აჭარის მთიანეთში დენის მიწოდებაში შეზღუდვებია, აბონენტებს ეტაპობრივად ვრთავთ – კომპანია

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად აღდგენილია დენის მიწოდება, შეზღუდვაა ხიხაძირისა და ღორჯომის ხეობებში, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტშიც უმეტეს ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ ეტაპზე დაწყებულია ელექტროენერგიის მიწოდება შუახევში, სადაც, კომპანიის განცხადებით, ძლიერი თოვის გამო გადაადგილება გაძნელებულია. აქ დენის მიწოდებაში შეზღუდვებია დაბის ნაწილშიც. „მიუხედავად …

საჯარო ორგანიზაციები და პროგრამები აჭარაში, რომლებსაც აუდიტი 2020 წელს შეამოწმებს 

აუდიტორული საქმიანობის 2020 წლის გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 39 შესაბამისობის [თემატური] აუდიტის ჩატარება განისაზღვრა, აქედან 6 აჭარაში: [checklist] ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარებისთვის“ 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის“ პრიორიტეტისთვის 2019 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი; სსიპ …

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია – დიდთოვლობა მთაში

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობაა. დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 80-სმ-მდეა, ხოლო ზოგიერთ სოფელში 1 მეტრს გადააჭარბა. ხულოში შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. „ბათუმი-ხულოს ცენტრალური მაგისტრალი გაწმენდილია, იწმინდება გზა გოდერძის მიმართულებითაც, სადაც მაღალი გამავლობის ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება. იწმინდება შიდა გზებიც. გაწმენდა დილიდან დაიწყო და შუადღემდე ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდება. ზვავის შესახებ ინფორმაცია …

ბათუმში, თევზის ბაზართან კარბამიდის საწყობის მშენებელ კომპანიას გზშ მოსთხოვეს

კომპანია „კარგო პარსელს“, რომელიც ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობას გეგმავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა. „ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნულია სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში. კომპანიის განცხადებით, ის კარბამიდის შემოტანას აზერბაიჯანიდან …

859 კილოგრამი ოქრო და 18 ტონა ვერცხლი – საბადოზე ლიცენზიას 5 მილიონად ყიდიან

ქედისა და შუახევის ტერიტორიებზე მდებარე ე.წ. „მერისის ოქროს საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას წიაღის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი – 5 მილიონი ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ათასი ლარი, საგარანტიო თანხა კი – 1 მილიონ 200 ლარი. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 30 წელია, სალიცენზიო ფართობი კი – 11 ათას ჰექტარზე მეტი. ლიცენზიანტს უფლება ექნება მოიპოვოს …

ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; დღის მეორე ნახევრიდან წვიმა, მთაში – თოვა, ზვავსაშიშროება, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; დღის მეორე ნახევრიდან – დასავლეთის მიმართულების, ზოგან 17-22მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო; მთაში …

რა პირობით გასხვისდა „დინამო ბათუმი“

კომპანია „ლამინი“ 49 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ათას ლარს გადაიხდის ყოველწლიურად. აქედან, 50 ათას ლარს – შპს „დინამო ბათუმის“ წილის მართვის უფლებისთვის, ხოლო 50 ათასს – ბათუმში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობისთვის. შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. წილის მართვის უფლება კი „ლამინს“ 2020 წლის 6 იანვრის ხელშეკრულებით გადაეცა. ამავე კომპანიას სარგებლობის …

დენი ამ დროისთვის აჭარაში სრულად რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება – „ენერგო-პრო ჯორჯია“

აჭარის მთის სოფლებში თოვლის გამო რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 10 თებერვლის დღის 12 საათისთვის: „ელექტრომომარაგება პრაქტიკულად სრულად აღდგენილია მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ყველა აბონენტს მიწოდება ელექტროენერგია. ქედის მუნუციპალიტეტში კი, მცირე შეზღუდვებია, სოფელ ნამონასტრევში დენი არ მიეწოდება 3 ამბონენტს , სოფელ აგარაში 40 აბონენტს, ასევე მცირე შეზღუდვებია დოლოგნის ადმინისტრაციულ თემში, …

აჭარის ზღვისპირა ზოლში ღამით 0-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 7-12, დღისით 0- 5 გრადუსი ყინვა, მაღალ მთაში – ღამით 15-20, დღისით 5-10 გრადუსი …

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; მაღალ მთაში ზვავსაშიშროება, ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით ზოგან ძლიერი: 20-25 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო, …

ქობულეთის მერიის სისუსტეები ბიუჯეტის დაგეგმვაში, ხარჯვასა და კონტროლში – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყო ამ თანხის ათვისება, „მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას“. „2018 წელს მუნიციპალიტეტმა პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმა ისე, რომ ნათლად არ …

ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ – აცხადებს შსს. …

ხუთი სოფლის გაზიფიცირებისთვის აჭარაში 3,2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

3 201 266 ლარია გამოყოფილი ხელვაჩაურის სოფლების: მახოს, სიმონეთის, ევგენიძეების, მაღლაკონის და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის გაზიფიცირებისთვის. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მახოსa და სიმონეთის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 700 688 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება კი 2020 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. …

ბავშვთა რეაბილიტაცია, ადაპტაცია და სხვადასხვა საშუალებებით გარკვეულ პირთა უზრუნველყოფა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 30-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის კი, ჯამში, ბიუჯეტში 21 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამინისტრო, მიმდინარე წელს, უშუალოდ სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს. ამჯერად გთავაზობთ 12 პროგრამას:   ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია პროგრამა ითვალისწინებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის …

აჭარის დროშები აჭარაში კვლავ კანონდარღვევითაა აღმართული – ჰერალდიკის საბჭოს განმარტება

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“, თუმცა ამ კანონის მიღებამდე და ძალაში შესვლის შემდეგაც [2020 წლის 13 იანვრიდან], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები აჭარაში კანონდარღვევითაა აღმართული. [highlight color=”blue”]უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონით[/highlight], „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის წესი …

რატომ იცვლება ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი

ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, ირგვლივ არსებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება ასაშენებელი ბაღის ადგილმდებარეობის გამო“, ამიტომ კორექტირება უნდა შევიდეს პროექტში. ბაღის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ვექტორთან“ ხელშეკრულება 1 912 504 ლარზეა გაფორმებული, საიდანაც კომპანიას უკვე გადაუხადეს 527 …

აჭარაში იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი სულ 309 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 130 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 65 ფაქტი, იმერეთში – 34, ქვემო …

ქობულეთში უნდა განიხილონ პროექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია

2020 წლის 19 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შპს „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, „აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტზე“ „გრინ რეზორტმა“ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო. „ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში კომპანია პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს …

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა. „შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, …

ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, დღეს, 2 თებერვალს, ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთის სოფელ ხალაში საბავშვო ბაღი აშენდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სოფელ ხალაში საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ბაღის მშენებლობისთვის 1 588 921 ლარია გათვალისწინებული [სატენდერო თანხა]. პროექტის მიხედვით, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს, სოფელში საბავშვო ბაღისთვის ორსართულიანი შენობა აშენდება. მშენებლობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 330 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 24 თებერვალს დასრულდება. …

ორშაბათიდან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ზვავსაშიშროება; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო …

აჭარის მთავრობის ახალი შეთანხმება „რივიერასთან“ ცათამბჯენის და იახტკლუბის მშენებლობაზე 

ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება. შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილება, მოიჯარე კომპანიის [შპს „რივიერას“] მოთხოვნითა და აჭარის მთავრობის ნაწილობრივი თანხმობით, დაახლოებით თვენახევრის წინ შევიდა. ეს ხელშეკრულება ე.წ. „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებსაც ითვალისწინებდა, რომელიც 2019 წელს უნდა დაწყებულიყო. ახალი ცვლილებით ეს პირობაც შეიცვალა. შპს „რივიერას“ ბათუმის იახტკლუბი აჭარის მთავრობამ 1 …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებით კვლავ დაბინძურებულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური აპარატურის მიერ დღეს, 30 იანვარს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა [გადაჭარბება დაფიქსირდა წინა დღეებშიც]. ბათუმში დაშვებულ ნორმას აჭარბებს ასევე PM2.5  მყარი ნაწილაკების რაოდენობაც ჰაერში. წინა დღეებში, სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებული იყო გოგირდის დიოქსიდის …

სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დანამატები მედპერსონალს აჭარის სოფლებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით 3 237 365 ლარით [18%] არის გაზრდილი და 21 მილიონი ლარია. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 36 პროგრამას ახორციელებს. გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვის რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც აჭარის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ.   ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება პროგრამა ითვალისწინებს, ზოგიერთი …

„იაფი სახლის“ 40 ბინა – თითოეულის ფართობი, ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი

ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ მონაცემები ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოში გადააგზავნა. საკრებულო საკითხს დღეს, 30 იანვარს, განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში კი, მერია ბინების ბენეფიციარებზე გაცემას დაიწყებს. ამ თემაზე: ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“- მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა „პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ფარგლებში, პირველი ეტაპის დასრულების [ამ განკარგულების ძალაში შესვლის …

ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა

ბათუმის მერიამ დააზუსტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა და პერიოდი, თუ რა დროში გამოისყიდიან ბინებს ახალი მესაკუთრეები. შესაბამისი კანონპროექტები მერიამ ქალაქის საკრებულოში უკვე გადააგზავნა დასამტკიცებლად. საკითხი საკრებულოს ხვალინდელი, 30 იანვრის, სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. დოკუმენტების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 4 კორპუსი …

რატომ დარჩნენ ბავშვები ქობულეთის ბაღებში რძისა და რძის პროდუქტების გარეშე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში ბავშვების მენიუში 2020 წლის 20 იანვრიდან დღემდე რძე და რძის პროდუქტები არ შედის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელებს საკვები სპეციალისტების მიერ კორექტირებული მენიუს ფარგლებში მიეწოდათ. გაერთიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სთხოვს თანხმობას, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რძის პროდუქტები [რძე, კარაქი, ყველი, მაწონი – ერთი თვის მარაგი] შეისყიდონ მიმდინარე ტენდერზე ხელშეკრულების გაფორმებამდე. ქობულეთის ბაღების …

კომპანიამ $25 მილიონად, იპოთეკით დატვირთა რივიერა, სადაც ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების …

ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 38,7 მილიონ ლარად სთავაზობენ

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 27 იანვარს, დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და ამ დროისთვის მხოლოდ ის პრეტენდენტია ცნობილი, რომელიც მშენებლობას სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, …

140 ათასი ლარი აჭარაში 13 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების მოსამზადებლად

ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების [სულ 13 სკოლა] მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 25 იანვარს დაიწყო. სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა კი პროექტები, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა მოამზადოს. ახალი სკოლის შენობის ან ახალი კორპუსის …

შუახევში, გონიოსა და ქობულეთში თითო ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს

შუახევში, გონიოსა და ქობულეთში, 2020 წელს, თითო ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს. ნოტარიუსთა დანიშვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ. სამინისტროს და პალატას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება იმ დასახლებებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), სადაც სანოტარო მომსახურება 2020 წელს სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაევალათ. იმ დასახლებათა ნუსხა, სადაც 2020 წელს სანოტარო მომსახურება …

შუახევისა და ხელვაჩაურის სოფლები, სადაც გაზიფიცირება იგეგმება

შუახევის სოფელ ხიჭაურში, ასევე, ხელვაჩაურის სოფლებში – ევგენიძეებში, მაღლაკონში, მახოსა და სიმონეთში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზიფიცირების სამუშაოებს გეგმავს. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და სავარაუდო შესრულების ვადის დადგენის მიზნით, კომპანია ბაზრის კვლევას ახორციელებს. ფასების დადგენის შემდეგ, სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდება. ამავე თემაზე: 2,6 მილიონი ლარი სოფელ ხალასა და ჩაქვში აჭარის ქუჩაზე გაზმომარაგების …

აჭარის სოფლებში გზები თოვლისგან მძიმე ტექნიკით იწმინდება – გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა გვიან ღამით დაიწყო. დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, უჩამბა-წაბლანის გზაზე, 24 იანვარს ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. ამ დროისთვის [10:30 სთ] ხულოს მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრია, ხოლო ზედა ზონებში  – 80 სანტიმეტრი. მუნიციპალიტეტში 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალი …

ვის რამდენით დაუფინანსებენ მკურნალობას 2020 წელს აჭარაში – ჯანდაცვის პროგრამები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2020 წელს 21 მილიონი ლარით 36 პროგრამას განახორციელებს, მათ შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს. ამჯერად გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვის რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც აჭარის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ. [red_box]გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება[/red_box] ეს პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის  დამატებით კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული კარდიოქირურგიული ოპერაციების …

Exit mobile version