საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 17  ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, არჩევნები ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდება, თუ ეტაპობრივად. ამ თემაზე განცხადებას სამინისტრო ხვალ, 4 ივნისს, გააკეთებს. სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის …

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის …

რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით  „სექსუალური შევიწროება?- დისკუსია სტუდენტებთან

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თავისუფალ სივრცეში“, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, სტუდენტებს სექსუალური შევიწროების შესახებ ესაუბრა. „რა ასოციაციები მოგდით თავში, როცა გესმით „სექსუალური შევიწროება? “- თემაზე დისკუსია ამ კითხვით დაიწყო. იურისტის განმარტებით, ხშირად, გარკვეული სახის ქმედებები გამომდინარეობს კულტურული ფაქტორებით და უარს არ აღიქვამენ უარად. „თავს იფასებს“, – იტყვიან და ბოლომდე …

„სულ უნდა იყო გამოსავლის ძიებაში, ყველაფერი უნდა სცადო და ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებს“

მიხეილ პაპუნიძემ რამდენიმე დღის წინ სკოლის წარმატებით დასრულებისთვის ოქროს მედალი მიიღო. მან სკოლა შარშან დაასრულა, თუმცა მედალი წელს გადასცეს. 19 წლის მიხეილი უკვე პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს. მიხეილ პაპუნიძე შვიდი წელია რაც ეტლით მოსარგებლეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ იყო, …

65 წლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლის დატოვებას გამოცდაზე გასვლა არჩია

65 წლის ეთერ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს პირველად დარეგისტრირდა. სახელმწიფო პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს ჯილდოს სთავაზობს. თუ პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციას არ დაადასტურებს, მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება. რატომ გადაწყვიტა საგნობრივი გამოცდის ჩაბარება – გთავაზობთ ბლიც-ინტერიუს ეთერ დუმბაძესთან. ქალბატონო ეთერ, რა იყო მთავარი მოტივი თქვენთვის, როცა …

სკოლა, რომელსაც 32 მასწავლებლიდან 10 ტოვებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის ათმა პენსიონერმა პედაგოგმა დღეს სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებსაც სტატუსი არ აქვთ, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ ჯილდოს – ორი წლის ხელფასს ჯამურად სექტემბერში მიიღებენ. კირნათის სკოლის დირექტორის თქმით, პროფესიაში დარჩენა  მხოლოდ ორმა პენსიონერმა მასწავლებელმა გადაწყვიტა. დირექტორი ამბობს, რომ ისინი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე აპირებენ გასვლას. „ერთი პედაგოგი ჯერ …

ქართული სკოლისა და უნივერსიტეტის სუსტი მხარე – კვლევის კომპონენტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, ასევე, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობას კვლევებში. ანა ციხელაშვილი მეთერთმეტეკლასელია, კონფერენციაში შარშან მიიღო პირველად მონაწილეობა. ჩართული იყო საგანმანათლებო სექციაში. „გავაკეთეთ მოხსენება და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რა ვალდებულებები და რა უფლებები აქვს მას სახელმწიფოს მიმართ. მანამდე არ მქონდა …

აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ბაგრატ მანველიძე შეასრულებს

აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი გუშინ, 26 მაისს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის მოვალეობას დღეიდან პირველი მოადგილე, ბაგრატ მანველიძე შეასრულებს. როგორც ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობას კანონმდებლობის მიხედვით ასრულებს. ახალი მინისტრი კი ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირველი მოადგილე გახდეს მინისტრი, ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ …

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2020 წლიდან

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მასწავლებელმა 2020 წლიდან იმ შემთხვევაში, თუკი სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტს, რას ვერ მიიღებენ პენსიონერები, თუკი ჯილდოზე წელს უარს იტყვიან და ვინ წყვეტს, როგორი უნდა იყოს სკოლა? – „ბათუმელების“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს. ბატონო ბერიკა, 2020 წლიდან მასწავლებელი ახალი სისტემით შეფასდება, რა იცვლება არსებითად? მასწავლებლის შეფასების ახალი …

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გამოხმაურება

საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, „ბათუმელებში“ დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება.  ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი, ნათია ანდღულაძე, პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების დაჯილდოების თემას შეეხო. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სურს გამოეხმაროს  „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნათია ანდღულაძესთან, რომელიც ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსებს ეხება. მასწავლებლის პროფესიის …

საგნობრივ გამოცდაზე 5-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისათვის მთლიანობაში 25 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ცენტრის ინფორმაციით, 5 ათასამდე პირი, ვინც რეგისტრაცია გაიარა, მასწავლებლობის მსურველია, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი. რეგისტრაცია ხვალ, 24 მაისს, მთავრდება. ცენტრის ინფორმაციით,  რეგისტრაციის დროს სტატუსს არ ამოწმებენ, შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების …

უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სამინისტრო მასწავლებლებს და დირექტორებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, ხშირად აცხადებს კონკურსებს გამორჩეული მასწავლებლების დაჯილდოების მიზნით. ახლახან მასწავლებლის სახლმა „საუკეთესო დირექტორის“ კონკურსიც გამოაცხადა. უნდა ატარებდეს თუ არა სამინისტრო მსგავსი შინაარსის კონკურსებს იმ უწყებებში, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად აკონტროლებს და რა ზიანდება სამინისტროს მსგავსი პოლიტიკით? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მკვლევარი ნათია ანდღულაძე საუბრობს. ნათია, ფიქრობთ …

ბათუმის რომელ საჯარო სკოლებშია თავისუფალი ადგილები – პირველკლასელთა რეგისტრაცია

ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილები ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში შევსებულია, გარეუბანში მდებარე სკოლებში კი 160 ადგილია დარჩენილი. პირველკლასელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ იზღუდება და ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლაში რეგისტრაცია გარეუბნებში მცხოვრებ ბავშვებსაც შეუძლიათ. ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა. აქედან პირველკლასელების მიღება ამ ეტაპზე  მხოლოდ შვიდ საჯარო სკოლას შეუძლია. …

განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფო 210 943 ლარით აზარალა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017-2019 წლის პირველ ნახევარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, საჯარო უწყების მიერ განხორციელებული ხარჯები კითხვებს აჩენს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი 2017-2018 წლებში 382-ჯერ იყო ჩართული სასამართლო დავაში. აქედან, 11 საქმე შეეხებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია-ავტორიზაციის მინიჭების ან გაუქმების საკითხებს. ამ პერიოდში ცენტრმა 139 საქმე წააგო, …

როგორია მასწავლებლის საგნობრივი გამოცდის ხანგრძლივობა და ქულები საგნის მიხედვით

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია 24 მაისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ათი ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია. როგორი იქნება 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ განთავსებულ ცხრილში. საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს …

ბოლო ზარი ბათუმის საჯარო სკოლებში [ფოტო]

დღეს, 20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. გოგონებმა და ბიჭებმა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს ერთმანეთს. მოზარდები ერთმანეთს სკოლის დასრულებას ულოცავდნენ. სახესა და ხელებზე გულებმიხატული მოზარდები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სკოლის დასრულება უხარიათ, თუმცა, წლების შემდეგ, აქ გატარებული დღეები ალბათ მოენატრებათ. მე-16 სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ბიბინეიშვილი: ეს დღეები ცოტა დაძაბულია, რადგან წინ გამოცდები …

რამდენი პენსიონერი პედაგოგი ტოვებს ბათუმში სკოლებს ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

ბათუმის საჯარო სკოლებში 157 პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი მუშაობს. განათლების სამინისტროს შეთავაზება – ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის ნაცვლად, საინტერესო ჯერჯერობით მხოლოდ 20 მათგანისთვის აღმოჩნდა. სწორედ ამდენმა პედაგოგმა მიიღო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება. სხვები ჯერ ფიქრობენ, ზოგი მათგანი კი, სავარაუდოდ, საგნობრივ გამოცდას ჩააბარებს. პედაგოგებს მოფიქრებისთვის კიდევ 10 დღე აქვთ. რომელ საჯარო სკოლაში როგორი სურათია და რა მოლოდინები …

სამინისტრო მზადაა 11 000 პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ჩაანაცვლოს სხვებით

განათლების სამინისტრომ პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების სამსახურიდან წასვლის მექანიზმი შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაუჯდება. აქვს თუ არა კრიზისის დაძლევის გეგმა სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგების დიდი ნაწილი დათანხმდება ჯილდოს აღებას და დატოვებს სკოლას? სკოლებში ახალი კადრების შეყვანის რა ვერსიებს განიხილავენ და როგორია პროფესიაში დარჩენის მსურველი პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატისტიკა? „ბათუმელებთან“ ამ …

სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის თავდაპირველად 3 794 100 ლარი იყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს თანხა კომისიამ 3 742 470 ლარამდე შეამცირა, „ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში იყო უზუსტობები“. …

მიდიან თუ არა პენსიონერი მასწავლებლები სკოლიდან ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ

რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე. 80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით …

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია დაიწყო.  ამ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, 400-მდე მსურველის მიღებაა შესაძლებელი. პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობები და  პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge. პირველ ეტაპზე პროფესიულ გადამზადება-მომზადებას მსურველებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სთავაზობს სახელმწიფო. „ივნისიდან კი მოკლევადიან პროგრამებს სხვადასხვა სფეროში კერძო კომპანიებიც …

ანეტა და ლუკა სკოლაში ვერ დადიან – სმენისარმქონე ბავშვები განათლების გარეშე

საქართველოს ყრუთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 1% სმენადაქვეითებულია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი, მსოფლიოში 466 მილიონია სმენისარმქონე, აქედან 34 მილიონი ბავშვია. როგორია საქართველოში სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების ცხოვრება, რა გამოწვევის წინაშე დგანან ბავშვები, ვისაც ვერც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ვერ ამჩნევს.                               …

კინოფესტივალ Giffoni-ის გამარჯვებულები ბათუმიდან

კინოფესტივალ Giffoni-ის სამი გამარჯვებული გამოავლინეს. სამი გოგონა იტალიაში, ქალაქ ჯიფონში გაემგზავრება კონოფესტივალზე. აქედან ორი გამარჯვებული ბათუმელია. 13 წელს ზემოთ ასაკში, ბათუმელმა თინათინ დოლიძემ და გორელმა მარიამ გელაშვილმა გაიმარჯვეს კონკურსში, 16 წელს ზემოთ ასაკში კი – ბათუმელმა თამარ ტაბიძემ. წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი მეშვიდედ იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე. კონკურსის წესების …

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 13 მაისს, საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს. მეორე პირობის მიხედვით, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია აიღოს სამინისტროსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდო (ორი წლის ხელფასი) და დატოვოს სკოლა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი …

რა არჩევანს სთავაზობს სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკის პედაგოგებს შემდეგ პირობებს სთავაზობს: თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს  2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ …

მასწავლებელთა რეგისტრაცია საგნობრივ გამოცდაზე 13 მაისს დაიწყება

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად დღეს, 13 მაისს, დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირება შეუძლიათ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან …

პროგრამების ფორმალური პრეზენტაცია აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს, 10 მაისს, 2020-2023  წლების პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ძირითადად იმ პროექტებზე იყო საუბარი, რაზეც სამინისტროში წლის დასაწყისში საუბრობდნენ. თებერვალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების მინისტრს არაეფექტურობის გამო უსაყვედურა და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის შესაქმნელად ექვსი კვირა მისცა. ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით მინისტრს სწორედ ამ ვადაში უნდა წარმოედგინა სიახლეები. ექვსი კვირა …

აჭარაში ათი სკოლისთვის ფიზიკის ელექტრონულ ლაბორატორიას სამინისტრო ტენდერით იყიდის

საჯარო სკოლებისთვის „ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის მიზნით“ აჭარის განათლების სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას გეგმავს. ტენდერი გამოცხადებულია. სატენდერო თანხა კი 50 ათასი ლარია. ელექტრონულ პროგრამებს სამინისტრო ქალაქ ბათუმის N1, N6, N13, N15, N16 და N20, ასევე, ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის N1 და N2 საჯარო სკოლებისთვის ყიდულობს. „ელექტრონული ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლე …

2019 წლის ეროვნულ ჯილდოზე 69 ქალი და 5 კაცი მასწავლებელია წარდგენილი

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში საქართველოდან სულ 74 მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას. აქედან ყველაზე მეტი – 16 მასწავლებელი დარეგისტრირებულია კატეგორიაში – სახელმწიფო ენები, მეორე ადგილზე – 13-13, დაწყებითი და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელია წარდგენილი.  ეროვნულ ჯილდოზე ასევე წარდგენილია საზოგადოებრივი მეცნიერებების 12 მასწავლებელი, უცხო ენების – ცხრა, ესთეტიკური აღზრდის – ექვსი, ინკლუზიური განათლების – სამი, მათემატიკის ორი მასწავლებელი. …

გამომგონებელი ბავშვები

ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში  STEM აკადემია მეორე წელია არსებობს, სადაც მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ პროექტებს ქმნიან. ბავშვებთან მენტორი მასწავლებელი უტა კილასონია და პედაგოგი ჯაბა შაინიძე მუშაობენ. ამჟამად ბავშვები ოთხ პროექტზე მუშაობენ და როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალ წელს კონკურსში მონაწილეობასაც აპირებენ. STEM აკადემია მოიცავს ოთხი საგნის – მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებულ სწავლებას. როგორც …

ხალხს უკეთ რომ შეატყობინოს განათლების რეფორმის შესახებ, სამინისტრო 254 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კუთხით „მედიით კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ამხელა მასშტაბის ინფორმაციის მიწოდებისათვის“, ამიტომ, ვინაიდან „ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მარკეტინგული/საკომუნიკაციო კამპანია და ამით, გარანტირებული იყოს ყველა სამიზნე ჯგუფისთვის რაციონალური ინფორმაციის მიწოდება განათლების რეფორმის შესახებ“. ამ კამპანიისთვის კი, სამინისტრო 254 …

რატომ გაუქმდა აბიტურის საათები სკოლაში

საჯარო სკოლებში აბიტურის საათები აღარ ტარდება. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, აბიტურის საათების გაუქმება სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას უკავშირდება. სამინისტროში ამბობენ, რომ აბიტურის საათები იმ საგნებში ტარდებოდა, რომლებსაც საატესტატო გამოცდაზე აბარებდნენ. აბიტურის საათი საგნის მიხედვით კვირაში მხოლოდ ერთხელ იყო გათვალისწინებული და მასწავლებელს დამატებითი საათი უნაზღაურდებოდა. თუმცა, როგორც სკოლის მოსწავლეები „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, აბიტურის საათები სკოლებში …

0.5-კრედიტქულიანი ტრენინგი პედაგოგებისთვის

საჯარო სკოლის ყველა საგნის მოქმედ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – Microsoft Office 365-ის სერვისების გამოყენება სასწავლო პროცესში“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგზე პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შემდეგ სასწავლო პროცესში გამოიყენონ პროგრამები: OneNote, Class Notebook-ი, Microsoft Forms-ი. ასევე კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლისთვის შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას OneDrive-სა და Teams-ში. „ტრენინგი მოიცავს 12 …

რისი შეცვლა შეუძლიათ აბიტურიენტებს 7 მაისამდე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებლობა აქვთ შეცვალონ, წაშალონ ან დაამატონ საგანი და აირჩიონ შემოქმედებითი ტური. „მაგალითად, თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც. მაგალითად, ქართულად ზოგადი უნარების გამოცდა შეიძლება ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით …

ვის შეეძლება ცხოვრება ბსუ-ს ახალ საერთო საცხოვრებელში

კვირას, 5 მაისს, ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ საერთო საცხოვრებელს გახსნის, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილი. უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი ოთხსართულიანია და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები. შენობა ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული და …

რა უფლებებს ითხოვს აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლებთან დაკავშირებით

აჭარის უმაღლესი საბჭო საჯარო სკოლის დირექტორების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხში უფლებამოსილების გაზრდას ითხოვს. ინიციატივას „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს, მანამდე კი ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს. ინიციატივა ითვალისწინებს ოთხ პუნქტში ცვლილების შეტანას. კერძოდ: [checklist] ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო …

Exit mobile version