განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდება ახალი, სპეციალური პროგრამა – „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამა საშუალებას იძლევა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მომზადდნენ პედაგოგები სპეციალური საგნობრივი და პედაგოგიური უნარებით. „გადამზადებული მასწავლებლები კონკრეტული რეგიონის-მუნიციპალიტეტის და სკოლისთვის მომზადდებიან და მიიღებენ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში. მასწავლებლები მიიღებენ სახელფასო …
Category Archives: განათლება
ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნიკა ხოფერია, ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით მივიდა. ლექციის ამსახველი ფოტოები მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „რომის ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა“. ლექტორი ასევე წერს, რომ მიმდინარე სემესტრში საქართველოს ისტორიას ასწავლის სტუდენტებს GIPA-ში. „მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და, შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და …
Continue reading “ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა”
აკაკი ძნელაძე და ჯემალ სურმანიძე განათლების მინისტრის მოადგილეებად დანიშნეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფლების“ თავმჯდომარე იყო. აკაკი ძნელაძე თავის თავს განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ 2016 წელს ხედავდა, როცა მას უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მისი საჯარო სამსახურებში დასაქმების ვერსიები განიხილებოდა. …
Continue reading “აკაკი ძნელაძე და ჯემალ სურმანიძე განათლების მინისტრის მოადგილეებად დანიშნეს”
როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე
„როცა პირველად წალკაში წავედი, სოფელში ჩასვლისას პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რას წაიღებდნენ წლების შემდეგ აქედან ბავშვები. პატარა სოფელია – აიაზმა, აქ ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა. რთული იყო განსხვავებულ კულტურულ თუ კლიმატურ გარემოში ცხოვრება, უცხო ადამიანებთან შეგუება და ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი, თუმცა შემდეგ შემრცხვა ამ ფიქრების. უკან …
რა ჯილდოები გადასცეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს
მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას ათი ათასი ლარი გადაეცემა ჯილდოს სახით, რომელსაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი გადასცემს. გარდა ამ პრიზისა, ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, „ბაქსვუდის“ სკოლაში გაემგზავრება სასწავლო ტურით. ეროვნული ჯილდოს მფლობელი ასევე გაემგზავრება დუბაიში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ცერემონიაზე. გიორგი ჭაუჭიძეს …
Continue reading “რა ჯილდოები გადასცეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს”
მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. ის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს პრიზის სახით 10 ათასი ლარი გადაეცემა. გიორგი ჭაუჭიძესთან ერთად ჯილდოს ხუთეულში იყვნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, თამარ …
Continue reading “მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა”
ბათუმში მასწავლებლები დააჯილდოვეს
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, საჯარო და კერძო სკოლების 35 პედაგოგი დააჯილდოვეს. როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა „ბათუმელებთან“ განაცხადეს, პედაგოგები წინა სასწავლო წელს გაწეული აქტივობების მიხედვით შეირჩა. მასწავლებლებს ფულადი ჯილდო 330 ლარი გადასცეს. „კომისიამ ყურადღება მიაქცია იმას, თუ რა სტატუსის მქონე იყო მასწავლებელი, მენტორ და წამყვან მასწავლებლებზე შეჩერდა ძირითადად არჩევანი, თუმცა ყურადღება მივაქციეთ იმასაც, …
სამინისტრო ბათუმსა და აჭარაში 16 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის
ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე 16 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის განათლების სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო თანხა მაქსიმუმ 136 ათასი ლარია. ტენდერი გამოცხადებულია, რომლის პირობების მიხედვით სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის ნაწილობრივი და სრული რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. ბათუმში კი მე-4 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის აშენებაა დაგეგმილი, რომლის პროექტიც უნდა მომზადდეს. ახალი …
„მე ასე არ ვასწავლი“ – გლობალური ჯილდოს ათეულის მასწავლებელი თბილისში
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი, ინდოელი პედაგოგი სვარუპ რავალი, 4 ოქტომბერს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 16:00 საათზე მასტერკლასებს გამართავს. დასწრება თავისუფალია. ქართველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაიზიარონ მათი უცხოელი კოლეგის გამოცდილება და სწავლების მეთოდები. სვარუპ რავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს სწავლების საკუთარ მეთოდოლოგიაზე. მისი თქმით, წარმატებული სწავლება აგებულია პრინციპზე – სიყვარული, გართობა და დრამატურგიული …
Continue reading “„მე ასე არ ვასწავლი“ – გლობალური ჯილდოს ათეულის მასწავლებელი თბილისში”
პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
დღეს, 2 ოქტომბერს, დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება რეგისტრაცია პროფესიული განათლების პროგრამებზე. ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, შესაძლებლობა აქვს, პროფესიული განათლება მიიღოს ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული …
Continue reading “პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო”
18 მილიონი ლარი წელიწადში – რატომ აფინანსებს სახელმწიფო კერძო სკოლებს
საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 წლებში კერძო სკოლაში 60 416 მოსწავლე სწავლობდა. ამ სკოლებს ვაუჩერის სახით, სახელმწიფო წელიწადში 18 მილიონ 124 800 ლარით აფინანსებს. რა მიზანს ემსახურება კერძო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და არის თუ არა ის მიზანი მიღწეული, რის საფუძველზეც სახელმწიფო სკოლებს აფინანსებს. ამასთან, ჩააყენა თუ არა სახელმწიფომ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში, როცა საჯარო …
Continue reading “18 მილიონი ლარი წელიწადში – რატომ აფინანსებს სახელმწიფო კერძო სკოლებს”
სპეცმასწავლებლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს 2019 წელს ვერ აიღებენ
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლები 20 პროცენტით გაზრდილ ხელფასს ვერც ოქტომბერში აიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდის შესახებ განათლების მინისტრმა 27 აგვისტოს განაცხადა. განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 30 სექტემბერსაც, უთხრეს, რომ მინისტრის ბრძანება უკვე შევიდა ძალაში და სპეცმასწავლებლები გაზრდილ ხელფასს ოქტომბრიდან მიიღებენ, თუმცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საპირისპიროს აცხადებენ. …
Continue reading “სპეცმასწავლებლები 20%-ით გაზრდილ ხელფასს 2019 წელს ვერ აიღებენ”
ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში, EURAXESS-ში გაწევრიანდა, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს წვდომა ექნებათ ევროპულ სამეცნიერო-კვლევით პლატფორმასთან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფუძნდება EURAXESS GEORGIA, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ევროპასთან თანამშრომლობაში. სამინისტროს ცნობით, EURAXESS GEORGIA-ზე გარდა ქართული ენისა, ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მისცემს აფხაზ მეცნიერებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში საქართველოს სახელით. საქართველოს დროშა …
Continue reading “ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ”
ჩაქვის პირველ და ახოს საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ასწავლიან
ქართულ საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე მასწავლებლები შევლენ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება 40 მასწავლებელს გაუფორმდა. აქედან 15 ინგლისურენოვანი მასწავლებელია, 2 – იტალიურენოვანი, 1 – გერმანულენოვანი, 4 – ფრანგულენოვანი და 18 – ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი. ორი ინგლისურენოვანი მასწავლებელი აჭარაში, კერძოდ, ჩაქვის პირველ სკოლაში და სოფელ ახოს საჯარო სკოლაში შეასწავლის ბავშვებს ინგლისურ …
Continue reading “ჩაქვის პირველ და ახოს საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ასწავლიან”
ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება. არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 491 578 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიასა“ და აჭარის განათლების სამინისტროს შორის კი ხელშეკრულება, 2 890 062 ლარზე, 2019 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა. კომპანიის დირექტორის, მერაბ ბერიძის ინფორმაციით, სკოლის ეზოში უკვე …
Continue reading “ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება”
1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო
2020 წლიდან აჭარის მაღალმთიან სკოლებს ტრანსპორტით აჭარის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, აქამდე ეს პროექტი ცენტრალიზებულად ხორციელდებოდა. ძველი პროექტის მიხედვით, ტრანსპორტით უზრუნველყოფა 176 სკოლას სჭირდება, თუმცა როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს. სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. „ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებია, სადაც ფეხით გადაადგილდებიან ბავშვები და ზამთრის პერიოდში გადაადგილება ჭირს. დაახლოებით 176 …
Continue reading “1 მოსწავლესაც რომ სჭირდებოდეს, სკოლას აჭარაში ტრანსპორტი დაენიშნება – სამინისტრო”
რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე
26 წლის მინდია ფუტკარაძე მე-3 ა კლასის მასწავლებელია, ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კონკურსით დასაქმდა. ჩაბარებული აქვს როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი გამოცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ბავშვებზე, მშობლებსა და გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, რომელიც მას, როგორც ადამიანს, აბედნიერებს. ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებდა, რომ კაცები სკოლას და მასწავლებლის პროფესიას თითქმის აღარ ირჩევდნენ, თქვენი მოტივაცია …
Continue reading “რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე”
რა ცვლილების უფლება აქვთ სკოლებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საჯარო და კერძო სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან უფლება აქვთ, ცვლილება შეიტანონ საათობრივ ბადეში, თუმცა ამისთვის სამინისტროს დასაბუთებული არგუმენტები უნდა წარუდგინონ. კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლებს და როგორ, ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა, „ბათუმელებთან“ საუბრობს. ქალბატონო მარიამ, რაში ითხოვენ ცვლილებებს სკოლები და რისი უფლება მისცა …
Continue reading “რა ცვლილების უფლება აქვთ სკოლებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში”
„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ცხადდება კონკურსი „საუკეთესო მასწავლებელი“. კონკურსი შეეხება ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. ცენტრის ინფორაციით, „თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა …
Continue reading “„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის”
საზაფხულო სკოლის მოწყობაზე კონკურსი გამოცხადდა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვეპროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში განმეორებითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. სამინიტროს ინფორმაციით გამარჯვებულს საზაფხულო სკოლის კომპონენტში ეკონომიის სახით დარჩენილი 12 000 ლარით დააფინანსებენ. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში კონკურსის წესით გამოვლინდა და დაფინანსდა ორი საუკეთესო პროექტი. სამინისტროს განმარტებით ქვეპროგრამის მიზანი მოსწავლეთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენაა. საზაფხულო სკოლის საგრანტო კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება 2019 …
Continue reading “საზაფხულო სკოლის მოწყობაზე კონკურსი გამოცხადდა”
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ბათუმის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება გამოაცხადა. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყება 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ცხადდება შემდეგ მიმართულებებში: [checklist] ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (საბაზო და საშუალო …
Continue reading “მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ბათუმის უნივერსიტეტმა მიღება გამოაცხადა”
15 შეკითხვა, რომლებსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ და გამოცდების ცენტრის პასუხები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც, მათი განცხადებით, აბიტურიენტები ყველაზე ხშირად სვამენ. რა სიახლეებია დაგეგმილი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამედიცინო მიმართულებისა და ასევე, სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისა, ჩარიცხვის მიზნით გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: …
ვის შეუძლია ისწავლოს „ევროპულ სკოლაში“, რომელსაც ევროკავშირი აშენებს
საქართველოში, კერძოდ თბილისში, ევროკავშირის დაფინანსებით აშენდება სკოლა, სადაც ევროპული განათლების სისტემა იქნება დანერგილი. საპილოტე რეჟიმში „ევროპული სკოლა“ უკვე ფუნქციონირებს კერძო, „ახალი სკოლის“ ბაზაზე [მე-11-მე-12 კლასები], თუმცა როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, მომავალი წლიდან ლისის ტბაზე 27 000კვ/მ-ზე სკოლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2023 წელს უნდა დასრულდეს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში 400 ბავშვი ისწავლის. „სკოლის მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს …
Continue reading “ვის შეუძლია ისწავლოს „ევროპულ სკოლაში“, რომელსაც ევროკავშირი აშენებს”
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი განმეორებითი გამოცდა ნოემბერში დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 სექტემბერს დასრულდა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. დარეგისტრირდა 26 600 – ზე მეტი აპლიკანტი. წელს პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მეორედ მიეცათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია, პრაქტიკოს მასწავლებელს კი უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული …
Continue reading “მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი განმეორებითი გამოცდა ნოემბერში დაიწყება”
ბათუმის 3 და ქობულეთის 2 სკოლაში იტალიური ენის სწავლება დაიწყო
ბათუმის პირველ, მე-2 და მე-6 საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა დაიწყო. იტალიურს შეისწავლიან ასევე ქობულეთის პირველ და მე-6 საჯარო სკოლებშიც. საგანი არჩევითი იქნება და სწავლება მეხუთე და მეათე კლასებიდან დაიწყება. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, საჯარო სკოლებში იტალიური ენის შესწავლა განათლების სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გადაწყდა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის კორდინატორია ქართულ-იტალიური …
Continue reading “ბათუმის 3 და ქობულეთის 2 სკოლაში იტალიური ენის სწავლება დაიწყო”
კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება
კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერის გამოსაცხადებლად დიზაინბილდით. ტენდერი, სავარაუდოდ, გამოცხადდება …
Continue reading “კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება”
წითელი ყელსახვევი ანუ საბჭოთა აჩრდილი სკოლებში
საჯარო სკოლებში, პერიოდულად, სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება ხოლმე წითელი ყელსახვევი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროინდელი მოსწავლის სიმბოლოა. საბჭოთა ეპოქაში ამ სიმბოლოს გარეშე მოზარდების სკოლაში ყოფნა დაუშვებელი იყო. საბჭოთა მოსწავლე ვალდებული იყო, ყოველდღე ეტარებინა ალისფერი ყელსახვევი. ასევე მოსწავლეები ატარებდნენ საბჭოთა ბელადის გამოსახულებიან გულსაბნევს. 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა გადაწყვიტა, …
Continue reading “წითელი ყელსახვევი ანუ საბჭოთა აჩრდილი სკოლებში”
მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს
ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პირველი გ კლასის მასწავლებელს, ქეთევან ვეკუას, სკოლის დისციპლინურმა საბჭომ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, ვეკუა კლასის დამრიგებლობიდანაც გაათავისუფლეს. 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს, ქეთევან ვეკუამ თავისი სადამრიგებლო კლასის პირველკლასელ გოგონებს წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი, რასაც საზოგადოების კრიტიკული რეაქციები მოჰყვა. წითელ ყელსახვევს საბჭოთა სკოლებში ატარებდნენ ბავშვები …
Continue reading “მასწავლებელს, რომელმაც ბავშვებს წითელი ყელსახვევი გაუკეთა, საყვედური გამოუცხადეს”
ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს
ქობულეთის მე-3 საჯაროს სკოლაში პირველკლასელ გოგონებს კლასის ხელმძღვანელმა ქეთევან ვეკუამ წითელი ყელსახვევები გაუკეთა, ბიჭებს კი – ლურჯი. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა პიონერების სიმბოლოს გამოყენება, სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ეს პედაგოგის გადაწყვეტილება იყო და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. „ბორდოსფერია, წითელი არ არის. თვითონ მოიფიქრა კლასის ხელმძღვანელმა, ეს მისი არჩევანია, აჩუქა ბავშვებს და ჩვენ აქ …
Continue reading “ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს”
ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, დახარჯულია 622 ათასი დოლარი
„ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის პროექტის ფარგლებში, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლა 16 სექტემბერს განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე აღჭურვილობით დაიწყებს ახალ სასწავლო წელს. ფონდმა სკოლის რეაბილიტაციაზე 622 ათასი აშშ დოლარი დახარჯა. შესაბამისი ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილია სკოლის ლაბორატორიები, რაც აუცილებელია ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. მოსწავლეები ქიმიაში ცდების ჩატარების დროს ჩაიცვამენ შესაბამის ტანსაცმელს, მათი უსაფრთხოება დაცული რომ იყოს. სამუშაო …
Continue reading “ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, დახარჯულია 622 ათასი დოლარი “
საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსიტეტებმა 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აირჩიეს
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე კიდევ შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში. უმაღლესი სასწავლებლების მიერ განსაზღვრული საგნების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასეთია: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და …
სასკოლო წიგნები მნიშვნელოვნად გაძვირდა
კერძო სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ამბობს, რომ მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების შეძენა წელს 161 ლარი დაუჯდა, მაშინ როცა გასულ წელს წიგნებში 80 ლარი გადაიხადა. 161 ლარად მშობელმა 7 სახელმძღვანელო შეიძინა, მოსწავლის რვეულთან ერთად. გამოდის, რომ ამ მშობელმა ერთ წიგნში, საშუალოდ, 23 ლარი გადაიხადა. ერთ-ერთი მშობელი „ფეისბუქით“ გამოგვეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ სასკოლო წიგნების შესაძენად 150 ლარი გადაიხადა. …
რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით
პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების საჯარო სკოლიდან გასვლის შემდეგ სკოლებში გაჩენილ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა სასურველი კადრები შეარჩია, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ 1 500 ვაკანსიაა. იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები არსებული ვაკანსიების შევსებას სასწავლო წლის დასაწყისში ვერ შეძლებენ, სკოლაში შესვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი …
Continue reading “რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით”
FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო
მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში FLEX-ი, მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში, მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ კარგი და საუკეთესო აკადემიური მოსწრება, ფლობდნენ ინგლისურ ენას და უნდა აკმაყოფილებდნენ აშშ-ის ვიზის მოთხოვნებს. ბათუმში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები …
Continue reading “FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მოსწავლეთა შერჩევა დაიწყო”
რატიანი: დიპლომირებული პედაგოგი გამოცდაზე 1 და 2 ქულას არ უნდა იღებდეს
მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების გამოცდაში მეორე ეტაპი გამოცხადდა. პედაგოგებსა და მაძიებლებს, ვინც ზაფხულის გამოცდაზე ვერ შეძლო კომპეტენციის დადასტურება, შესაძლებლობა აქვთ, გამოცდაზე მეორედ გავიდნენ. რამდენმა პენსიონერმა პრაქტიკოსმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება, რამდენმა ვერ გადალახა ზღვარი და რატომ დარჩა საჯარო სკოლებში ვაკანსიები – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი საუბრობს. …
Continue reading “რატიანი: დიპლომირებული პედაგოგი გამოცდაზე 1 და 2 ქულას არ უნდა იღებდეს”
სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 849 პირმა ვერ გადალახა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე A ტიპის ტესტს 4334 კანდიდატი აბარებდა, B ტიპის ტესტს – 3937, ხოლო C ტიპის ტესტს – 1963 კანდიდატი. წაკითხულის გააზრებაში – A ტიპის ტესტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 22.9 პროცენტმა, B-ში – 16.3-მა, ხოლო C ტიპის ტესტში – 23.3-მა პროცენტმა. ამ კატეგორიაში A ტიპის …
Continue reading “სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 849 პირმა ვერ გადალახა”