40 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში – Covid19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 19 ოქტომბერს, 40 118 314 შეადგინა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში (8 156 970) ფიქსირდება, შემდეგ მოდის ინდოეთი (7 550 273) ბრაზილია (5 235 344), რუსეთი (1 406 504) და არგენტინა (989 680).  მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, მაიკლ ოსტერჰოლმი …

16 000-მდე ახალი შემთხვევა ერთ დღეში – რუსეთში კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 

დღეს, 19 ოქტომბერს, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა 1 415 316-ია. ყველაზე მეტი ინფიცირებული – 5000 ადამიანი მოსკოვშია. დღეს მოსკოვის მერმა სერგეი მობიანინმა თავის ბლოგზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ქალაქის მთავრობა უკიდურესად მკაცრი ზომების დაწესებას არ …

ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება

პოლონეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ვარშავაში მდებარე ეროვნული სტადიონის გადაკეთება ქვეყნის პირველ საველე ჰოსპიტლად, რომელშიც კოვიდპაციენტები განთავსდებიან. “სამუშაოები შაბათს დაიწყო,”- ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ორშაბათს Twitter– ში განაცხადა. 58 50- ადგილიანი სტადიონზე მოწყობილი ჰოსპიტალი დასაწყისისთვის 500 კოვიდპაციენტზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პოლონეთის მთავრობის ცნობით, ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს მაქსიმუმ 1000 საწოლზე. პოლონეთში პარასკევს COVID19-ით 132 …

კოვიდი: აქვს თუ არა მნიშვნელობა სისხლის ჯგუფს? – ორი კვლევის შედეგები

აქვს თუ არა კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისთვის მნიშვნელობა ადამიანის სისხლის ჯგუფს? – ჟურნალ Blood Advances-ში გამოქვეყნებულ ორ ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ – აქვს. ერთი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი დანიაში, რომელთაგან კოვიდდადებითი იყო 7422, ხოლო 466 232 – კოვიდუარყოფითი. აღმოჩნდა, რომ სისხლის პირველი ჯგუფის (O) წარმომადგენლები ნაკლებად ინფიცირდებიან კორონავირუსით, ვიდრე სისხლის …

კოვიდის ახალი შემთხვევები მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია – რატომ?

ბოლო დღეებში COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა როგორც საქართველოში, ისე მთელს ევროპის რეგიონში. ამის მიუხედავად, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. „ახალი შემთხვევების რაოდენობა ორ-სამჯერ მაღალია, ვიდრე პირველი პიკის დროს იყო აპრილში. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც ორ-სამჯერ დაბალია, ვიდრე მაშინ”, – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე. მისივე …

ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია

არაერთ ქალს უწევს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მენსტრუალურ ტკივილთან გასამკლავებლად, ამის მიზეზი დიდწილად ისიც არის, რომ მცდარი წარმოდგენის გამო მენსტრუალური ტკივილი ნორმად მიიჩნევა.  მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური. რატომ ახლავს მენსტრუაციას ტკივილი, რას შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი და რა აქტივობები ამცირებს ტკივილის ინტენსივობას? – ამ თემაზე “ბათუმელების” კითხვებს, მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე პასუხობს.  რამდენად ხშირია მენსტრუალური …

ჯანმო არაეთიკურს უწოდებს ჯოგური იმუნიტეტის მეთოდს პანდემიის დასაძლევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების მიდგომას, რომლებიც ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედით მიიჩნევენ, რომ COVID19 თავისუფლად უნდა გავრცელდეს, არაეთიკური უწოდა. „ჯოგური იმუნიტეტი არის ვაქცინაციისთვის გამოყენებული კონცეფცია, რომელშიც მოსახლეობა შეიძლება დაცული იყოს გარკვეული ვირუსისგან, თუ ვაქცინაციის ბარიერი მიიღწევა,“ – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მან აღნიშნა, რომ მაგალითად, წითელასთვის დადგენილია, რომ თუ მოსახლეობის …

კორონავირუსი კანზე 7 საათით მეტს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი – კვლევა

SARS-CoV-2 ადამიანის კანზე დაახლოებით 9 საათს ძლებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება A ტიპის გრიპის ვირუსის (IAV) გამძლეობას კანზე, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 2 საათამდეა. „კანზე SARS-CoV-2-ის ხანგრძლივად დარჩენა ზრდის კონტაქტით გადაცემის რისკს; ამასთან, ხელის ჰიგიენამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს ეს რისკი”, – ამის შესახებ კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში წერია, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ადამიანის კანზე SARSCoV-2-ის სტაბილურობის …

როგორ აისახება COVID-19 ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და პაციენტებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, COVID 19-ის პანდემიამ 130 ქვეყნის 93%-ში შეაფერხა ან შეაჩერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უმნიშვნელოვანესი სერვისების მუშაობა, მაშინ, როცა ამ სერვისებზე მოთხოვნა იზრდება. ჯანმოს ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ მთელს მსოფლიოში გაზარდა მოთხოვნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ამის მიზეზი კი არის იზოლაცია, შემოსავლების დაკარგვა და შიში, რამაც ფსიქიკური დარღვევები ან უკვე არსებული დარღვევების …

სოსო ჯახია – ინტერვიუ BMC -ის კლინიკურ დირექტორთან

„წარმატებულ მენეჯერს გამოწვევები არ აშინებს, პირიქით, შეიძლება ითქვას, ის მუდმივად ეძებს სირთულეებს, რათა არსებული რეალობა სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებებით შეცვალოს. ასეთ დროს ძლიერი და წარმატებული გუნდი კი ყოველთვის გაძლევს სტიმულს, ბოლომდე დაიხარჯო ნებიესმიერ ბრძოლაში!“ – სოსო ჯახია, BMC – ის კლინიკური დირექტორი. მრავალწლიანი მართვის გამოცდილების მქონე წარმატებულმა მენეჯერმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის (BMC) კლინიკური დირექტორის პოსტი …

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პაციენტებს – ეს დასკვნა შვეიცარიის ტროპიკული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის, ბაზელის უნივერსიტეტისა და სან პაულოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაიდო. კვლევაში გააანალიზეს 92,664 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კლინიკურად და მოლეკულურად დადასტურებული ჰქონდათ Covid-19, გრიპის ვაქცინაციასა …

როგორ ამოვიცნოთ კანის სოკო და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი წარმოქმნა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს კანის, ფრჩხილისა თუ თმის სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექციების დიდი ნაწილი არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის, თუმცა დისკომფორტს უქმნის ადამიანს. როგორ ამოვიცნოთ კანის სოკოვანი ინფექციები და როგორია მათი პროფილაქტიკა? – ამ თემაზე მედიცინის დოქტორს, ექიმ-დერმატოვენეროლოგ ნატალია შავდიას ვესაუბრეთ. ქალბატონო ნატალია, რატომ ჩნდება სოკო? სოკო ხშირად ნამდვილად უკავშირდება ჰიგიენის წესების დარღვევას, თუმცა გააჩნია …

მეორე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს [ინფოგრაფიკა]

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 5259 შემთხვევა დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, 37 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 416 ახალი შემთხვევა 5 ოქტომბერს გამოვლინდა. 1-ლი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში გამოვლენილი კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების დიაგრამაზე ზედიზედ ორიდღიანი კლება აქამდე არ …

ევროპაში კორონავირუსით დაღლილობა მატულობს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე „Covid-19-ით დაღლილობის” საწინააღმდეგოდ ზომების მიღებას ითხოვს, რადგან ვირუსთან დაკავშირებულმა აპათიამ ზოგან მაღალ დონეს მიაღწია. „მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობა სხვადასხვა გზით იზომება და მაჩვენებლის დონეები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მონაცემი 60% -ს აღწევს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ დღეს, 6 ოქტომბერს. კლუგემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით …

საქართველოში შემოტანილი ერთ ტონამდე გაყინული ღორის ხორცი საბაჟოზე გაანადგურეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოვიდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახულ მონაცემებს, სამსახურის თანამშრომლებმა ხორცი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნიეს და შესაბამისი წესით გაანადგურეს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების …

რის ნიშანი შეიძლება იყოს თვალის დაღლილობა და სიწითლე

ასტიგმატიზმი საკმაოდ გავრცელებული დეფექტია, რომლის დროსაც ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ თუ პრობლემა უყურადღებოდ დარჩება, შესაძლოა მხედველობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს. თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ ასტიგმატიზმის აღმოჩენა რთული არ არის. ქალბატონო ელიტა, რა იწვევს ასტიგმატიზმს? ასტიგმატიზმი თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვალის რეფრაქციის (შუქის გარდატეხვის) სისტემის დეფექტია, რომელიც ვითარდება რქოვანას ან ზოგჯერ …

„ცხელი ცომეული მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის“ – რა ნიშნები მიუთითებს კუჭის დაავადებებზე

გასტრიტი არ არის ერთი ცალკეული დაავადება, ამ ზოგადი სახელით გარკვეულ მდგომარეობათა ჯგუფს მოიხსენიებენ, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ: კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტროენტეროლოგი ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების შემთხვევათა 90%-ში გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია, რომელიც უძლებს კუჭის მჟავე ნიადაგს და კუჭის ლორწოვან გარსში ბინადრობს. MayoClinic: გასტრიტის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლისა და …

რა პრობლემებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელების შემდეგ – კვლევის შედეგები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის, მაიკ რაინის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ზოგიერთ შემთხვევაში გრძელვადიანად ტოვებს კვალს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმზე და ეს ახალგაზრდებსაც ეხება. “გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს რჩებათ სუნთქვის გაძნელება, შეიძლება მწყობრში იყვნენ სიარულისას, ოფისში მისვლისას, მაგრამ, მაგალითად, ვარჯიშის ან სხვა დატვირთვისას აღმოაჩენენ, რომ სუნთქვის ეფექტურობა ნაკლებია. ადამიანები წლებს ანდომებენ იმას, რომ …

ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

ბათუმში კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ შეაფერხა იმ სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობენ. ცენტრები დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ვერ სრულდება ფიზიკური თერაპიის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. მშობლები შიშობენ, რომ თვეების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამ შეფერხების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აჭარაში 2500-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურებით. აჭარაში სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც განვითარების შეფერხების …

ჯანმოს ეპიდემიოლოგი: რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომ გავაკონტროლოთ ეს ვირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა ეპიდემიოლოგმა  მარია ვან კერჰოვმა 30 სექტემბერს ჯანმოს ფეისბუქგვერდზე მორიგი პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის პანდემიის პიკის თავისებურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალ კორონავირუსს სეზონურობა არ ახასიათებს, რომ იგი ყველა ტიპის პირობებში, კლიმატსა და რეგიონში ცირკულირებს, თუმცა მისი კონტროლი ჩვენს ხელშია. მოდერატორის კითხვაზე, იმყოფება თუ არა მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის …

კორონავირუსი და ახალგაზრდები – რატომ არის სიფრთხილე აუცილებელი

ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ უშუალოდ ვირუსზე, თუმცა საზოგადოებაში ჯერაც არსებობს დამოკიდებულება, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასაკობრივი პროფილი ზაფხულის პერიოდიდან საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. სპეციალისტები ამას 40 წელს ქვევით ასაკის ადამიანების გახშირებულ სოციალურ კონტაქტებს უკავშირებენ, …

გადადის თუ არა COVID-19 ორსული დედიდან ნაყოფზე?

ბათუმში კოვიდდადებითი სტატუსის მქონე უკვე მესამე დედამ გააჩინა ბავშვი, თუმცა აქვთ თუ არა ახალშობილებს კორონავირუსი, ჯერ უცნობია, ტესტის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, მიიჩნევა, რომ COVID19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ახალშობილებს ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში, დედასთან ან სხვა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტისას, რესპირატორული წვეთებით გადაეცემა. რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში გამოთქმულია …

ბათუმში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, აჭარაში, კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით, კოვიდკარანტინებში კი – 660. მისივე თქმით, გუშინ 82 პაციენტი გაეწერა კოვიდკარანტინებიდან. აჭარაში 24 ფეხმძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა …

აჭარაში საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – Unicef-ის კვლევით

2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგებით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში, ჩანს რომ დროის ამ მონაკვეთში, აჭარაში საკეისრო კვეთების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში, ზოგადად, მაღალია საკეისრო კვეთების მაჩვენებელი, MICS კვლევის თანახმად 2018-2019 წლებში სულ მშობიარობების 47% ჩატარდა …

ოქტომბერში შესაძლოა დღეში 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს დიდ ბრიტანეთში – მედია

კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორჯერ იზრდება – განაცხადა ქვეყნის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალენსმა. მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელად გააგრძელებს ზრდას, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება დღეში 50 000 ახალი შემთხვევა, რამაც ნოემბრისთვის „შეიძლება მიგვიყვანოს 200 გარდაცვალებამდე დღიურად“, – თქვა ვალენსმა დღეს, 21 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ლონდონში. „თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ვირუსი …

ჯანმო: სკოლების დახურვა უნდა იყოს ყველაზე ბოლო საშუალება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სკოლებთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს ყველაზე ბოლო ზომა, ისიც ადგილობრივ დონეზე, იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ინტენსიურია. „ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბავშვები მალე დაბრუნდნენ სკოლაში. გვინდა ასევე ვიცოდეთ რომ სკოლები უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოა. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლები გაიხსნა, სხვაგან ისინი რჩება დახურული. …

პანდემია გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს – ამირან გამყრელიძე

„პანდემიაა მსოფლიოში, რომელიც საუკუნეში ერთხელ არის ხოლმე, რომელმაც უკვე მილიონამდე ადამიანი შეიწირა, 29 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, პროგნოზი კიდევ არ არის სახარბიელო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისი თქმით, სერიოზული გამოწვევა იქნება ნოემბერი: „პანდემია ჯერჯერობით გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, ვერ ჩერდება, ერთადერთი – შემსუბუქდა ოდნავ. ჩვენ არ …

ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მატებისთვის. „სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, –  განაცხადა მან.  კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მასიური მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ჯანმოს ცნობით, კვირას, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში 307 …

ხშირად ეჯახებით ნივთებს? – რაზე მიანიშნებს წონასწორობის დარღვევა

შინ გადაადგილებისას გამუდმებით რაღაცას ეჯახებით და ამის გამო თავი მოუქნელი გგონიათ? შესაძლოა ეს მოუქნელობა კოორდინაციის დარღვევის ბრალია, რასაც ნევროლოგთან კონსულტაცია სჭირდება. ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე ამბობს, რომ წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა სხვადასხვა ორგანული პათოლოგიის სიმპტომი შეიძლება იყოს. ქალბატონო შორენა, რა სიმპტომები მიანიშნებს იმაზე, რომ არა უბრალოდ მოუქნელობასთან, არამედ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე? კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა, …

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აჭარაში [ინფოგრაფიკა]

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 115 პაციენტია. ეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობაა აჭარაში. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე თემაზე: 8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია  

როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-მდეა, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ აივ/შიდსის პრევენციის პროგრამის კონსულტანტი ზაზა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს უკვე აღენიშნება დამახასიათებელი სიმპტომები, საქმე გვაქვს აივის უკვე შორსწასულ  ფორმასთან, ანუ შიდსის …

ჯანდაცვის სამინისტროზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა დაფიქსირდა, მოიპარეს გარკვეული ინფორმაცია

შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული …

რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

დისკომფორტი და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულობით, დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად,  გულის ან თირკმლის უკმარისობა, თუმცა ყველაზე ხშირად  მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადება, იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქრონიკული ვენური უკმარისობა უმეტესად ვითარდება ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ, ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ დაავადებასთან. ვინ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში …

რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას

ღრძილებიდან მცირედი სისხლდენა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ დაავადებაში, პარადონტიტში გადაიზარდოს. საწყის ეტაპზე სისხლდენა შესაძლოა კბილების გამოხეხვის ან რაიმე მყარი საკვების დაღეჭვისას შენიშნოთ. მას უმეტესად არ ახლავს ტკივილი. პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი ამბობს, რომ ღრძილებიდან სისხლდენა, თუნდაც ცოტა რაოდენობით, ნიშანია იმისა, რომ დროა სტომატოლოგს მიმართოთ. „სახლის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება რთულია. პაციენტები თვითნებურად მკურნალობენ სხვადასხვა სავლებით …

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი? – ექიმის რჩევები

სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ არის რეკომენდებული, ამავდროულად სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია ეს პერიოდი ერთ წლამდე გახანგრძლივდეს. რას ნიშნავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – ამ საკითხზე კლინიკა „როგოს“ პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი გვესაუბრა. ბატონო აკაკი, რას გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენა? ეს გულისხმობს კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის სწორად შერჩევას, …

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო. ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და …

Exit mobile version