ბოლო 15 განმავლობაში განათლების სამინისტრომ 11 მინისტრი გამოიცვალა. ყველა ახალი მინისტრი ამბობდა, რომ რომ იწყებდა რეფორმების ახალ ტალღას, რაც საგანმანათლებლო სივრცეში, სპეციალისტების თქმით, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი პროცესების განცდას აჩენდა. იტანს თუ არა მსგავსი ტიპის რყევებს განათლების სფერო და რა აჩენს სიახლეების მიმართ ნიჰილიზმს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომპანია „თიმბოუთის“ …
Category Archives: განათლება
სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები
მე-12 კლასელმა ბიჭმა სკოლაში სიარული მოულოდნელად შეწყვიტა. დამამთავრებელი კლასის ათოსანი მოსწავლე ოთხი თვის განმავლობაში კლასში არ გამოჩენილა. „როცა სახლში მივაკითხეთ, არც კი შეგვიპატიჟა, კარებიდან მალევე გამოგვისტუმრა. როცა ვეკითხებოდით, თუ რა ხდებოდა მის თავს, დუმდა. მიზეზს არ გვეუბნებოდა,“- ყვება მოზარდის მეგობარი. საკუთარ თავსა და ოთახში განმარტოებული მოზარდით, სკოლა პირველ ეტაპზე დაინტერესდა, თუმცა ეს ინტერესი დღეების მატებასთან …
Continue reading “სუიციდზე ფიქრები, ანუ როგორ შევნიშნოთ მოზარდებში სახიფათო სიგნალები “
განათლების მინისტრმა 3 ახალი მოადგილე დანიშნა, ჩხენკელს სულ 7 მოადგილე ჰყავს
საქართველოს განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილიც, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში და ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის …
Continue reading “განათლების მინისტრმა 3 ახალი მოადგილე დანიშნა, ჩხენკელს სულ 7 მოადგილე ჰყავს”
მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. მიმოხილვაში საუბარია, სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის საგრძნობ განსხვავებაზე. „სოფლად მცხოვრები მოსწავლეები 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში. ეს განსხვავება რეგიონულ დონეზე იკვეთება – თბილისში მოსწავლეთა …
Continue reading “მოსწავლეები სოფლებში 44 ქულით ჩამორჩებიან თანატოლებს ქალაქებში”
მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს, განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, 15 წლის ასაკის მოსწავლეებში, 2009 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში სწავლის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში. თუმცა, „საქართველოში მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო“. სწავლის შედეგების მიხედვით, 2015 წელს დაბალი სოციალურ-ეკონომიკური …
Continue reading “მიღწევებით ღარიბი მოსწავლეები მდიდრებს 78 ქულით ჩამორჩებიან”
პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების ბოლო ეტაპი გამოცხადდა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო და პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ფულადი ჯილდო, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, 29 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება დასკვნითი ეტაპი და ამის შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ფულად ჯილდოზე განაცხადი გააკეთონ. პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს დაადასტუროს …
Continue reading “პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების ბოლო ეტაპი გამოცხადდა”
იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს
დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ჰალილი სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „იუნისეფისა“ და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის უნივერსიტეტის განათლებისა და სამართლის პროგრამებში კურიკულუმში ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია მოხდება. ასევე საუბარია ბავშვთა უფლებების თემის გაძლიერებაზე სასკოლო კურიკულუმებში, …
განათლების ახალი მინისტრის პრიორიტეტები
განათლების ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ამ პოსტზე უკვე მეორედ დაინიშნა, ამბობს, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესს არ შეაჩერებს. ახალი მინისტრი ასევე საუბრობს, საჯარო სკოლების ავტონომიის ზრდაზე, რისთვისაც, მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება პროფესიული განათლება „შესაბამისად, ახალი იდეები და …
მშობლების მიერ მოყოლილი 10 ამბავი სკოლებიდან – ანგარიში
ეს ისტორიები შეკრებილია ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, რომელიც 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშობლები განათლებისთვის“. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ცენტრის მიზანია, დაეხმაროს მშობლებს ბავშვის ინტერესების დაცვაში და გაუადვილოს სკოლასთან ეფექტური კომუნიკაცია. ასევე, მოხდეს იმ პრობლემების განსაზღვრა, რაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ექმნებათ სკოლებში. ზარების მიხედვით, საჯარო თუ კერძო სკოლებში გამოიკვეთა ბავშვის ჩაგვრის, ბულინგის, …
Continue reading “მშობლების მიერ მოყოლილი 10 ამბავი სკოლებიდან – ანგარიში”
ყოფილი მინისტრი ბატიაშვილი: ვაპირებ, დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას
განათლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 7 ნოემბერს, თანამდებობის დატოვების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა პოზიციაზე და სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა მიანიშნა, რომ ის განათლების სფეროში რჩება. „ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ვაფასებ მის …
განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მინისტრმა თანამდებობა პირადი განაცხადების საფუძველზე დატოვა. „პირველ რიგში, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ მიხეილს გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის რასაც ჰქვია განათლების სისტემური რეფორმა და იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით,“-განაცხადა …
Continue reading “განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა”
2 მასწავლებელი გამოცდიდან „შპარგალკის“ და მობილურის შეტანის მცდელობისთვის მოხსნეს
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდიდან ორი პედაგოგი ე.წ. „შპარგალკის“, ანუ დამხმარე მასალისა და მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის გამო მოხსნეს. გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ, რომელ საგამოცდო ცენტრში მოხდა შემთხვევა. პედაგოგების პროფესიული უნარების გამოცდები უკვე დასრულდა, სადაც რეგისტრირებული პედაგოგების 20 პროცენტი არ გამოცხადდა. დღეს, 4 ნოემბერს კი, მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები დაიწყო, სადაც …
Continue reading “2 მასწავლებელი გამოცდიდან „შპარგალკის“ და მობილურის შეტანის მცდელობისთვის მოხსნეს”
სკოლის დირექტორები ქედაში „რელიგიურ აგენტობას“ უარყოფენ
„ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, გვაქვს ვალდებულება, რომ აღნიშნული სიტყვა მივიტანოთ ჩვენს აღსაზრდელებთან. ისინი დავაბრუნოთ სწორ გზაზე, რომ მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას“, – ეს კომენტარი სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა გორგაძემ აჭარის მაუწყებელთან გააკეთა, ქედის რესურსცენტრში, სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ. აქ სკოლის დირექტორებს საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებით ლექცია წაუკითხეს. პედაგოგის მხრიდან აღსაზრდელების „ძირძველ …
Continue reading “სკოლის დირექტორები ქედაში „რელიგიურ აგენტობას“ უარყოფენ”
კერძო სკოლა ომის ვეტერანების შვილებს და სოციალურად დაუცველებს უფასოდ ასწავლის
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 2008 წლის ომში გარდაცვლილი და ვეტერანთა ოჯახების შვილებს, ასევე, მინდობით აღზრდაში მყოფ მოზარდებს უფასოდ ასწავლიან. “პროგრესი” ბავშვებს მიიღებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც შერჩეული მოსწავლეები 100%-იან გრანტს მოიპოვებენ. „გრანტი გაიცემა VII, VIII, IX დაა X კლასის მოსწავლეებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე“, – წერია …
Continue reading “კერძო სკოლა ომის ვეტერანების შვილებს და სოციალურად დაუცველებს უფასოდ ასწავლის”
სკოლის დირექტორების „რელიგიურ აგენტებად“ გამოყენების საგანგაშო პროცესი – EMC-ის განცხადება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება. ცენტრი განათლების სამინისტროს აჭარაში სახელმწიფო განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლასა და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საუბარია 30 ოქტომბერს სხალთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ …
გრანპრის მფლობელ დირექტორს 5 000 ლარი გადაეცემა – ახალი კონკურსი სკოლებისთვის
განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამოცხადდა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა. ასევე, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის. განათლების კოალიციის ინფორმაციით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში. კონკურსანტების რეგისტრაცია დღეს, 29 ოქტომბერს, დაიწყო და …
Continue reading “გრანპრის მფლობელ დირექტორს 5 000 ლარი გადაეცემა – ახალი კონკურსი სკოლებისთვის”
ეიფელის სტიპენდია 2020 – მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს ეიფელის სტიპენდიაზე 2020 წლისთვის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე. განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბერში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას. ინსტიტუტის ინფორმაციით, ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და …
Continue reading “ეიფელის სტიპენდია 2020 – მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის”
„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში
როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში, 5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით: …
Continue reading “„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში”
აჭარაში 763 მასწავლებელს ხელფასი 20%-ით გაეზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი
დღეს, 29 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინეს. მთავრობის ინფორმაციით, მომავალ წელს განათლების ბიუჯეტი 30 მილიონ 619 600 ლარია, სადაც შედის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მომავალ წელს 20 პროცენტით გაეზრდება ხელფასი 763 პედაგოგს, რომლებიც სახელოვნებო, სასპორტო და სახელმწიფო სკოლა-პანსიონებში მუშაობენ. ხელფასების 20-პროცენტიანი …
Continue reading “აჭარაში 763 მასწავლებელს ხელფასი 20%-ით გაეზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი”
ყველაზე მეტი ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის, სულ 100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ყველაზე მეტი, – 16 ვაკანსია, მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული, შემდეგ კი, ბიოლოგიაზე, სადაც 11 ვაკანსიაა გამოცხადებული. 10-10 ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკის, ისტორიის და მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებს და მასწავლებლობის მაძიებლებს შეუძლიათ ვებგვერდზე Teacherjobs.ge. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციური …
Continue reading “ყველაზე მეტი ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის ადგილზეა გამოცხადებული”
მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები აუნაზღაურდებათ
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ცვლილება შევიდა მასწავლებელთა საათობრივი დაანგარიშების წესში, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებლები, რომლებიც 18 საათზე მეტს ჩაატარებენ სკოლაში, დამატებით მიიღებენ საათობრივ დანამატს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ საგაკვეთილო საათზე დანამატი საშუალოდ 30 ლარია. აქამდე, მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები არ უნაზღაურდებოდათ. ცვლილების მიხედვით, პედაგოგებს უფლება აქვთ 25 საათამდე ჩაატარონ და აინაზღაურონ. …
Continue reading “მასწავლებლებს 18 საათის ზემოთ ჩატარებული გაკვეთილები აუნაზღაურდებათ”
ზოგიერთ პედაგოგს, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, შესაძლოა კრედიტები არ უღიარონ
20 პედაგოგს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს, შესაძლოა კრედიტები არ ჩაუთვალონ. პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს. „ბათუმელები“ ორ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების უმეტესობას მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 ქულაზე ნაკლები ჰქონდა მიღებული. 60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამის გავლა მხოლოდ …
IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის მწერალთა სახლი კონკურსს აცხადებს
მწერალთა სახლის ინფორმაციით, გამოცხადდა კონკურსი IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მწერალ გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეებს. მოსწავლეებმა გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შეთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი: [checklist] კარცერი -ლუქსი – ოცნება წიგნის მოყვარულთათვის [„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“] გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე [„ვატერ(პო)ლოო ანუ …
Continue reading “IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის მწერალთა სახლი კონკურსს აცხადებს”
მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება
26 ოქტომბერს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება, რომელიც საჯარო სკოლებში ტარდება. ამის გამო სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდება. გამოცდები 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში არდადეგები უნდა გამოცხადდეს. მოსწავლები გაცდენილ გაკვეთილებს დამატებითი საათების ხარჯზე აანაზღაურებენ, სკოლის მიერ შერჩეული გრაფიკით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში …
Continue reading “მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება”
როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგების ხელფასები გაიზარდა. სამინისტროს განცხადებით, ხელფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან. „2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს. პირველ ეტაპზე 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ …
Continue reading “როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება”
არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ სკოლებში კამპანია დაიწყო
„ნუ წაართმევ ბავშვობას!“ – საჯარო სკოლებში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულის აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ თემაზე დღეს, 22 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, ხვალ …
Continue reading “არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ სკოლებში კამპანია დაიწყო”
მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში 5 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილ, პროფესიული გადამზადების სპეციალურ პროგრამაში, 5000-მდე მაძიებელი და პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს დაიწყება. პროგრამის მიზანია გადამზადებული პედაგოგები დასაქმდნენ იმ საჯარო სკოლებში, სადაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. მასწავლებლებს მომიჯნავე საგნებშიც გადაამზადებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სკოლაში ორი ან მეტი საგანი ასწავლონ. როგორც ცენტრში …
Continue reading “მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში 5 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა”
რა შემთხვევაში გაიხსნება გარე დაკვირვების ველი მასწავლებლისთვის – ცვლილება
პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ შეიცვალონ სტატუსი და გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, აუცილებელია გარე დაკვირვების გავლა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა. რა შემთხვევაში გაეხსნება მასწავლებელს გარე დაკვირვების ველი და რა აუცილებელი აქტივობები მოეთხოვება მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად? მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინა ინგოროყვას განმარტებით, პირველ სემესტრში გარე დაკვირვებაში არსებითად შეიცვალა …
