ ამოვიცნოთ დისბაქტერიოზი – ექიმის რჩევები

ადამიანის კუჭ-ნაწლავში „კარგი“ და „ცუდი“ ბაქტერიები მიკრობიომს, იმავე მიკროფლორას ქმნიან, ბაქტერიების ბალანსის დარღვევას კი დისბაქტერიოზი ეწოდება. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ დისბაქტერიოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არასათანადო კვებაა. ქალბატონო თამარ, რა არის დისბაქტერიოზი? დისბაქტერიოზი იგივე დისბიოზი არის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დისბალანსი. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სასარგებლო ბაქტერიების განადგურებით. დისბაქტერიოზს ახასიათებს სეზონურობა, …

„დოსიე“: კრემლი გეგმავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბელარუსის დაპყრობას

კრემლი აპირებდა ბელარუსის კანონმდებლობის ადაპტირებას რუსულთან, რომ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკა რუსეთის ინტერესების მიხედვით ემართა; ასევე გეგმავდა გაეზარდა სამხედროების ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე და მიეღწია იმისთვის, რომ რუსული ენა ყოფილიყო ბელარუსულთან მიმართებაში უპირატესი; ასევე დაერიგებინა ბელარუსებისთვის რუსეთის მოქალაქეობა. ყველა ამ მიზნის მიღწევა კი დაგეგმილი იყო ცხრა წლის განმავლობაში – 2030 წლისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „დოსიე“ აქვეყნებს, …

საქართველოში ნორმაზე მეტ მარილს მოვიხმართ – რა საფრთხეს უქმნის ეს ჯანმრთელობას

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს 8.5 მგ მარილს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ დოზას – 5 მგ დღეში. ბევრი მარილის მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია. ჯანმო სპეციალურ განცხადებაში იუწყება, რომ საქართველოში არაგადამდები დაავადებების, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარების შემცირება და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა. …

ბათუმში კიდევ ერთი ახალშობილი მიატოვეს – ამჯერად კლინიკაში

დღეს „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ [BMC] დედამ ახალშობილი დატოვა. 18 წლის გოგომ ორი დღის წინ იმშობიარა და კლინიკიდან დღეს, 17 თებერვალს გაეწერა. „დედამ უარი თქვა ბავშვზე. შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან – სოციალური მომსახურების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აცხადებენ კლინიკაში. დღეს, დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი იპოვეს. …

რა იწვევს პროსტატიტს და როგორ მკურნალობენ – ინტერვიუ უროლოგთან

პროსტატიტი, იგივე პროსტატის ჯირკვლის ანთება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური მდგომარეობაა. პროსტატიტი ხშირად იწვევს მტკივნეულ ან გაძნელებულ შარდვას, ასევე, ტკივილს საზარდულის, მენჯის არეში ან სასქესო ორგანოებში. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ლომაძე „ბათუმელებთან“ პროსტატიტის გამომწვევ მიზეზებსა და ამ მხრივ არსებულ რეკომენდაციებზე საუბრობს. ბატონო გელა, რა არის პროსტატიტი? პროსტატა არის წინამდებარე ჯირკვალი, რომელსაც აქვს როგორც …

ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება წყვილებში უნაყოფობის დასაძლევად ან ქორწინებაში არ მყოფი, დედობის მსურველი ქალებისთვის ორსულობის მისაღწევად. ამ მეთოდის ეფექტურობა საშუალოდ 13-17 პროცენტია, თუმცა ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ ქალების და იმ წყვილების რეპროდუქციული პოტენციალი, რომელთაც სჭირდებათ დონორის სპერმის გამოყენება, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ – უკეთესია [35–57%-ია], …

რა უნდა ვიცოდეთ ქიმიოთერაპიის შემდგომ გართულებებზე – ონკოლოგის რჩევები

ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მათი უმრავლესობა მართვადი ან პრევენცირებადია და, როგორც წესი, გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. „მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი, ქეთი ასანიძე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება და რომელთა სამართავადაც იწერება ე.წ. სიმპტომური თერაპია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჭამასთან, სითხის და სხვადასხვა …

ბრტყელი ტერფი და ფეხსაცმლის შერჩევა ბავშვისთვის – ინტერვიუ ექიმთან

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სახსრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ორთოპედთან კონსულტაციაზე ორჯერ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ „ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით“.  ბატონო დავით, რა შეიძლება გახდეს ბრტყელტერფიანობის განვითარების მიზეზი? მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას ხელს …

მარეგულირებელმა სააგენტომ ბელგიური წარმოების საინექციო სუსპენზია დიპროსპანი გაყიდვიდან ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V-ის მიერ წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ)/მლ 1 მლ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან გამოითხოვა. სააგენტოს ცნობით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილების გამო მიიღეს. მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში …

როგორ დავეხმაროთ ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას – ინტერვიუ პედიატრთან

მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ხდებიან ავად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან როგორც ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის პედიატრი და ოჯახის ექიმი, ციცი ჟორჟოლიანი ამბობს, ამის მიზეზი ბავშვების ჯერ კიდევ უმწიფარი იმუნური სისტემაა ქალბატონო ციცი, რა მიიჩნევა ხშირ ავადობად ბავშვებში და რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში, უმთავრესია ვიცოდეთ, რომ ხშირი ავადობა ბავშვებში განპირობებულია ზოგადად იმით, რომ ბავშვებს აქვთ …

„ცუდი“ და „კარგი“ ქოლესტერინი – რა მნიშვნელობა აქვს კვებას | ინტერვიუ ექიმთან

ორგანიზმში ქოლესტერინის მომატებული დონე გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ზრდის. გულის იშემიური დაავადების მესამედი გამოწვეულია მაღალი ქოლესტერინით – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება. ჯანმოს შეფასებით, გლობალურად, მაღალი ქოლესტერინი იწვევს 2.6 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას ყოველწლიურად. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ინტერვენციული კარდიოლოგი ბექა ვერძაძე ამბობს, რომ ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი ყველაზე ხშირად კვების ფაქტორით არის განპირობებული. მას „ბათუმელები“ …

ვის დაუფინანსდება აჭარაში თვალის ბადურის მედიკამენტური მკურნალობა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის დააფინანსებს თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალურ მკურნალობას ახალი თაობის ანტიანგიოგენური მედიკამენტებით. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ეს მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს შეზღუდული შესაძლებლობის რისკებს და ემსახურება ბენეფიციარების მხედველობის ფუნქციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. „მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურის ძვირადღირებული, მაღალეფექტური, ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. ამ …

ამოიღეთ კვების რაციონიდან ტრანს ცხიმები – ჯანმოს ახალი ანგარიში და გაფრთხილება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანგარიში მთავრობებს, კვების ინდუსტრიას და საზოგადოებას მოუწოდებს, კვების რაციონიდან ამოღებული იქნას ტრანს ცხიმები. ანგარიშში განმარტებულია, რომ ტრანს ცხიმების მიღება უკავშირდება გულის კორონარული დაავადების გართულებებსა და სიკვდილიანობის გაზრდილ რისკს. ტრანს ცხიმების საკვებად მოხმარების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად გულის კორონარული დაავადებით დაახლოებით 500 000 ადამიანი იღუპება ნაადრევად. ჯანმოს ნუტრიციისა და კვების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი …

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ

მენსტრუაციულ ციკლში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიგვანიშნებდეს. „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძეს ესაუბრა. ქალბატონო ზეინაბ, რა არის მენსტრუალური ციკლი, რა მიიჩნევა ნორმად? მენსტრუალური ციკლი არის საკვერცხესა და საშვილოსნოში მიმდინარე ციკლური ცვლილებები, რომელიც რეგულირდება თავის ტვინში არსებული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის რეგიონების მიერ. ნორმალური მენსტრუალური ციკლი გრძელდება დაახლოებით 21-დან 38 …

რა მეთოდით შეიძლება ხორცმეტების მოშორება – ექიმის რჩევები

ხორცმეტი, იგივე რბილი ფიბრომა, რბილი მრგვალი ფორმის მეჭეჭის მაგვარი წარმონაქმნია, რომელიც კანზე ჩნდება. კლინიკა “კანის” ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ მისი წარმოშობის მიზეზი კანის პაპილომა ვირუსია, რომელიც ავთვისებიანობით არ ხასიათდება. რა წარმონაქმნია ხორცმეტი? ხორცმეტი უფრო ხალხური სახელწოდებაა, მოსახლეობაში ხშირად პაპილომასაც ეძახიან, მას რბილი ფიბრომა ჰქვია და ის ვირუსული წარმონაქმნია, თუმცა ავთვისებიანობით არ გამოირჩევა, ანუ …

როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს – დერმატოლოგის რჩევები

სახის კანის სწორად მოვლა აუცილებელია მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კლინიკა “როგოს” ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, რომ კანის მოვლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა, მეორე კი – სწორად შერჩეული საშუალებებით, ყოველდღიური რუტინის შემუშავება. ქალბატონო მანანა, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს კანის ინტენსიური მოვლა? დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ასაკის პაციენტმა უნდა მოუაროს არამარტო სახის, …

11 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 11 ექიმს შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და …

6 რამ, რაც მეხსიერების დაქვეითებას ანელებს – ათწლიანი კვლევის შედეგები

ჯანსაღი ცხოვრების ისეთი წესების კომბინაციამ, როგორიცაა: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური აქტივობა და კვირაში ორჯერ მაინც სოციალიზაცია, შესაძლოა შეანელოს მეხსიერების დაქვეითების ტემპი და შეამციროს დემენციის რისკი. ამის შესახებ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები ათწლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერენ. კვლევის ფარგლებში გამოითვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის ქულა, რომელიც აერთიანებს ექვს ფაქტორს: ჯანსაღი დიეტა რეგულარული ფიზიკური ვარჯიში …

როგორ ხდება ჭარბწონიანობის მკურნალობა კუჭის ბალონირების მეთოდით

არაჯანსაღი, არასრულფასოვანი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. ჭარბი წონა თავის მხრივ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ რისკებთან, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია და ა.შ. წონის კლების არაინვაზიური მეთოდები, რომელთა შორისაა კუჭის ბალონირებაც, განიხილება მაშინ, როცა ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად უშედეგოა. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, …

აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ქალებისთვისაც უფასო გახდა

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლამდე ასაკის ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს. ავპ ვაქცინა, რომელიც რამდენიმე დოზით კეთდება, საქართველოში 2019 წლიდან  არის შეტანილი ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის, 2022 წელს შესაძლებელი გახდა 13-18 წლის …

რა იწვევს ანგინას და როდის ხდება საჭირო გლანდების ამოკვეთა | ექიმის რჩევები

ანგინა იგივე ქრონიკული ტონზილიტის მწვავე მიმდინარეობაა, უშუალოდ ტონზილიტი კი ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) და მიმდებარე ქსოვილების ანთებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსები, ასევე ბაქტერიები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. შესაბამისად, ტონზილიტი ქრონიკული დაავადებაა, გამწვავების პერიოდებით მანამ, სანამ არ მოხდება გლანდების მოცილება – ტონზილექტომია. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დემეტრე ბესელია განმარტავს, რომ ტონზილექტომია, …

როგორ მკურნალობენ გლაუკომას, თვალის ვერაგ დაავადებას – ექიმის რჩევები

გლაუკომა თვალის ქრონიკულ დაავადებაა, რომელიც სრული და განუკურნებელი სიბრმავის მიზეზი ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ონისე ნამჩევაძე ამბობს, რომ გლაუკომა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რადგან მის ბევრ ფორმას ხშირად არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ აქვს, ეფექტი კი იმდენად ეტაპობრივია, რომ პაციენტმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს მხედველობის ცვლილება, სანამ მდგომარეობა არ გართულდება. მაგალითად, გლაუკომის კვლევის ფონდის შეფასებით აშშ-ში გლაუკომა სამ …

როგორ ვუმკურნალოთ ჩუტყვავილას ზრდასრულ ასაკში – ინფექციონისტის რჩევები

ზოსტერის ვირუსით (VZV) გამოწვეული, მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება ჩუტყვავილა  ხასიათდება მაღალი გადამდებობით, უმეტესად ვრცელდება ბავშვთა ასაკში, თუმცა შესაძლებელია დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუ მას იმუნიტეტი არა აქვს. ექიმი ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე ამბობს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა. ბატონო რეზო რა ასაკიდან ახასიათებს ჩუტყვავილას მწვავე მიმდინარეობა? …

ბათუმში მედიკამენტების პროგრამას დიაბეტი და ეპილეფსია დაემატა

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ბათუმის მერიის პროგრამაში, რომელიც ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად 200-ლარიანი დახმარების გაცემას მოიცავდა, მომავალი წლიდან 500-ით მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი მილიონი ლარის ნაცვლად, 1 100 00 ლარი იქნება. გარდა ამისა, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ეპილეფსიის დიაგნოზისა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით …

544 პირი დააკავეს გამაყუჩებლების, კიბოს და სხვა მედიკამენტების გაყალბებისთვის – ევროპოლი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში, Shield II-ში  მიიღო მონაწილეობა. ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯამში 25 მილიონ ერთეულზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 544 პირი, დახურეს 5 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს 63 მილიონი ევროს ღირებულების ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგ …

რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა ისე, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დროული ჩარევის გარეშე გარეშე პრედიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ რამდენიმე წელიწადში მათ ტიპი 2 დიაბეტი განუვითარდებათ, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული დაავადებაა როგორც მსოფლიოში, ისე …

რა იწვევს ოსტეოართრიტს და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მოწვეული რევმატოლოგი ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვა არამედიკამენტური მკურნალობით, კერძოდ წონის კორექციისა და სამკურნალო ვარჯიშებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი, თუმცა ეს პროგრესირებადი დაავადებაა. ქალბატონო ხათუნა, რა არის ოსტეოართრიტი, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში? ოსტეოართრიტი …

Exit mobile version