თსუ: საერთაშორისო ურთიერთობებზე შესაძლოა მეოთხე საგნად დაემატოს ზოგადი უნარები


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით,  ახალი მოდელის თანახმად,  უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებაზე 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა გამოცდას დააწესებს, ამის შესახებ კი, აბიტურიენტებს წინასწარ შეატყობინებს. „ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დისციპლინების სპეციფიკიდან გამომდინარე,“- განაცხადა რექტორმა.

„მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შესაძლებელია  მეოთხე საგნად დაემატოს უნარები, ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის საგანი, რომელიც განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტული მიმართულების სპეციფიკას.

ზოგადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თამასა კიდევ უფრო მაღლა აიწევს,“ – ამბობს გიორგი შარვაშიძე.

დღეს, 7 აგვისტოს, განათლების სამინისტრომ 2020 წლის ეროვნული გამოცდების ახალი სტანდარტი გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

2020 წელს აბიტურიენტები სამედიცინო პროგრამებზე ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com