სიახლეები,ჯანმრთელობა

ევროპაში სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი წინა კვირის შემდეგ 40%-ით გაიზარდა – COVID-19

29.10.2020
ევროპაში სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი წინა კვირის შემდეგ 40%-ით გაიზარდა – COVID-19

ჯანმოს ცნობით, ევროპის რეგიონში ყოველდღიური სიკვდილიანობის შემთხვევები თითქმის 40% -ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. როგორც ჯანმოს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-სთან საუბარში აღნიშნა, ახალი შემთხვევები რეგიონის მასშტაბით მესამედით გაიზარდა, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი კი თითქმის 40%-ით. „მიუხედავად ჰოსპიტალური გამტარიანობის  უკეთესად მართვისა, ზოგიერთი ქვეყნის საავადმყოფოები სწრაფად ივსება“, – თქვა მან.

ევროპის რეგიონის ქვეყნებმა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების ზომები კვლავ გაამკაცრეს, რომელთა ეფექტურობის გაანალიზებაც, ექიმი ჰარისის შეფასებით ორი კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ჩვენ დავინახავთ შემთხვევების შემცირებას, მაგრამ არა ერთ ღამეში” – განაცხადა მან.

როცა ცოტა ხნის წინ ევროპის რეგიონში ახალი შემთხვევების ძლიერი მატება დაიწყო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი კვლავ დაბალი იყო, სპეციალისტებმა თქვეს, რომ როგორც წესი სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ახალი შემთხვევების მატებიდან რამდენიმე კვირაში იქნებოდა მოსალოდნელი.

ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ითქვა, რომ ევროპის ბევრ ქალაქში რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ტევადობა უახლოეს კვირებში ამოიწურება. „ეს ძალიან საგანგაშო სიტუაციაა, რადგან სწორედ ამ დროს, ოქტომბერში, შემოდგომაზე გრიპის სეზონი იწყება.  გაიზრდება მოთხოვნა რესპირატორული დაავადებების მქონე პირთა ტესტირებაზე, ასევე, საავადმყოფოს სერვისებზე და ამრიგად, ჩვენ საგანგაშო სიტუაციაში ვართ” – განაცხადა მარია ვან კერჰოვმა, ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: