სიახლეები,ჯანმრთელობა

ახალი შემთხვევებით საქართველო სომხეთს მიუახლოვდა – COVID19 სამხრეთ კავკასიაში

21.10.2020
ახალი შემთხვევებით საქართველო სომხეთს მიუახლოვდა – COVID19 სამხრეთ კავკასიაში

პანდემიის საწყის ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის ბევრად მეტი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთი კვლავ პირველ ადგილზეა [68 530], შემდეგ მოდის აზერბაიჯანი [46 593], შემდეგ კი საქართველო [21 208]; თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო სომხეთის სტატისტიკას მიუახლოვდა.

20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სომხეთის მაჩვენებელზე [1 896] დაახლოებით 500-ით ნაკლებია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი აქტიური შემთხვევა სომხეთშია – 18 190, შემდეგ საქართველოში – 12 033, ბოლოს კი აზერბაიჯანში – 5 503.

საქართველოში ახალი შემთხვევების დიდი მატება სექტემბრის თვეში დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 172 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში სომხეთში გარდაიცვალა 20 ადამიანი, საქართველოში – 14, აზერბაიჯანში კი – 7. აქტიური შემთხვევების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

წყარო: worldometers

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: