აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით 3 237 365 ლარით [18%] არის გაზრდილი და 21 მილიონი ლარია. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 36 პროგრამას ახორციელებს.
გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვის რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც აჭარის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ.
პროგრამა ითვალისწინებს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
მოსარგებლეები:- შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; – მოქალაქეები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი;
- უსახლკაროები.
ეს პროგრამა ითვალისწინებს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
მოსარგებლეები:- 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლი პირები.
პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის [18 წლის ზემოთ] ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
მოსარგებლეები:- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – ომის ვეტერანები.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს:
- მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისთვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისთვის – 150 ლარის ოდენობით;
- ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისთვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისთვის – 100 ლარის ოდენობით.
-
პროგრამების მოსარგებლე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
-
პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
ჯანდაცვის 2020 წლის სხვა პროგრამები იხილეთ ბმულზე:
ვის რამდენით დაუფინანსებენ მკურნალობას 2020 წელს აჭარაში – ჯანდაცვის პროგრამები