განათლება,მთავარი,სიახლეები

Naec.ge-მ მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

03.09.2019 • 11355
Naec.ge-მ მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველებისა და  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. დაინტერესებულ პირებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2 400 ნაშრომი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.

რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს. 2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი, გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა – 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 140 კანდიდატს.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: