ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

09.02.2020
ბათუმსა და აჭარის მთიანეთში სამშაბათიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; მაღალ მთაში ზვავსაშიშროება, ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ღამით ზოგან ძლიერი: 20-25 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით 2-7 გრადუსი სითბო,
  • მთაში – ღამით 7-12, დღისით 0- 5 გრადუსი ყინვა,
  • მაღალ მთაში – ღამით 15-20, დღისით 5-10 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით ზოგან ძლიერი – 17-22მ/წმ-ში; დროგამოშვებით ნალექი. ხილვადობა 4-10 კმ.
  • ტალღის სიმაღლე 15-30დმ (4-5ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +7.2 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, აჭარის სანაპირო ზილსა და მთიან რაიონებში 11 თებერვლიდან მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ბულვარი, 9 თებერვალი, 2020 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: