აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს – ენმ რეგიონში უცხოურ ინვესტიციებზე

„აჭარის მთავრობა მალავს რეალურ სურათს და არ აქვეყნებენ ციფრებს უცხოური ინვესტიციების შესახებ რეგიონში, ამიტომ ამბობენ, რომ თითქოს ინვესტიციებს ვერ ითვლიან. ასევე ჩანს, რომ მთავრობა მორიგი ტყუილებით ცდილობს გადაფაროს არსებული მძიმე რეალობა, რაც რეგიონში მასშტაბური პროექტების გაჩერებას მოჰყვა“, – განაცხადა დღეს, 23 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. „გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, …

50 ათასი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტისთვის

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 50 ათასი ლარია. პირობაში აღნიშნულია, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტს, მათ შორის კედლის მხატვრობის, ვიტრაჟებისა და გარე ღობის ჩათვლით“. საკათედრო ტაძრის კედლის მხატვრობის რეაბილიტაცია დაწყებულია და ტაძრის ინტერიერი ხარაჩოებშია …

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბათუმში ავგიის ნაეკლესიარს [ავგიის ქუჩა N50] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეს, 22 იანვარს, შევიდა. ბრძანების მიხედვით, ავგიის ნაეკლესიარი V საუკუნით თარიღდება. სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ავგიის ნაეკლესიართან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე  კიდევ 10 ობიექტს მიენიჭა. მათ …

დ’ალფონსის სააგარაკო სახლის სარესტავრაციო პროექტს კმდს შეისყიდის

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლის რესტავრაცია იგეგმება. ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2018 წლის ივლისში მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ინფორმაციით, ძეგლი ავარიულ მდგომარეობაშია. ე.წ. დალფონსის აგარაკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კმდს-მ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 15 ათასი ლარია. „მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს კვლევითი სამუშაოების …

ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მოსახლეობა შემცირდა – 1 მანქანა ყოველ მესამე ადამიანზე 

ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თითქმის 20 ათასით გაიზარდა – გასული წლის 30 ნოემბერს რეგიონში რეგისტრირებული იყო 112 040 ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათ შორის: 90 406 მსუბუქი ავტომობილი, 9 635 – სატვირთო, 5 980 – სამგზავრო, 718 – მოტოტრანსპორტი და სხვა. აჭარაში რეგისტრირებული 90 406 მსუბუქი ავტომობილიდან: [checklist] 86 598 რეგისტრირებული იყო ფიზიკურ …

დავა „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე – ტენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის. დავის საგანი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებული ტენდერია, სადაც მომსახურების შესყიდვის სავარაუდო თანხა 39 მილიონ 809 ათას 280 ლარია. შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. კონკრეტულად: „სატენდერო …

ქობულეთის სოფლები, სადაც წყალსადენებზე სასმელი წყლის ჭაბურღილებს მოაწყობენ

ქობულეთის სოფლებში – ციხისძირში, ქვედა კონდიდში, სამებაში, კვირიკეში, ბობოყვათსა და ქვედა აჭყვაში სასმელი წყლის ჭაბურღილებს მოაწყობენ, რომლებსაც არსებულ წყალსადენის სისტემებზე დააერთებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ქაქუთში, ბუკნარში, შუაღელეში, ციხისძირსა და ზედა აჭყვაში წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ზედა აჭყვას წყალსადენის სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია. შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. სამ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება …

ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია სავარაუდო ღირებულებით – 12 064 750 ლარი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სოფლების – ერგეს, აჭარისწყალის, დოლოგნის ფარგლებში. ტენდერის პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 18 თვეში. მიმწოდებელს არ …

საკენკი პროკურატურასთან – აქცია-პერფორმანსით ბათუმში შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს

ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან დღეს, 18 იანვარს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენა და მისი ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობასთან საკენკი მიიტანეს, მათი თქმით, შოთაძის კანდიდატურის დასახელება, ხელისუფლების მხრიდან მორიგი საკენკია. „დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ პროკურატურას ჰქონდა უხეში გადაცდომები პირადად ირაკლი შოთაძის …

130 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე …

კომპანიას, რომელსაც ბათუმში კარბამიდის საცავის აშენება სურს, დეტალების დაზუსტებას სთხოვენ

კომპანია „კარგო პარსელი“ ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქიმიური პროდუქტის [კარბამიდი] საცავის მოწყობას გეგმავს. მშრალი ტვირთის ღია სასაწყობო მეურნეობის პროექტის განხორციელებას დასჭირდება თუ არა გზშ-ის მომზადება, ეს საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა სამინისტროს აქვს შენიშვნები, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. პროექტთან …

ძალოსანთა ახალი ბაზა ჩაქვში იქ აშენდება, სადაც სპორტსმენები დღემდე ვარჯიშობენ

დაბა ჩაქვში ძალოსანთა ახალი ბაზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, ბაზა იმ ადგილზე უნდა აშენდეს, სადაც ძალოსნები დღემდე ვარჯიშობენ. ბაზის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „სტადიონსა“ და კერძო ამხანაგობა „ინჟარქიტექტს“ შორის 2019 წლის მაისში 96 700 ლარზე იყო გაფორმებული. ამავე წლის ოქტომბერში კი, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, თანხა 8 ათასი ლარით …

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 7-12, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა. ზღვის …

როდის აშენდება ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალი – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021-2024 წლებში იგეგმება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. ახალი გზა იქნება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება მდინარე ჭოროხიდან [ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან] სოფელ სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე]. პროექტით გათვალისწინებულია გვირაბის მშენებლობა, ასევე ახალი ხიდის აშენება მდინარე ჭოროხზე. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას – გზების დეპარტამენტი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების …

ბათუმში სამშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი …

რატომ სურს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 5,1 მილიონი უტენდეროდ დახარჯოს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 5 159 800 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას აპირებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა. სააგენტო დეპარტამენტს ამ მოთხოვნის დასაბუთებას სთხოვს. ტურიზმის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2020 წლისთვის, მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტებია „აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რაც მოიცავს მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ცნობადობის …

ენმ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დროულად მოხდეს ყველა იმ დოკუმენტაციის გასაჯაროება, რომელიც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას უკავშირდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, რეზო ხარაზმა, დღეს, 10 იანვარს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. ენმ-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, წერილობით გამოითხოვა ხულო-ზარზმის გზის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, სამუშაოებზე ზედამხედველი კომისიის სხდომის ოქმების, ასევე კომპანიასთან მიმოწერის [კორესპონდენციების] ასლები. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; კვირას დღისით უმეტესად უნალექო ამინდი, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო, მაღალ …

ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირები სტაციონარის ნაცვლად კვარიათში, საცხოვრისში იმკურნალებენ

ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში, საცხოვრისში გააგრძელებენ მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებსაც სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ. რამდენიმე დღეა 24 ბენეფიციარი კვარიათში, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მიერ დაქირავებულ შენობაში დროებით გადაიყვანეს. ცენტრს, ფინანსურ მხარდაჭერას სამინისტრო უწევს. 2020 წლის მაისიდან კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, საკუთარი ფინანსებით, საცხოვრისის მშენებლობას ფრიდონ …

ხელოვნური პლაჟი ბათუმში – ახალ ბულვართან ხრეშის დაყრა დასრულდა [ფოტო]

ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის ხრეშის დაყრა დასრულდა. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, აქ ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადმოიტანეს. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ შესასრულებელი დარჩა ხრეშის ადგილზე მოსწორება-გადანაწილების სამუშაოები. ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. სპეციალურად ჩამოტანილი მოწყობილობებისა და მილების საკითხი კი …

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს როიგგარეშე სესია დღეს, 8 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ახალ შენობაში სასესიო დარბაზის მზადყოფნამდე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის (მისამართი: დაბა ჩაქვი, ვ. მეგენეიშვილის ქ. N 25) სხდომათა დარბაზებში გაიმართება. გადაწყვეტილება, სხდომის უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელის – იურიდიული მისამართის გარეთ გამართვის შესახებ, უმაღლესი …

ღრუბლიანობა და დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, დღისით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ზოგან 17-22მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო, მაღალ …

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა …

შეჩერდება თუ არა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევის პროცესი სასამართლო გადაწყვეტს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხვალ, 8 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის, გია ქარცივაძის მრჩევლად არჩევას. თუმცა, ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, გუშინ, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და პროცესის შეჩერება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკითხი სავარაუდოდ ხვალ, 8 იანვარს უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის …

სად ჩატარდება 8 იანვარს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ჯერ გადაწყვეტილი არ არის

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ხვალ, 8 იანვრისთვისაა ჩანიშნული, თუმცა სესიის ჩატარების ადგილი გადაწყვეტილი არ არის. უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში ხვალ დილით ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც სესიის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რიგგარეშე სესია შესაძლოა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდეს. ბიურო ერთ საკითხს განიხილავს  – „აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 8 იანვრის რიგგარეშე სესიის უმაღლესი …

შობის ღამისთევა ბათუმის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ქრისტეს შობის ღამისთევის წირვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო წირვა, რომელსაც ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს, ღამით, პირველის წუთებზე დაიწყო. ტაძარში აჭარის ხელისუფლებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. დღისით ბათუმის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. ამ თემაზე: ილია II-ს საშობაო ეპისტოლე  

აჭარაში გრიპით მომართვიანობა მაღალია, თუმცა ჰოსპიტალური შემთხვევები შემცირებული – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მონაცემები ხასიათდება მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით. ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით: 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 415-ს, რაც თითქმის 77 ერთეულით აღემატება წინა [2019 წლის დეკემბრის ბოლო] კვირის  …

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალი წლის წინ პრემიები მიიღეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა წინასაახალწლოდ  პრემია დაირიცხეს. ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამარ წილოსანმა დაგვიდასტურა. მისი განმარტებით,  ეს არ ყოფილა პრემია და საბჭოს წევრებზე ეკონომიის სახით დარჩენილი თანხა გადანაწილდა. თამარ წილოსანს არ დაუკონკრეტებია თანხის ოდენობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი თითოეულ წევრს 2000 ლარი შეხვდა.  ტელეფონს არ პასუხობს საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი.  არ გვიპასუხეს …

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ ახლახანს, 6 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც შეწყალების საკითხზე გამართა. პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ გასულ წელს მიმართა. „ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?“ …

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 9-14 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით …

კვირას საოჯახო მედიცინის ცენტრი 2 საათამდე, ბათუმის N1 პოლიკლინიკა კი 5 საათამდე იმუშავებს

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ბათუმის კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში გაიზარდა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი არ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ცენტრის ინფორმაციით, ბათუმსა და ზოგადად რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მიუხედავად ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, 5 იანვარს, პაციენტებს: დილის 10 საათიდან, დღის 2 საათამდე მიიღებს საოჯახო …

ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …

სოფელ მარადიდში მიწას ამჯერად 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია კირნათი ჰესის გამო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათი ჰესის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის წესით მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევა გრძელდება. ამჯერად სოფელ მარადიდში მიწის ნაკვეთს 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ „მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან: …

ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს შაბათს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან

გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა პრევენციისა და დროული რეაგირების მიზნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან შევხდრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამსახურის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. სამინისტროს რეკომენდაციით, ხვალ, 4 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია: [checklist] …

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. „აჭარაში ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსები. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, თუმცა, აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, სეზონურობის გათვალისწინებით. ჰოსპიტალიზაცია გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 4-დან 7,5 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ძირითდად მატება არის ბავშვებში. რაღაც გართულებული სიტუაცია არ გვაქვს, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 იანვრის 21 საათიდან 4 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5 …

Exit mobile version