სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

დღეს, 9 ივლისს, აბიტურიენტები ბოლო სავალდებულო გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ორი ფაქტი გამოვლინდა, როცა აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ცენტრის ინფორმაციით, ორივე აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან და „ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება“. ერთ შემთხვევაში კი, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონი შეიტანა გამოცდაზე და ისიც მოიხსნა გამოცდიდან. ცენტრის ინფორმაციით, ამ …

ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან

ბათუმელი ტბელ აბუსერიძე, რომელიც ამერიკაში, მერილენის St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, არდადეგებს თბილისში ატარებს. ის 20-21 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ, თითქმის ყოველდღე უერთდება აქციის მონაწილეებს. ტბელი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ფოტოებზეც ასახავს. „არ მინდა ამას ვიღებდე. არ მინდა ჩემხელა ბავშვებს ვხედავდე სისხლიან ქუჩაში. ფესტივალზე მინდა ვუღებდე ბავშვებს, …

მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადები განისაზღვრა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლებისთვის სქემით განსაღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრა. უფროსი და წამყვანი სტატუსის მასწავლებლებისთვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 9 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩავლით პერიოდი, ხოლო პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის – 2019 წლის 29 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით …

ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში 3 ათას სპეციალისტს გადაამზადებენ. პროგრამაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. როგორც „ბათუმელებთან“ მსოფლიო ბანკის პროექტის კომუნიკაციის მენეჯერი, დიანა ჯუმუხაშვილი ამბობს, პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები ჯერ შემუშავებული არ არის, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კომპანიების შერჩევაზეა ტენდერი გამოცხადებული, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს გადაამზადებენ. „დღეს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი …

ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის მიკროსტიპენდიის პროგრამის (Access) მონაწილე მოზარდებს ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Mariami-მ მასტეკლასი ჩაუტარა. Access -ის პროგრამა ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვისაც. მუსიკოსი აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, მისი ოჯახი საქართველოდან დიდიხნის წინ წავიდა. მარიამის მუსიკა არის პოპის, ფოლკლორისა და სოულის ნაზავი. როგორც მუსიკოსმა „ბათუმელებს“ უთხრა, ის ახლა მეოთხე …

გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი

დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. ამ დროისთვის ორი აბიტურიენტია მოხსნილი თბილისის საგამოცდო ცენტრებიდან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა და დაწყებულია გამოძიება, ხოლო ის აბიტურიენტი, რომლის ნაცვლადაც  გამოცდის დაწერას სხვა ცდილობდა, გამოცდიდან მოიხსნა. მეორე შემთხვევაში აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდა ფარულად შეტანილი მობილური ტელეფონი, …

ინფორმაცია პედაგოგებისთვის, ვინც eFlow-ში დოკუმენტაციის ატვირთვა ვერ მოასწრო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს იმ პედაგოგების საყურადღებოდ, რომლებმაც ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები. ცენტრის განცხადებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მიმართვის საფუძველზე გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება. ცენტრი განიხილავს შემდეგი ტიპის დარღვევებს: [checklist] დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში; დოკუმენტაცია …

მასწავლებლებისთვის კრიტიკული აზროვნების ტრენინგი დაიწყო

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება – „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანი მასწავლებლებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის წარმოჩენა  და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების წახალისება. მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა …

ეროვნული გამოცდები დაიწყო – 41 ათას ადგილზე 41 ათასამდე აბიტურიენტია

დღეს, პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 2019 წლის ეროვნულ გამოცდაზე 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. წელს საქართველოს უნივერსიტეტები 41 ათასამდე სტუდენტის მიღებას აპირებენ. ცენტრის ინფორმაციით, 2500-მდე ადგილი კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზეა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრის …

სამინისტრო: მწერალთა სახლი ყოველთვის დარჩება მწერალთა სახლად

ლიტერატურის ეროვნული ფონდის დირექტორი ირმა რატიანი „მწერალთა სახლთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით.“ ირმა რატიანი გაუგებარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს  მწერალთა სახლი უქმდება. „ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ „მწერალთა სახლი“ უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ „მწერალთა სახლი“, რომელიც …

როგორ ისწავლა პასიურმა ბუბუმ ისტორია – ეროვნული ჯილდოს ათეულის პედაგოგი აფხაზეთის სკოლიდან

მიხეილ ცქვიტაია აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მისმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მიხეილ ცქვიტაია ამჟამად 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. როგორია დევნილი სკოლის ცხოვრება დღეს და რას და როგორ ასწავლის პედაგოგი მოსწავლეებს – პედაგოგი თავის გამოცდილებასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო მიხეილ, თქვენს სკოლას ჰქვია აფხაზეთის საჯარო სკოლა. სად …

ბათუმის უნივერსიტეტში რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალი იქმნება

დღეს, 24 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში, რუსთაველის პოემის მრავალენოვანი ონლაინპორტალის პრეზენტაცია გაიმართება. ონლაინპორტალი ბათუმის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში იხსნება და იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს რუსთაველის პოემის თარგმანების სრული ვერსიის პარალელური კორპუსის შექმნას. ახალი პორტალის პრეზენტაციას ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი და პროფესორი რამაზ ხალვაში წარადგენენ. შვიდ …

მანანა რატიანი პარლამენტში გავრილოვის მიწვევაზე: ყველამ უნდა დატოვოს მანდატი

საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. „რომელ დეპუტატსაც თავში მოუვიდა ასეთი პროვოკაციული საქციელი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენს წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიყვანაში, მანდატი უნდა დატოვონ, მომავალში უკან შემობრუნების შესაძლებლობის გარეშე და ასევე ყველა სამომავლო პრივილეგიის ჩამორთმევით. არ …

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს

„ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ირმა რატიანი დანიშნეს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. „მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის – „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად და ესეისტური წიგნი – „იაპონური დღიურები“. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირმა რატიანი ლიტერატურათმცოდნეა და მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული …

ევროპაში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა – „ევროოდისეა“ განაახლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ფლობენ რომელიმე უცხო ენას. როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიის ადამიანს. „ვაკანსიებზე შეზღუდვა არ არის, ვებგვერდზე ინფორმაცია რომ მოვიძიოთ, ყველაფერს ვნახავთ, …

„სწავლა კეთებით“ – როგორია ეროვნული ჯილდოს ათეულში მყოფი პედაგოგის პრაქტიკა

სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი ინგა მოსიძე 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის სალიბაურის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობს.  როგორ მუშაობს მოსწავლეებთან, რას მიიჩნევს სიახლედ სწავლებაში და რა არის მნიშვნელოვანი მოზარდის მოქალაქედ, პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის? პედაგოგი ამ ყველაფერზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ქალბატონო ინგა, გვესაუბრეთ იმ მეთოდებსა და გამოცდილებაზე, რის გამოც თქვენ მიგიჩნიეს საუკეთესო პედაგოგად… მნიშვნელოვანია ის, რომ …

მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების ვადები განისაზღვრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  მასწავლებლის შეფასების შედეგების ან მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადები განისაზღვრა. 2019 წლის 17 ივნისის ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სტატუსი განესაზღვრებათ უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ხოლო 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით – პრაქტიკოს მასწავლებლებს. მასწავლებლის კარიერული წინსვლის …

გერმანიამ 22 მილიონი ევრო გამოყო თბილისში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობისთვის

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  გერმანიამ საქართველოში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობისთვის 22 მილიონი ევრო გამოყო. სამინისტროს თქმით, გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით იმუშავებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ. მინისტრის თქმით, პროფესიული სასწავლებელი თბილისში, კერძოდ, დიღომში აშენდება, რომელიც 1500 ბავშვზე იქნება გათვლილი.  „პროფესიული სასწავლებელი მოიცავს სხვადასხვა სივრცეს – ლატორატორიებს, საერთო საცხოვრებელს, ასევე, სასწავლო პროგრამებს, ის გერმანული სტანდარტებით …

მინისტრი: ოკუპირებული ტერიტორიიდან სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან

დღეს, 17 ივნისს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს, თუკი მათ სურვილი ექნებათ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ, სახელმწიფო სწავლას დაუფინანსებს. „ჩვენ მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ეს დადგენილება და  ყველა სტუდენტს, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს ქართულ უნივერსიტეტებში, შეეძლება უფასოდ ისწავლოს. თუ რომელში, ამაზე შემდეგ ეტაპზე ვისაუბრებთ,“- განაცხადა მინისტრმა. ამავე …

როგორ და რას ასწავლის ბათუმელი მასწავლებელი, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მენაბდე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის ამ კონკურსზე მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მაია მენაბდე ბათუმის მე-3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „შპს განათლებაში“ მუშაობს. რითია გამორჩეული პედაგოგის პრაქტიკა, რა სიახლეებს ნერგავს სკოლაში და რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც, მისი აზრით, პედაგოგმა მომავალ თაობას უნდა გადასცეს? საკუთარ გამოცდილებასა და მეთოდებზე …

2 მასწავლებელი აჭარიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდა ორი მასწავლებელი აჭარიდან: მაია მენაბდე, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი  მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 10 მასწავლებლის ვინაობა ცნობილია წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში სულ 74 მასწავლებელი …

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 10 მასწავლებლის ვინაობა ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული უკვე ცნობილია. ათეულში მოხვდნენ: თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის #26 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი  ხათუნა გოგალაძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყელების მასწავლებელი  ლაურა გოტიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი  ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ …

5 მეთორმეტეკლასელის ბოლო ზარი

ანზორ ხიმშიაშვილს დღეს ბოლო ზარი ჰქონდა. ის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ანზორთან ერთად დღეს კიდევ ოთხმა ახალგაზრდამ აღნიშნა სკოლის დასრულება. ანზორი და მისი მეგობრების – X-XII-კლასელები ეგრეთ წოდებულ კლასკომპლექტში სწავლობენ. ანზორი გვეუბნება, რომ მომავალი პროფესია უკვე არჩეულია აქვს – პროფესიულ კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას და უნდა კომპიუტერის სპეციალისტი გამოვიდეს. მისი თანაკლასელი რეზიკო ყურშუბაძე თავის …

რელიგიის თემამ პედაგოგის ან მოსწავლის თავისუფლებები და უფლებები არ უნდა შელახოს

საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან შემდეგ, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ლექციების ციკლი ტარდება. ამის შესახებ პედაგოგები თვითონ წერენ ფეისბუკში და ლექციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციასაც აფიქსირებენ. პედაგოგები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ლექციაზე მიჰყავდათ, მათ მოუწიათ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, „ეს მაშინ, როცა ლექციას მუსლიმი პედაგოგებიც ესწრებოდნენ“. როგორი …

სოციალური მუშაკების გადამზადება იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე სერტიფიცირების კურსს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 39 სოციალური მუშაკი გაივლის. 2019 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 80 სოციალური მუშაკის სერტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ცენტრის ინფორმაციით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება „სოციალური მუშაობის შესახებ“ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. სალომე ჩარკვიანი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის …

როცა მოზარდს სკოლაში წასვლა არ უნდა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? „ბათუმელები“ ამ თემაზე პრაქტიკოსს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. როცა ბავშვი ხშირად იშველიებს სხვადასხვა მიზეზს, რომ სკოლაში წასვლას აარიდოს თავი, რაზე შეიძლება ეს მიუთითებდეს? უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რატომ არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა. …

naec-მა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი: 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა; 1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა; 1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები; 5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;  უცხოური ენა: 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) …

რა მწვავე პრობლემები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას

რა საჭიროებები დაინახეს სკოლებმა თვითშეფასების კვლევისას, რა არის მთავარი გამოწვევა და როგორ აპირებენ სკოლები ამ პრობლემების დაძლევას? – საპილოტე კვლევის შედეგებზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ნინო რევიშვილი გვესაუბრება. ნინო რევიშვილის თქმით, საკვლევად შერჩეული იყო სხვადასხვა ტიპის საჯარო სკოლა, მათ შორის ქალაქის, …

გერმანიაში, ფრანკფურტის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

მაინის ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიოლოგიის კათედრა 2002 წლიდან ფუნქციონირებს. რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა …

TDI პედაგოგების რელიგიური შინაარსის ლექციებში ჩართვას ეხმაურება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება. „საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნისა, სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალობა, მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში, ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, დისკრიმინაციისა …

სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება  I-VI კლასის  1 817 800  წიგნსა და რვეულზე, ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და სასკოლო რვეულზე. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2019 წელს ახალი …

პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად 

საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან ფეისბუქზე წერენ, რომ პედაგოგები ხშირად მიჰყავთ ისეთ ტრენინგებზე დასასწრებად, რომლის შესახებაც წინასწარ არ არიან ინფორმირებული. ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი სანათა ოჩიაური წალკის მუნიციპალიტეტიდან, თავის ფეისბუკგვერდზე წერს: „წალკიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – „სამინისტროს დავალებაა“. ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე …

ბათუმში მსოფლიო ოკეანის დღეს აღინიშნავენ

ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის ბულვარში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველ ბულვარში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვისა და ზიანის შემცირების საკითხებზე. „დაგეგმილია საზღვაო თემატიკის ამსახველი შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციებიც. ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლლო“ წარადგენს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ განსხვავებული ფორმატით. პრეზენტაცია აქცენტირებული იქნება ოკეანის, როგორც ბუნების …

რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“

აჭარის განათლების სამინისტროში ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 25 პირი უნდა დასაქმდეს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის 1 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორ და რაში აპირებს ცენტრი ბიუჯეტის დახარჯვას და რა გახდა ორგანიზაციის შექმნის მიზეზი. „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დავითაძეს ესაუბრა. ბატონო ალექსანდრე, ცენტრის ხელმძღვანელის ადგილზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი, როდის იქნება …

ბოლო ორ კვირაში ბათუმში ორი მოსწავლე გოგო დაქორწინდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის შუალედში ბათუმში ორი არასრულწლოვანი გოგო დაქორწინდა. ერთი არასრულწლოვანი 17 წლისაა, მეორე კი, როგორც სკოლაში გვითხრეს, 16 წლის. ორივე გოგონა, საჯარო სკოლის მოსწავლეა. იმ სკოლის დირექტორი, სადაც 17 წლის გოგო სწავლობდა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. „მაშინვე შევატყობინე სოციალური მომსახურების სააგენტოს, წერილობით მივმართეთ, ჯერ არ ვიცით, …

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტს საქართველოში წელს პირველი ბაკალავრები ჰყავს. დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს ქართულთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული უნივერსიტეტი წელს ექვსმა ბათუმელმა სტუდენტმაც დაასრულა. აქედან ორმა უკვე მიიღო დაფინანსება მაგისტრატურის პროგრამაზე და სწავლას აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებენ. როგორია კურსდამთავრებულთა გეგმები და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ მომავალს საქართველოში სწავლის …

Exit mobile version