Continue reading “რა შემთხვევაში გაიხსნება გარე დაკვირვების ველი მასწავლებლისთვის – ცვლილება”
სტუდენტი შეიძლება მასწავლებლის ასისტენტი გახდეს – ახალი ინიციატივა პარლამენტში
სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის ბოლო საფეხურზე სწავლობენ, შესაძლებლობა ექნებათ სკოლაში მასწავლებლის ასისტენტად დაიწყონ მუშაობა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის განათლების კომიტეტი მუშაობს. როგორც კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობენ და პროექტს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს. მათი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველებს. მასწავლებლის ასისტენტის მოვალეობები და უფლებები გაწერილი …
Continue reading “სტუდენტი შეიძლება მასწავლებლის ასისტენტი გახდეს – ახალი ინიციატივა პარლამენტში”
ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით
ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით. გამოცემის ცნობით, გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო. მეორე პოზიციაზეა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო. მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო. …
Continue reading “ყველაზე რეიტინგული ქართული უნივერსიტეტები „ფორბსის“ მიხედვით”
რა შემთხვევაში შეიძლება ისწავლოთ 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან მაგისტრატურის პროგრამებზე
საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ შეიმუშაონ ბაკალავრიატის სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამები, თუმცა, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერჯერობით, აკრედიტაციასთან დაკავშირებით არც ერთ უნივერსიტეტს განაცხადი არ გაუკეთებია. რა შემთხვევაში შეუძლია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სასწავლო წლის შემცირება და რა შემთხვევაში არა – ამის თაობაზე „ბათუმელები“ცენტრის …
ეროვნული ჯილდოს ათეულის მასწავლებლებმა ჰამიდ სადიხლის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელეს
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრი პედაგოგები, გეოგრაფიის მასწავლებლის ჰამიდ სადიგის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ. „მიგვაჩნია, რომ ადრეული ქორწინების, ბავშვთა შრომისა თუ მათზე ძალადობის სხვა ფორმების გამოვლენასა და აღმოფხვრაში მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ისინი არიან ვალდებული, ამ ტიპის შემთხვევებზე გამოხატონ თავიანთი აზრი და იმოქმედონ კიდეც. მივმართავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, …
იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია [UNESCO], 14-იდან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს თემაზე – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“. პროექტი ხორციელდება „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარებას“ ფარგლებში. „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“ – საკონკურსო ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტისა და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს ორ …
Continue reading “იუნესკოს ფოტოკონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის”
რა ამბებია ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში
ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვიოცნებია უღიმღამო საკლასო ოთახის ნაცვლად სადმე, ჯადოსნურ გარემოში აღმოვჩენილიყავით, სადაც ბევრი საინტერესო ნივთია და სწავლაც სახალისოა. ზღაპრებსა და მულტფილმებში რომ არიან, კეთილი, ყველაფრისმცოდნე ჯადოქრები, თავიანთი პატარა, საინტერესო სახლებით, ასეთი ქალია ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე. საკვირაო სკოლაში ვიყავით მასთან და სამყაროში მიმდინარე ათას პროცესზე გავიგეთ ამბები. ლალი ანთიძე ფილოსოფიის დოქტორია ბათუმის სახელმწიფო …
სკოლა ფერმის შენობაში და მასწავლებელი სამ ცვლაში – რა სირთულეები გადალახეს მარიამმა და გიგამ
„ახლა ჩვენ მათთვის იმედი ვართ, როცა რამე სჭირდებათ, გვირეკავენ და დახმარებას გვთხოვენ, რადგან გვენდობიან“ – გვიყვება მარიამ პილიპენკო. ის მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს გულისხმობს. მარიამი ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ პროგრამაში – „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა და მალევე მარნეულის საჯარო სკოლაში გაანაწილეს. როგორც პროგრამა ითვალისწინებს, მარიამმა ამ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ პროგრამის ფარგლებში …
მოსწავლეები, რომელთაც საგნობრივ ოლიმპიადასა და ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს
დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. გამოვლინდნენ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულებიც. საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვები ლეპტოპებით დააჯილდოვეს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს პლანშეტები გადასცეს. საჩუქრების შეძენაზე 59 190 ლარი დაიხარჯა. ლიტერატურულ მარათონში პირველი ადგილი ოთხმა მოსწავლემ აიღო. ეს მოსწავლეები არიან: ანა კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამარ …
Continue reading “მოსწავლეები, რომელთაც საგნობრივ ოლიმპიადასა და ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს”