გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ზვავსაშიშროება; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
- სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო;
- შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ; დღისით ზოგან წვიმა, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი).
- ზღვის წყლის ტემპერატურა: +8 გრადუსი.
4 და 5 თებერვალს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.