მასწავლებელი: დამრჩა განცდა, რომ სკოლის კონკურსები ფორმალურია

გიორგი არობელიძეს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კვალიფიკაცია აქვს. მან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი  პროგრამა გაიარა, რის შემდეგაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. როგორც გიორგი არობელიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ჩაბარებული აქვს პედაგოგის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდაც. პენსიონერი მასწავლებლების ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლის შემდეგ საჯარო სკოლებში ვაკანსიები გაჩნდა. ვაკანსიები ჰქონდათ გამოცხადებული ბათუმის საჯარო სკოლებსაც. როგორც გიორგი არობელიძემ გვითხრა, ვაკანსიის დასაკავებლად მან …

დაიწყო საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პრაქტიკოსი და მასწავლებლობის მსურველებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდებზე: www.naec.ge ან online.naec.ge. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი, მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია.  საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება. პრაქტიკოსმა …

სახელმწიფო 7 ქალაქში პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელოსნოებს ააშენებს

საქართველოს შვიდ ქალაქში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისთვის სახელმწიფო სხვადასხვა პროფილის სახელოსნოების აშენებას გეგმავს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სახელოსნოების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 99 ათასი ლარია. ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური დავალება გაწერილია დამოუკიდებელი შენობების დასაპროექტებლად, ქვემოთ ჩამოთვლილი პროფესიული სასწავლებლებისათვის, შემდეგი სასწავლო პროგრამების პრაქტიკული (სახელოსნოების) სწავლებისათვის: [checklist] თბილისში – სსიპ …

საჯარო სკოლის მოსწავლეების ვაუჩერი გაიზარდა, კერძო სკოლების – არა

საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს დადგენილებით, გაიზარდა საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა, ასევე საჯარო სკოლებს გაეზარდათ საბაზო და დამატებითი დაფინანსება. სიახლეა ასევე ის, რომ საჯარო სკოლებს, სადაც არ არის მანდატურის სამსახური, დამატებით თანხას გამოუყოფენ; ასევე დამატებით გამოეყოფათ დაფინანსება საჯარო სკოლებს – საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის მიზნით. გაიზარდა სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული …

გამოცდების შედეგები: მასწავლებლობის მსურველმა 73%-მა საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურა

2019 წლის ზაფხულის გამოცდაზე, სადაც პედაგოგობის მსურველ პირებს საგნობრივი კომპეტენცია უნდა დაედასტურებინათ, 73-მა პროცენტმა, ანუ 6 568 პირმა ვერ დაადასტურა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაში 8 896 პირი მონაწილეობდა. აქედან უმრავლესობამ ვერ გადალახა 40- 60-პროცენტიანი ბარიერი. ცენტრის ინფორმაციით, ესენი არიან როგორც პედაგოგობის მსურველი, ასევე ის პირები, ვინც სხვა საგანში …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1.8 მილიონი ლარი სახელწიფო გრანტი გამოიყო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა. „უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარით განისაზღვრა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე …

ბათუმში კერძო სკოლების ნაწილმა სწავლის საფასური 500-ლარით გაზარდა – რა ეღირება სწავლა

ბათუმში ამ დროისთვის სულ 17 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლების ნაწილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბრიდან მოსწავლეებს სწავლის საფასური გაეზრდებათ. კერძო სკოლები სწავლის საფასურის გაზრდას ლარის ინფლაციას უკავშირებენ. საჯარო სკოლებში გამოცხადებული მასწავლებლების ვაკანსიების გამო კერძო სკოლებში შესაძლოა გაჩნდეს კადრების პრობლემაც. 500 ლარით გაზარდა სწავლის გადასახადი სკოლა „გიმნაზია 21-ე საუკუნის“ ადმინისტრაციამ. დირექტორი ირინა ქიქავა ამბობს, რომ გაზრდილი ტარიფი მხოლოდ …

Naec.ge-მ მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველებისა და  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. დაინტერესებულ პირებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2 400 ნაშრომი. დამოუკიდებელი …

რესურსცენტრების უფროსებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან  გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. გაიზრდება რესურსცენტრებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების ხელფასებიც. კერძოდ: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და …

41 000 აბიტურიენტიდან ეროვნული გამოცდები 28 740-მა ჩააბარა

2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი 41 000 აბიტურიენტიდან 28 740-მა აბიტურიენტმა დაძლია. მათგან 1011-მა აბიტურიენტმა 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. მთლიანობაში სახელმწიფო გრანტი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათ შორის 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1 455-მა სტუდენტმა და 50%-იანი დაფინანსება – 4 083-მა. საერთო თვალსაზრისით, 2019 წლს ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი აბიტურიენტების 71-მა%-მა დაძლია.  

რამდენით იზრდება პედაგოგების ხელფასები ამ სასწავლო წელს – მინისტრის განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე იმაზე ისაუბრა, თუ რამდენით გაეზრდებათ ხელფასები მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან. მინისტრმა კონკრეტული თანხა დაასახელა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ …

მამუკა ბახტაძე პედაგოგების ხელფასების მატებაზე

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს პედაგოგებს ხვდება. ბახტაძის თქმით, შეხვედრას ესწრებიან რეგიონებიდან ჩასული პედაგოგებიც. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება. პრემიერი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი იქნება 2150 ლარი, მენტორი პედაგოგების ხელფასი კი – 2450 ლარი. მამუკა ბახტაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, გაიზრდება თუ არა წლევანდელ სასწავლო წელს პედაგოგების …

დღეს მასწავლებლის პოზიციაზე 1000-ზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა

ბათუმში სულ რამდენიმე საჯარო სკოლაღა დარჩა, რომელსაც ვაკანსიას ჯერ არ გამოუცხადებია მასწავლებლის პოზიციაზე. ვაკანსიების გამოცხადება 24 აგვისტომდეა შესაძლებელი. ამ დროისთვის [12:00] ქვეყნის მასშტაბით 1300 ვაკანსიაა გამოცხადებული, თუმცა მონაცემები იცვლება. უკვე გამოცხადებული ვაკანსიებიდან 105 მასწავლებელს ბათუმის საჯარო სკოლები ეძებენ. ბათუმის მასშტაბით ყველაზე მეტ ახალ ვაკანსიას ამჯერად მეორე საჯარო სკოლა აცხადებს. შესაბამის გვერდზე გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, ბათუმის …

საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ფულად ჯილდოზე განცხადების მიღება 20 აგვისტოს სრულდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღების პირველი ეტაპი – რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის 2019 წლის 20 აგვისტოს 24 საათზე სრულდება. „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს, მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას …

არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი

ავტორი: ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ „ბიზნეს აკადემიის“ ტრენერი. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას. სახელმწიფომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია სპეცმასწავლებელს. სსსმ მოსწავლეებთან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას. ყველამ ვიცით, რომ სსსმ მოსწავლედ მიიჩნევა მოსწავლე, …

რომელი პროფესიის პედაგოგებს ეძებენ სკოლები – ახალი ვაკანსიები

სკოლები მასწავლებლების პოზიციებზე ვაკანსიების გამოცხადებას აგრძელებენ. თუ 15 აგვისტოს მასწავლებლის 109 პოზიციაზე იყო ვაკანსია გამოცხადებული, 18 აგვისტოს მდგომარეობით, სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 250-ზე მეტია. ყველაზე მეტ ვაკანსიას აცხადებს სკოლები თბილისსა და ასევე, ბათუმში. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, სადაც უფრო მეტი ხანდაზმული პედაგოგი  მუშაობს, ვაკანსიების გამოცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწყიათ. რაც შეეხება ვაკანსიებს ბათუმის სკოლებში, ამ ეტაპზე კიდევ …

ვაკანსიები სკოლებში მასწავლებლებისთვის

საჯარო სკოლებმა მასწავლებლის გამოთავისუფლებული პოზიციების შესავსებად უკვე დაიწყეს ვაკანსიების გამოცხადება. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის თქმით, მალე ქვეყანაში ვაკანსიების ბუმი იქნება. მაგალითად, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლამ უკვე გამოაცხადა 15 ვაკანსია სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციაზე. ამ სკოლას ყველაზე მეტი დაწყებითის მასწავლებელი სჭირდება. ამ პოზიციაზე სკოლა 6 ახალ მასწავლებელს ეძებს. მე-6 სკოლა ეძებს შემდეგი სპეციალობის მასწავლებლებს: ქართული ენა დაწყებითის …

არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როცა შვილი სასკოლო ასაკს აღწევს და პირველ კლასში უნდა წავიდეს, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა არის თუ არა ის სასკოლო პასუხისმგებლობის ასაღებად მზად? – „ბათუმელების“ კითხვებს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი რუსუდან ბერიძე პასუხობს. ქალბატონო რუსუდან, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა, არის თუ არა ბავშვი სკოლაში წასასვლელად მზად, პირველკლასელს ვგულისხმობ? რამდენიმე ისეთი საკითხია, …

თსუ: საერთაშორისო ურთიერთობებზე შესაძლოა მეოთხე საგნად დაემატოს ზოგადი უნარები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით,  ახალი მოდელის თანახმად,  უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებაზე 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა გამოცდას დააწესებს, ამის შესახებ კი, აბიტურიენტებს წინასწარ შეატყობინებს. „ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დისციპლინების სპეციფიკიდან გამომდინარე,“- განაცხადა რექტორმა. „მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შესაძლებელია  მეოთხე საგნად დაემატოს უნარები, ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის …

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა, ასევე ცვლილება შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში …

როგორი იქნება კომაროვის სკოლა ბათუმში

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ბათუმში კომაროვის სკოლის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით ფასთა კვლევას ატარებს. კომაროვის სკოლა ბათუმში, მდინარე ბარცხანას გასწვრივ [გოროდოკის დასახლებაში] სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. სკოლისთვის გამოყოფილია 72 352 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოშენობის ფართობი 6 333 კვ/მ. იქნება. ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.  სააგენტო მომსახურებას „D.B. დიზაინ ბილდის“ პრინციპით შეისყიდის, ანუ მიმწოდებელი თავად …

ვინ ისწავლის საირმის ტურიზმის სკოლაში, რომელმაც 200 კადრი უნდა დაასაქმოს წელიწადში

განათლების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საირმეში უნდა გაიხსნას ტურიზმის სკოლა, რომელიც წელიწადში  საშუალო რგოლის 200 სპეციალისტს მოამზადებს და „სპეციალისტები ავტომატურად დასაქმდებიან“.  სკოლა სასტუმრო და სარესტორნო საქმის სპეციალისტებს გამოუშვებს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისთვის აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო პარტნიორები მოამზადებენ. სად და როგორ დასაქმდება ყოველ წელს ტურიზმის სფეროს 200, საშუალო რგოლის სპეციალისტი? – მასპინძლობის ინსტიტუტის დამფუძნებელი მანანა უგულავა, …

5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ …

55-ათასამდე პირველკლასელს ადაპტირებული „დედაენა“ საჩუქრად დაურიგდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას 2019-2020 სასწავლო წლისთვის „დედაენის“ I კლასის  სახელმძღვანელოს დაბეჭდვასა და ტრანსპორტირებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, „დედაენა“ ორ ნაწილად [პირველი და მეორე ნაწილი – თითოეული 55 000 ტირაჟით] დაიბეჭდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად დაიბეჭდება ადაპტირებული, განახლებული „დედაენა“, რომელიც დამატებით სახელმძღვანელოს სახით, პირველკლასელებს საჩუქრად დაურიგდებათ. „2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ სკოლებში …

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 …

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს, 24 ივლისს, ბათუმში, „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ, რადგან სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. გორგოძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება. „თავიდან ითქვა, რომ გამსვლელ …

ბიოლოგიისა და ქიმიის ბათუმელი მასწავლებლები, რომლებიც კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მიდიან

მაგდანა ხაბაძე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და შპს „განათლების“ ბიოლოგიის მასწავლებელია, რუსუდან შავაძე კი მე-6 საჯაროს სკოლაში ქიმიას ასწავლის. ისინი იმ 12 მასწავლებელს შორის არიან, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. რას ელოდებიან ამ სტაჟირებისგან პედაგოგები და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საჯარო სკოლებში სწავლება აქტიური გახდეს. გამარჯვებულ პედაგოგებს „ბათუმელები“ ესაუბრა. …

გამარჯვებული კონკურსანტები აჭარიდან – 12 პედაგოგი სტაჟირებას პოლონეთში გაივლის

ვარშავაში საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსის 12 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა. ბიოლოგია: ნინო ქათამაძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა) ნონა ქორიძე  (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა) მაგდანა ხაბაძე (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა) ბუნებისმეტყველება: დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ნინო მალაზონია (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა); თამარ კონცელიძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა); ფიზიკა:  მერაბ დიასამიძე  (ქედა, მახუნცეთის საჯარო სკოლა); …

რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში, სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან. პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს. როგორც პროექტის მენეჯერი მარიკა ციბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის პროგრამაში 50-მდე პირია დარეგისტრირებული. „ბევრმა გამოთქვა სურვილი, ამიტომ ოქტომბერში კიდევ დაემატებიან ბენეფიციარები“, – გვეუბნება ციბაძე. მისი …

კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარაში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 პროცენტის და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას: სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან  (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების …

ბავშვს 1912 წლის ლექსიკით ვერ დავხვდებით – მასწავლებელი დედაენის სკოლაში დაბრუნებაზე 

პრემიერმა და განათლების მინისტრმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენას“ აბრუნებენ. პრემიერის აზრით, „დედაენის“ დაბრუნება ეროვნული იდეაა და ის სასწავლო პროგრამიდან „უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს“. თუმცა განათლების სამინისტროში ისიც ითქვა, რომ  საუბარია არა უშუალოდ „დედაენის“ შემოტანაზე, არამედ გოგებაშვილის მეთოდზე. რატომ არ უნდა ვასწავლოთ 21-ე საუკუნის ბავშვებს 1912 წლის სახელმძღვანელოთი, – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს თათა ჭანტურიას …

ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

16 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მე-11 საერთაშორისო ვორქშოფი“ გაიხსნება. ბსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი  მაგნიტურ, ოპტიკურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ  და ნანომასალებში ახალი კვლევების, მიღწევებისა და შედეგების გაცნობაა. კონფერენციაში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, გერმანიის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები. „კონფერენციის ამოცანაა შექმნას …

სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვთ. ამის შესახებ განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო. დღეს, 15 ივლისს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში „დედაენის“ …

საგნობრივ გამოცდაზე მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე ერთ-ერთი მასწავლებელი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „იყო დაგვიანების 9 შემთხვევა, სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა, ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა“. პედაგოგები დღეს გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. გამოცდები გუშინ, 10 ივლისს, დაიწყო. ცენტრის ინფორმაციით, სამივე …

ძველი თაობის ლიდერები არ უსმენენ ახალგაზრდებს როგორც საჭიროა – ევროპული კონფერენცია ბათუმში

დღეს, 11 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო ევროპული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა,  რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც ესწრება. დღის პირველ ნახევარში მიმდინარე პანელზე შვედეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დემოკრატიის მნიშვნელობაზე ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა განათლების მნიშვნელობას, რადგან დისკუსიის მონაწილეთა განცხადებით, სწორედ მათზე დგას რეფორმები და ცვლილებები. „მე კარგად მახსენდება წინა …

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 15 პროცენტი არ გამოცხადდა

დღეს, 10 ივლისს, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე მასწავლებელთა 15 პროცენტი არ გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 25 ათასზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, აქედან 5 ათასი – მასწავლებლობის მსურველი, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი სესია პრაქტიკოსი პედაგოგების პროფესიული უნარების დადასტურებას დაეთმობა. ზაფხულის გამოცდაზე პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებიც დარეგისტრირდნენ. …

Exit mobile version